ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი მოიგო (ვიდეო)

დღეს, შანხაის მასტერსის ფინალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. პირველი სეტის მოგება ნოვაკს არ გასჭირვებია – დელ პოტრომ იგი ანგარიშით 6:1 მოიგო. მეორე სეტი არგენტინელის გამარჯვებით – 3:6 დასრულდა. გადამწყვეტ სეტში კი მოთამაშეებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. ნოლემ შეხვედრის მოგება მხოლოდ წარმატებული ტაი-ბრეიკის წყალობით მოახერხა.

საბოლოოდ, 6:1, 3:6, 7:6 და ნოლემ შანხაის მასტერსის ტურნირის ქულების დაცვა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჯოკოვიჩმა მეხუთე ტურნირი მოიგო.

ჯოკოვიჩი და დელ პოტრო შანხაის ტურნირის ფინალში გავიდნენ

დღეს, შანხაიში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩები შედგა.

ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამართული შეხვედრის პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 მოიგო, ხოლო მეორეში 7:5 იმარჯვა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში რეიტინგის პირველ ადგილზე გასული რაფაელ ნადალი კი არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროსთან 6:2, 6:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ პოტრომ ტოკიოს ტურნირი მოიგო (ვიდეო)

გუშინ, ტოკიოს კაცთა ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პორტო და კანადის წარმომადგენელი მილოშ რაონიჩი დაუპირისპირდნენ.

მატჩი სამხრეთ ამერიკელის გამარჯვებით 7:6 (5), 7:5 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული თამაშის საუკეთესო მომენტებს.