ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის, “ფრანს ფუტბოლის” მკითხველებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელეს.
იტალიელმა კარის დარაჯმა გამოკითხვაში ხმათა 44 პროცენტი მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.
მეორე ადგილი ფაბიენ ბარტეზმა დაიკავა, რომელმაც ხმათა 17 პროცენტი მოაგროვა. 7-7 პროცენტი მიიღეს ლევ იაშინმა და ოლივერ კანმა, რაც შეეხებათ კასილასსა და ნოიერს, მათ 6-6.
ასევე, საუკეთესოთა შორის ედვინ ვან დერ სარი, პეტერ შმეიხელი, დინო ძოფი, პეტრ ჩეხი, სეპ მაიერი, გორდონ ბანკსი, პიტერ შილტონი და რიკარდო ზამორა მოხვდნენ.