გუნდში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, “მანჩესტერ უნაიტედის” ხელმძღვანელობამ მაიკლ კერიკს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო. ფეხბურთელი, ახალი შეთავაზების არარსებობის შემთხვევაში, ზაფხულიდან “წითელი ეშმაკი” აღარ იქნება.
ამ საკითხზე ისაუბრა ლეგენდარულმა “მანჩესტერელმა”, პოლ სქოულზმა. მან განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველი კიდევ ერთწლიან კონტრაქტს იმსახურებს.
“იგი ნამდვილად იმსახურებს კიდევ ერთწლიან შეთავაზებას. ის არაა ფეხბურთელი, რომელიც რთულ მომენტებში წყობილებიდან გამოდის. კერიკი გამოცდლი და დაღვინებულია. მაიკლმა თავის კონტროლი იცის. მას კარგად გაეგება, კონკრეტულ მომენტში მოედნის რომელ ნაწილში უნდა იყოს.”
“კერიკი პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს. როცა იგი ოქტომბერში მოედანზე დაბრუნდა, 17, 18 თუ 19 თამაში იყო, სადაც გუნდს არ წაუგია.”
“მისგან პოგბასა და ერერასაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ,” – განაცხადა პოლმა.