მადრიდის ,,რეალის” კარის დარაჯმა იკერ კასილასმა გუნდი არასასიამოვნო სიტუაციისგან იხსნა. გუშინდელი მატჩის 62-ე წუთზე ესპანელმა მეკარემ გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა. მატჩის შემდეგ კი კარლო ანჩელოტიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
,,ეს მომენტი მატჩში გადამწყვეტი გამოდგა. იკერმა ყველაფერი კარგად და ადვილად გააკეთა. ბოლო დროს გუნდი დიდ ზეწოლას განიცდის, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ,” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.