ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები – იკერ კასილასი და კრიშტიანო რონალდუ გუნდის ვარჯიშზე.
ჭდე: კასილასი
კასილასი: “ხესეს წინ დიდი მომავალი აქვს”
მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხესე როდრიგესს წინ დიდი მომავალი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 20 წლის თავდამსხმელმა ერთადერთი გოლი გაიტანა.
“რასაც ხესე აკეთებს, ყველაფერი კარგად გამოსდის. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. ჩემი აზრით, ხესესთან ერთად, მორატა, კაზემირო და ნაჩო “რეალის” მომავალი წარმატებების საწინდარია”, – ამბობს კასილასი.
იკერი ფორმაშია: კასილასის ბრწყინვალე სეივი “ესპანიოლთან” მატჩში
21 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1), “სამეფო კლუბის” მეკარემ, იკერ კასილასმა ჩინებული სეივი განახორციელა.
კასილასი: “რონალდუ გამარჯვებულად დაიბადა”
მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი, კრიშტიანო რონალდუ გამარჯვებულადაა დაბადებული.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 2013 წელი დიდებულად ჩაატარა, რისთვისაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
“კრიშტიანო გამარჯვებულადაა დაბადებული. მას ყოველთვის აქვს იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს. დარწმუნებული ვარ, მადრიდის “რეალი” რონალდუსთან ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ესპანელი კარის დარაჯი.
Feliz Año – მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები გულშემატკივრებს ახალ წელს ულოცავენ
კასილასი: “მინდა, “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”
მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, იკერ კასილასი აცხადებს, რომ მას “სამეფო კლუბთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის მეკარეს მადრიდულ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დიეგო ლოპესმა წაართვა. კასილასს თამაში მხოლოდ ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე უწევს.
“გადაწყვეტილება მიღებული მაქვს – “რეალში” ვრჩები. ძალიან მინდა, უფრო მეტი ტიტული მოვიპოვო. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ”, – ამბობს კასილასი.
კასილასი: “რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”
მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 14 მატჩში, 17 გოლის გატანა მოახერხა.
“რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია. კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს. რონალდუ ყველა მომდევნო მატჩში თავის სათქმელს ამბობს”, – თქვა კასილასმა.
დიეგო ლოპესს კასილასთან კონკურენცია სიამოვნებს
მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი, დიეგო ლოპესი აცხადებს, რომ მას იკერ კასილასთან კონკურენცია სიამოვნებს.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი “სამეფო კლუბში” 2013 წელს, “სევილიადან” გადავიდა.
“იკერს 18 წლის ასაკიდან ვიცნობ. 14 წელია, მასთან ურთიერთობა მაქვს და შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. სიმართლე გითხრათ, კასილასთან კონკურენცია მსიამოვნებს, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია”, – თქვა ლოპესმა.
იკერ კასილასის ბრწყინვალე სეივი
როგორც იცით, 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღნიშნულ მატჩში, მადრიდელთა კარის დარაჯმა, იკერ კასილასმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.
კასილასი: “მერვედფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს”
მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, იკერ კასილასმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, რიგით მეოთხე ტურში, “იუვენტუსმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე მიიღო, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში 41-ე წუთზე, არტურო ვიდალმა გახნსა, რასაც 52-ე და 60-ე წუთებზე რონალდუსა და ბეილის გოლები მოჰყვა. თუმცა, ტურინელებმა წონასწორობა 65-ე წუთზე, ლორენტეს გოლის წყალობით მოახერხეს.
“მერვედფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ძალიან გამიხარდა, როცა მატჩის დასრულების შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონმა მომილოცა. 12 შესაძლო ქულიდან, 10 მოვიპოვეთ, რაც კარგი შედეგია”, – ამბობს კასილასი.
დიტო ჭიჭინაძე
2003 და 2013: კასილასი და ბუფონი ისევ მეგობრობენ
ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ საინტერესო GIF ანიმაციები გავრცელდა. ერთ ანიმაციაში 2003 წლის მომენტია გახსენებული, ხოლო მეორეში 2013 წლის. ორივე შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს, იკერ კასილასსა და ჯანლუიჯი ბუფონს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
კასილასი: “მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”
მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ ის გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ცემს.
“რა თქმა უნდა, მინდა, რომ ვითამაშო, მაგრამ მთავარი მწვრთნელის არჩევანს პატივს ვცემ. ეგოისტ ფეხბურთელებს ყოველთვის თამაში სურთ, მაგრამ პროფესიონალები სხვაგვარად ფიქრობენ. მადრიდის “რეალში” თამაშზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი და ახლა აქ სწორედ ამიტომ ვარ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, თავდაუზოგავად შრომა და ვარჯიშია”, – ამბობს კასილასი.