ოსკარის და ნეიმარის მშვენიერმა თამაშმა იაპონელი ნისიმურას სუსტ მსაჯრობასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოუტანეს.
ხორვატები პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ბრაზილია იოლს გასეირნებას არ უნდა ელოდოს. კოვაჩიჩის პირველი დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, თუმცა იმის მანიშნებელი იყო, რომ სტუმრები მხოლოდ დაცვაზე არ იფიქრებდნენ.
ბრაზილიელებმა ამაზე დავიდ ლუისის დარტყმით უპასუხეს, თუმცა პლეტიკოშა ბურთს ადგილზე დახვდა. ხორვატების შემდეგი შეტევა კი მართლაც სახიფათო გამოდგა. ოლიჩმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და დაარტყა. ბურთი ბრაზილიელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
სასტარტო წუთები აშკარად ხორვატების იყო. ბალკანელები შეტევაში საკმაოდ სწრაფათ და აგრესიულად გადადიოდნენ, რაც მათ მეტ თავისუფალ სივრცეებს აძლევდა. ამიტომ, ხორვატების გოლი, რომლის ავტორი მარსელო გახდა, მოულოდნელი ნამვილად არ ყოფილა. რეალის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ხორვატები დააწინაურა.
ბრაზილიელები გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ. საკმაოდ სახიფათო იყო ოსკასრის დარტყმა, რომელიც პლეტიკოშამ გაჭირვებით მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ოსკარი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელთა თამაშის დალაგება მოახერხა და მათი შეტევები სწორი მიმართულებით წაიყვანა.
ტაიმის ბოლომდე ბრაზილიელებმა ნეიმარის გოლით ანგარიში გაათანებრეს და კიდევ რამდენიმე მომეტიც შექმნეს, თუცა შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმი სკოლას გუნდის შეტევებით დაიწყო, თუმცა ხორვატები საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ თავს და არც სელესაოს მცველებს აძლევდნენ მოდუნების საშუალებას. გარკვეულ ეპიზოდში ხორვატები უპირატესობასაც კი დაეუფლნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა თითქოს ერთ, გადამწყვეტ შეცდომამდე გრძელდებოდა. საბოლოოდ ეს შეცდომა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ნისიმურამ დაუშვა, რომელმაც საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა ხორვატების კარში. 11-მეტრიანი ზუსტად ნეიმარმა შეასრულა – 2:1.
ბოლო წუთებზე ხორვატებმა გაიბრძოლეს და ხიფათიც შემქნეს მასპინძელთა კართან, თუმცა 91-ე წუთზე ოსკარმა, რომელიც სკოლარის თქმით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მესამე გოლი გაიტანა ხორვატების კარში და შეხვედრაში წერტილი დასვა.
ბრაზილიამ ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, თუმცა ხორვატებმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შეიძლებმა ითქვას, რომ პირველმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა.