თუ ესპანურ გაზეთ SPORT-ს დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” კარის დარაჯის, იკერ კასილასის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
იკერ კასილასი კარგა ხანია “სამეფო კლუბის” პირველ მეკარედ აღარ მოიაზრება. მასზე ხშირად თამაში კი დიეგო ლოპესს უწევს. შეიძლება, ითქვას, რომ იკერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ცუდად ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” რიგებში 1998 წლიდან ირიცხება.