დურანტი: „კარიერის ბოლომდე „ოკლაჰომაში“ დარჩენა მსურს“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ ამჟამინდელ გუნდში დარჩენა კარიერის ბოლომდე სურს.

„თანდერში“ ყველაფერი მომწონს. პარტნიორები, ქალაქი და გუნდი ძალიან მიყვარს. სხვაგან გადასვლაზე სერიოზულად არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ყველა ამ ჭორის არ გაგება რთულია.

თუმცა, მათ შორის ვარ, ვინც კარიერაში მხოლოდ ერთ გუნდში თამაშობენ. ამ კატეგორიის მოთამაშეებს კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და დირკ ნოვიცკი მიეკუთვნებიან. ისინი ნამდვილ მაგალითს წარმოადგენენ.

მსგავსი საკითხები ხშირად კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. მსურს, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი სათამაშო ნომერი ხელშეუხებელი გახდეს“, – ციტირებს კევინს ESPN-ი.

დურანტმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გენედალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ განაცხადა, რომ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს, ვარჯიში აეკრძალა. გარდა ამისა, გამორიცხულია რ არის კეიდიმ სეზონის დარჩნილი ნაწილიც კი გამოტოვოს.

„კევინის გამოჯანმრთელების პროცესი არც თუ ისე მოსალოდნელი ტემპებით მიმდინარეობს. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესაბულა. გამორიცხული არ არის, მან სეზონის ბოლომდე არ ითამაშოს – ყოველ შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ჩვენი მიზანი – მოედანზე ნამრთელი დურანტის დაბრუნებაა“, – ციტირებს პრესტის ESPN-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში დურანტმა მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 25,4 ქულა, 6,6 მოხსნა და 4,1 ასისტი შეადგინა.

უესტბრუკი: „ჟურნალისტებს ჩვენი არ ესმით, რადგან მათ NBA-ში არასდროს უთამაშიათ“

თანაგუნდელ კევინ დურანტის ჟურნალისტებთან კონფლიქტის შესახებ საუბრისას „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა რასელ უესტბრუკმა განაცხადა, რომ ჟურნალისთებთან ინტერვიუების დროს იგი თავს ასევე უხერხულად გრძნობს.

„ჟურნალისტებისთვის რამის თქმა ან ახსნა მიჭირს, რადგან მათ ასეთ მაღალ დონეზე კალათბურთი არასდროს უთამაშიათ. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი კალათბურთს სკოლაში თამაშობდა, თუმცა ეს სულ სხვა დონეა“, – ციტირებს უესტბრუკს „Bleacher Report“-ი

დურანტმა ჟურნალისტს უტვინო უწოდა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი ჟურნალისტ კრის პალმერის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა. ცნობისთვის, პალმერმა „ოკლაჰომას“ ხელმძღვანელობა ნიკ კოლისონთან კონტრაქტის გახანგრძლივების გამო გააკრიტიკა.

„მოთამაშემ, რომელიც საშუალოდ ერთ მატჩში სამ ქულასა და სამ მოხსნას აგროვებს, ორწლიანი კონტრაქტი და რვა მილიონი დოლარი მიიღო. არ გამიკვირდება, თუ „ოკლაჰომა-სიტი“ პლეიოფში ვერ მოხვდება“, – დაწერა პალრმერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

„ძალიან საინტერესოა მსგავსი აზრის მოსმენა იმ უტვინო ადამიანსიგან, რომელიც ESPN-იდან გაუშვეს“, – დაწერა თავის მხვრივ კევინ დურანტმა.

NBA-ს ოლსტარი: კევინ დურანტი

ვაგრძელებთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის მონაწილეთა სეზონის საუკეთესო ეპიზოდების ჩვენებას.

დურანტი დაბრუნებასთან ახლოსაა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარმა ვარსკვლავმა კევინ დურანტმა გუშინ სრულყოფილად ივარჯიშა.

„დურანტი ვარჯიშის დროს ძალიან აქტიური იყო. ახლა იგი თავს გაცილებით კარგად გრძნობს. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება მომდევნო დღეებში და გადწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა გუნდის თავკაცმა სკოტ ბრუკსმა.

სავარაუდოდ, 26 წლის ფორვარდი თავის გუნდს „ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში კევინმა მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

დურანტი: „კალათბურთის თამაში არ შემიძლია“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ახლა სირბილი და საერთოდ კალათბურთის თამაში არ შემიძია. თამაშს ტრიბუნიდან იმიტომ არ ვუყურებ, რომ ასე მსურს. უბრალოდ, სხვაგვარად ახლა ვერაფერი გამოდის.

მიმდინარე სეზონში მატჩებს ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების გამო ვტოვებ. ზუსტად ამ ტრავმის გამო „სან-ანტონიოსთან“ ვერ ვითამაშე“, – განაცხადა კეიდიმ.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

დურანტი „სან-ანტონიოსთან“ ვერ ითამაშებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარი ვარსკვლავი კევინ დურანტი „სან-ანტონიო სპურსთან“ დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. 26 წლის ფორვარდი მარჯვემა ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

მიმდინარე სეზონში დურანტულამ „თანდერის“ მაისურით მხოლოდ 9 მატჩ ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

ასევე ტრტავმის გამო კევინა მიმდინარე სეზონის სტარტიც გამოტოვა.

კევინ დურანტმა კარიერაში 15 000 ქულას მიაღწია (ვიდეო)

დღეს, გამთენიისას, „საკრამენტო კინგსთან“ ანგარიშით 104:92 მოგებულ მატჩში, კევინ დურანტმა თავის კარიერაში მე-15000 ქულა დააგროვა.

დურანტმა სეზონის სადებიუტო მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

გასული სეზონის MVP-მ კევინ დურანტმა სამშაბათს 2014/15 წლების სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. „ოკლაჰომა-სიტი“ გასვლაზე „ნიუ-ორლეანს“ შეხვდა და ანგარიშით 104:112 დამარცხდა.

დურანტმა, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის სტარტი ფეხის ოპერაციის გამო გამოტოვა, 30 წუთის განმავლობაში ითამაშა და 27 ქულა, 3 მოხსნა და ორი გადაცემა მიითვალა.

18 მატჩის შემდეგ „ოკლაჰომას“ მაჩვენებელი ხუთ მოგებასა და ცამეტ წაგებას შეადგენს.

დურანტმა სრულყოფილად ივარჯიშა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა ორშაბათს ძირითად ჯგუფთან ერთად სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა, რის შესახებაც ESPN.com-ის კორესპონდენტი როის იანგი იტყობინება.

დურანტის პარკეტზე დაბრუნება „პელიკასნთან“ სამშაბათის მატჩშია მოსალოდნელი, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ ითამაშებს, „თანდერის“ ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობას „ფილადელფიასთან“ მატჩში მიიღებს, რომელსაც გუნდი პარასკევს ჩაატარებს.

კევინ დურანტმა მსუბუქად ივარჯიშა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, „საკრამენტო კინგსთან“ მატჩის წინ სტანდარტული პოზიციიდან ბურთს სროლაზე ივარჯიშა.

ცნობისთვის, გასულ კვირას დურანტულამ სპეციალური დამცავი ფეხსაცმელიც მოიშორა.