მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 10 სპორტსმენი

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენის სიას.

10.მეჰედრა სინგ დონი; 11 მილიონი დოლარი ერთ წელში

 

9.რორი მაკილროი; 13 მილიონი დოლარი ერთ წელში

8.ლიონელ მესი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

7.კევინ დურანტი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

6.კრიშტიანუ რონალდუ; 19 მილიონი დოლარი ერთ წელში

5.ტაიგერ ვუდსი; 23 მილიონი დოლარი ერთ წელში

4.უსეინ ბოლტი; 25 მილიონი დოლარი ერთ წელში

3.ფილ მიკელსონი; 28 მილიონი დოლარი ერთ წელში

2.ლებრონ ჯეიმსი; 34 მილიონი დოლარი ერთ წელში

1.როჯერ ფედერერი; 36 მილიონი დოლარი ერთ წელში

დურანტი ფაჩულიას გუნდის მფლობელზე: „ის იდიოტია“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „დალას მავერიკსის“ მფლობელი მარკ კიუბანი იდიოტად მოიხსენია. კალათბურთელი კიუბანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „თანდერსში“ დურანტის სახით მხოლოდ ერთი სუპერვარსკვლავი თამაშობს.

„მარკ კიუბანი, უბრალოდ, იდიოტია. პირდაპირ ასე დაწერეთ. ამის თაობაზე მეტს არაფერს ვიტყვი“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

„ოკლაჰომამ“ პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეხუთე მატჩში „დალასი“ ანგარიშით 118:104 დაამარცხა და ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „სან-ანტონიო სპურსს“ შეხვდება.

დურანტი მეოთხე მოთამაშეა, რომელსაც ზედიზედ 57 მატჩში ოც ქულაზე ნაკლები არ დაუგროვებია

„იუტა ჯაზთან“ ანგარიშით 113:91 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელსაც ზედიზედ 57 მატჩში 20 ქულაზე ნაკლები არ დაუგროვებია. „დურანტულამ“ ხსენებულ შეხვედრაში ოც ქულასთან ერთად 9 პასი და 8 მოხსნა მიითვალა.

აქამდე მსგავს შედეგს მხოლოდ ალენ აივერსონმა, კობი ბრაიანტმა და ორჯერ მაიკლ ჯორდანმა მიაღწიეს.

დურანტი: „ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „ნიუ-ორლეან პელიკანსთნა“ მარცხის მიზეზზე ისაუბრა.

„მათ ჩვენ წინააღმდეგ ისე ითამაშეს, როგორც თამაში ჩვენ თვითონ გვსურდა. ამასთანავე მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. შედეგად, „პელიკანსი“ დაცვაში უფრო თავდაჯერებული გახდა“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ „თანდერი“ „პელიკანსთან“ დურანტის 32 ქულის მიუხედავად, 119:123 დამარცხდა.

დურანტი: „ამჟამად ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის არ უნდა ვიყო“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდის კევინ დურანტის აზრით, ESPN-მა იჩქარა, როდესაც ის ყველა დროის საუკეთესო მესამე ნომერთა სამეულში შეიყვანა.

„ყოველთვის ვთვლიდი, რომ მსგავს სიტუაციებში მოთამაშის კარიერის დასრულებას უნდა ველოდოთ.

ნამდვილად მგონია, რომ ჩემს პოზიაციაზე საუკეთესოთა შორის ვარ, მაგრამ კარიერის ამ ეტაპზე ყველა დროის გამორჩეულთა გვერდით ჩემი ადგილი არ არის“, – განაცხადა „თანდერის“ ლიდერმა.

დურანტი: „უესტბრუკთან კონფლიქტი არ მაქვს“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მსუბუქმა ფორვარდმა კევინ დურანტმა რასელ უესტბრუკთან კოფნლიქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„საიდან მოიტანეთ, რომ უესტბრუკთან კონფლიქტი მაქვს? ამის რამე მიზეზი არსებობს? ამას მხოლოდ იმის გამო ამბობთ, რომ ის ჩემზე მეტ ქულას აგროვებს? ეს ხომ სისულელეა. ამაში არანაირი აზრი არ დევს.

მსგავსი სიტყვები ჩემ მიამრთ უპატივცემულობას გამოხატავენ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მე ეგოისტი ვარ“, – ციტირებს დურანტს „The Oklahoman.“-ი.

დურანტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს აღარ აპირებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშრებულ კითხვებზე პასუხს არ აპირებს და მომავალში მათ ყურადღებას არ მიაქცევს.

„საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მსგავს კითხებზე პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დიდი ნაწილი კევინმა ტერფის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობის გამო გააცდინა. სარეაბილიტაციო კურსის დროს კალათბურთელმა ორი ოპერაცია გაიკეთა და ოფიციალურ მატჩებში 2015 წლის თებერვლის შემდეგ აღარ უთამაშია.

დურანტი: „სწორი გზით მივდივარ“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ ოპტიმალურ ფორმას მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუბრუნდბეა.

„ჩემი ორგანიზმი რიგზეა. მესმის, რომ სეზონისთვის მომზადება და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა გარკვეულ დროს მოითხვოს, თუმცა ახლა სწორ გზაზე ვდგავარ“, – ციტირებს კევინს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო დურანტმა გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

კევინ დურანტი სპორტულ ვებსაიტზე მუშაობას იწყებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ცნობილი ვებსაიტის „The Players’ Tribune“-ს ხელმძღვანელობის დამხმარე გახდა. ცნობისთვის, ამ პორტალზე სპორტსმენებს თავისი ტექსტების გამოქვეყნების საშუალება აქვთ. პროექტის შემქმნელი ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე დერეკ ჯეტერია.

„დერეკ ჯეტერთან მუშაობის დაწყებას მოუთნელად ველი. ეს ის ადგილია, სადაც სპორტსმენებს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევათ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ“, – დაწერა დურანტმა „ინსტაგრამზე“.

დურანტმა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები დაასახელა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა თავისი ყველა დროის საუკეთესო ნაკრები დაასახელა.

„ჩემი სიმბოლური ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იქნებოდა: გამთამაშებლად მეჯიკ ჯონსონს დავაყენებდი, შემტევი უკანახაზელი კი კობი ბრაიანტი იქნებოდა. ფორვარდები მაიკლ ჯორდანი და ტიმ დანკანი იქნებოდნენ, ხოლო ცენტრი – შაქილ ო’ნილი. გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამზე ლარი ბერდი და კარლ მელოუნი მეყოებოდნენ“, – ციტირებს დურანტს „NBA Maniacs“-ი.

აღსანიშნავია, რომ დურანტის მიერ ნახსენები შვიდი კალათბურთელიდან ოთხი სხვადასხვა პერიოდში „ლეიკერსში“ გამოდიოდა.

დურანტი აშშ-ს ნაკრებს შეუერთდება

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი აშშ-ს ნაკრების სამწვრთნელი ბანაკის მონახულებას აპირებს, რომელიც 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე ლას-ვეგასში იგეგმება. ამის შესახებ „USA Today“ წერს.

ამავდროულად, კალათბურთელი, რომელიც ამჟამად ტრავმის შემდეგ მკურნალობს, მოედანზე გამოსვლას არ აპირებს, თუმცა შეკრებაზე იმიტომ მიდის, რათა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელთა კანდიდატებს შორის იყოს.

იგივე მიზეზით ლას-ვეგასში ჩასვლას ტრავმირებულები კევინ ლავი, კარმელო ენტონი, ჩენდლერ პარსონსი და პოლ ჯორჯი გეგმავენ.

დურანტი: „წელს საუკეთესოთა შორის ყოფნა არ დავიმსახურე“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ მას თავის აქტივში ნამდვილად ვერ შეიტანს.

„თავიდან შექმნილი სიტუაციის გამო გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ახლა მასში დადებით მხარესაც ვხედავ. ჩემი სათამაშო დონე უნდა ვაჩვენო და დავამტკიცო, რომ ბევრი შემიძლია. წელს ლებრონ ჯეიმსისა და სტეფ კარის გვერდით ყოფნა არ დამიმსახურებია. შემდეგ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი თავის შესახებ უნდა ახსენებდე. მათ დავიწყების უნარი აქვთ“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

ცნობისთვის, სხვადასხვა ტრავმის გამო დურანტმა რეწგულარული ჩემპიონატის 55 მატჩი გამოტოვა.