ბუნდესლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი კისლინგმა გაიტანა

13 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გავიდა. “ბაიერის” თავდამსხმელმა სტეფან კისლინგმა ლევან კობიაშვილის გუნდის კარის დალაშქვრა მე-40 წამზე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გამოდგა.

კისლინგი: “ლიოვმა მითხრა, რომ ნაკრებში არ დამიძახებს”

ლევერკუზენის “ბაიერის” ფორვარდმა შტეფან კისლინგმა განაცხადა, რომ მას გერმანიის ნაკრებში მოხვედრის შანსი არ აქვს.
ფეხბურთელის თქმის, ამის შესახებ მას “ბუნდესნაკრების” მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა უთხრა.

“ეროვნულ გუნდში არ გამომიძახებენ. ლიოვმა პირდაპირ მითხრა, რომ მე მას არ ვჭირდება. ეს მსოფლიო ჩემპიონატსაც ეხება. კარგია, რომ მან ეს პირდაპირ მითხრა და ეს თემა ჩემთვის უკვე დახურულია” – განაცხადა ფეხბურთელმა.

“ჯადოქარ” კისლინგს, მსაჯმა ვერგატანილი გოლი ჩაუთვალა

18 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენი “ბაიერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძალიან უცნაური რამ მოხდა. “ბაიერის” ფეხბურთელმა, სტეფან კისლინგმა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას აჯობა, თუმცა მისი თავური მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა. საბოლოოდ, ბურთი მოულოდნელად კარის ბადეში მაინც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მსაჯი სხვაგვარად მოიქცა – მან გოლი ჩათვალა.