“სასუოლოს” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია განელმა ფეხბურთელმა თავადვე დაადასტურა.
“ძალიან გახარებული ვარ. მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს. “სასუოლოს” დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ეს შანსი მომცა.
“ფიორენტინა” მშვენიერი პროექტია და ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები გუნდს. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ ვინანებ”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს “ტუტომერკატო”.
კევინ-პრინს ბოატენგმა “ფიორენტინაში” სამედიცინო შემოწმება ხვალ უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ განელი ფეხბურთელი უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში განათხოვრების წესით “ბარსელონაში” თამაშობდა.