ხუან მატა: „ეგოისტი ვარ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა დავიდ დე ხეას გუნდში დარჩენას იმედოვნებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, დარჩება თუ არა დე ხეა. სჯობს, ამის შესახებ თავად ჰკითხოთ.

მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი გუნდისთვის. „კრისტალ პალასთან“ მატჩში მან ეს თავისი სეივით დაამტკიცა, რომელმაც სამი ქულა მოგვიტანა.

ეგოისტი ვარ. რა თქმა უნდა, მსურს, რომ დავიდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩეს“, – განაცხადა მატამ.



ხუან მატას ეფექტური პასი “კრისტალ პალასთან” მატჩში (ვიდეო)

9 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კრისტალ პალასსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, (1:2) ერთ-ერთ ეპიზოდში ხუან მატამ საკმაოდ ეფექტურად ითამაშა.

მატა: „ვესტ ბრომვიჩის“ მსგავსი გუნდების დამარცხება უნდა ვისწავლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „ვესტ ბრომვიჩთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენთვის ეს გულდასაწყვეტი დღეა. ვიცით, რომ ბევრი გუნდი „ვესტ ბრომვიჩის“ მსგავსად ითამაშებს. ასეთი გუნდების დამარცხების გზები უნდა ვიპოვოთ.

 „ლივერპული“ და სხვა გუნდები სატურნირო ცხრილში ჩვენთან ახლოს არიან, ამიტომაც ქულები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიპოვოთ“, – განაცხადა ესპანელმა.

ხუან მატამ „ჩელსის“ მიულოცა

„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ თავის ყოფილ გუნდთან ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის შესახებ დაწერა, რომელიც „ჩელსიმ“ მინიმალური ანგარიშთ 1:0 მოიგო.

„მე „ჩელსის“ გულშემატკივრების მხრიდან პატივისცემა და სიყვარული ნადმვილად ვიგრძენი. მათ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი და თითქმის მოგებული ტიტულის მოპოვებას ვულოცავ. მატჩის შემდეგ ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა. ეს არამხოლოდ მოთამაშეებსა და ექიმებს, არამედ კლუბის მთელ პერსონალს ეხება“, – დაწერა ესპანელმა თავის ბლოგზე.

როგორ დაემშვიდობა ხუან მატა ყოფილ თანაგუნდელებს გუშინდელი მატჩის შემდეგ (ვიდეო)

18 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხუან მატა ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

ხუამ მატა: „ლივერპულის“ კარში მეორე გოლი ჩემს კოლექციაში შევა“

„ლივერპულთან“ მატჩში დუბლის ავტორმა ხუან მატამ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეს ჩემი საუკეთესო შეხვედრა იყო. ის მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, ინგლისში ყველკაზე პრინციპულიც კი არის. შესანიშნავია, რომ ორი გოლის გატანა მვოახერხე.

მეორე გოლი ჩემი საუკეთესო გოლების კოლექციაში შევა. ჯერარდის გაძევების შემდეგ მეორე გოლი გვჭიურდებოდა, რათა უპირატესობა გაგვემყარებინა.

ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვისაც არის. ბოლო დროს ბევრი ვერაფერი გამომდიოდა“, – განაცადა ესპანელმა.

“ბარსელონა” “მანჩესტერის” ნახევარმცველს უმიზნებს

უეფას მიერ დაწესებული ჯარიმის მიუხედავად, “ბარსელონა” ახალწვეულების მოწვევაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გუნდს ტრანსფერის განხორციელების უფლება 2016 წლის იანვრამდე არ აქვს.

Mundo Deportivo-ს თქმით, “ბარსელონა” ხუან მატას თამაშს ყურადღებას “ვალენსიაში” ყოფნის დროსაც აქცევდა.

“ბლაუგრანამ” ესპანელი ნახევარმცველი შეიძლება ზაფხულში გაიფორმოს, მაგრამ კლუბს მომავალი წლის იანვარში შეუერთდეს.

 

ხუან მატამ “ლესტერთან” მატჩში მუხლებით სირბილი დაიწყო (ვიდეო)

31 იანვარს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლესტერს” შორის გამართულ მატჩში (3:1) კამერებმა საკმაოდ უცნაური კადრი დააფიქსირეს.

მატა „სევილიაში“?

ბრიტანულ პრესაში, გავრცელებული ინფორმაციით, „სევილია“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველით ხუან მატათი დაინტერესდა.

სევილიელები „წითელი ეშმაკებისთვის“ წინადადების მიმართვით უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, მანჩესტერელები ესპანელ ლეგიონერს მინიმუმ ზაფხულამდე არ გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ მატა „იუნაიტედში“ გასული წლის იანვარში გადაბარგდა.

მატა: “მოიესს მანჩესტერში არ უმართლებდა”

“მანჩესტერ იუნიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ დევიდ მოიესს მანჩესტერულ კლუბში უბრალოდ არ უმართლებდა.

“მოიესს “ოლდ ტრაფორდზე” არ გაუმართლა. საჭირო შედეგს ვერ მივაღწიეთ რის შემდეგაც ის გაუშვეს. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ სრაფ გადაწვეტილებას არ ველოდი.

ალექს ფერგიუსონის შეცვლა იოლი საქმე არაა და ეს ყველა მწვრთნელს გაუჭირდებოდა. დევიდთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშამე, თუმცა ეს საინტერესო გამოცდილება იყო. სწორედ მისი ინიციატივით გადმოვედი “მანჩესტერში”. წარმატებებს ვუსურვებს მას ახალ გუნდთან ერთად” – განაცხადა მატამ.

ხუან მატა: „მატჩის სათადარიგოთა სკამიდან ყურება საშინელება იყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „კრისტალ პალასთან“ ანგარიშით 1:0 მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„შეხვედრა მძიმედ ვითარდებოდა. პირველ ნახევარში „კრისტალ პალასი“ თავს კარგად იცავდა და თავისუფალ სივრცეებს არ გვაძლევდა. მეტოქეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსიც ჰქონდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ სათადარიგოთა სკამიდან მატჩის ხილვა საშინელება იყო“, – განაცხადა ესპანელმა.

მატა: “მატჩის მსვლელობის შეცვლა მსურდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ “კრისტალ პელასთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა.

“მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა შევძელია. ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრების მეტს იმსახურებე და ჩვენც ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უახლოეს მატჩებში დადებითი შედეგების სერია აუცილებლად გვჭირდება, რათა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოვასწოროთ.

სათადარიგოთა საკმიდან თამაშის ყურება რთული იყო. მოედანზე გასვლის დროს მატჩის მსვლელობის შეცვლა მსურდა. საბედნიეროდ, ეს გამომივიდა” – განაცხადა მატამ.

მიმდინარე სეზონში მატამ პრემიერლიგის 9 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.