კლას-იან ჰუნტელარი ამსტერდამის “აიაქსიდან” გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდა.
მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას 2010-დან 2017 წლამდე იცავდა. მან “შალკესთან” ერთად გერმანიის თასი (2010-2011) და ქვეყნის სუპერთასი (2011) მოიგო. კლას-იან ჰუნტელარს “მაღაროელთა” რიგებში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 126 ბურთი და 35 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.
ნიდერლანდების ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვეტერანმა თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.