ლონდონის “არსენალის” ესპანელი ფეხბურთელი სანტი კასორლა აცხადებს, რომ მისი თანამემამულე იკერ კასილასით “მეთოფეებიც” არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ კასილასი უკვე ორი სეზონია, გუნდის ნომერ პირველ მეკარედ აღარ ითვლება, იკერს თამაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე უწევს.
“იკერი მართლაც რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისი შეძენა ბევრ ევროპულ კლუბს სურს, რომელთა შორის “არსენალიცაა”. თუმცა, ჩემი აზრით, კასილასს “რეალის” დატოვება გაუჭირდება”, – უთხრა კასორლამ Sport360-ს.