“მანჩესტერ სიტის” ესპანელი ფეხბურთელი, ხესუს ნავასი “სევილიაში” აპირებს დაბრუნებას, სადაც ის 2003-13 წლებში თამაშობდა.
ნავასის ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. As-ის ცნობით, სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არანაირი სურვილი არ გააჩნია და მანჩესტერის დატოვებას სეზონის დასრულებისთანავე აპირებს.
ესპანური გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს.
როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრანსფერში მთავარ როლს ნავასის ვაჟი ასრულებს, რომელმაც მომავალი წლიდან მამის მშობლიურ ქალაქში არსებულ სკოლაში უნდა იაროს.