17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მექსიკის ნაკრებს ოთხი გოლი გაუტანა

“ერთ მატჩში ოთხი გოლი ბევრჯერ გამიტანია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. ახლა კი, ოთხი გოლის გატანა ნაკრების შემადგენლობაში მოვახერხე, ეს დიდებული გრძნობაა”, – ამბობს 17 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, კელეჩი იეანაჩო.

კელეჩი იეანაჩომ მექსიკის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ოთხი გოლის გატანა მოახერხა.