ხავი მარტინესი: “ფორმაში შესასვლელად დრო მჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი აცხადებს, რომ მას ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველმა სექტემბერში საზარდულის ტრავმა მიიღო და ახლა ორთვიანი პაუზის შემდეგ მინდორს უბრუნდება.

“მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ფორმაში მალე შევალ, ამას კი დრო სჭირდება. თავს ადრინდელზე უკეთ ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს”, – ამბობს მარტინესი.