კლაუდიო რანიერი: “ლესტერი” უნდა დავივიწყო”

“ნანტის” ახალმა და ინგლისური “ლესტერის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრესასთან საუბრისას საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ აქ მიწევს მუშაობა. ძალიან კარგად ვიცი, რომ აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ამ კლუბს ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს.

სერჟიუ კონსეისაუმ აქ ბრწყინვალე პროექტი წამოიწყო და მე მაქსიმალურად ვეცდები, დაწყებული საქმე ბოლომდე დავასრულო.

ნამდვილად არ ვაპირებ, “ლესტერის” პროექტის გამეორებას, პირიქით, “ლესტერი” უნდა დავივიწყო. ის რაც იქ მოხდა უნიკალური რამ არის,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ოფიციალურად: კლაუდიო რანიერიმ ფრანგული “ნანტი” ჩაიბარა

ფრანგული “ნანტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დანიშვნის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა “ნანტთან”, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მოგებული სეზონის შემდეგ, “ლესტერ სიტი” საშინაო ჩემპიონატში საშინლად გამოიყურებოდა, რის გამოც, 2017 წლის თებერვალში რანიერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

კლაუდიო რანიერი “ნანტს” გაწვრთნის

“ლესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი, კლაუდიო რანიერი, რომლებმაც “მელიებს” 2015/16 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოაგებინა, ამიერიდან ფრანგულ “ნანტს” გაწვრთნის.

როგორც ცნობილი ხდება, 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გუნდის გაწვრთნაში მას 4 დამხმარე მწვრთნელი და ერთი სუპერვაიზერი შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ მოგებული სეზონის შემდეგ, “ლესტერ სიტი” საშინაო ჩემპიონატში საშინლად გამოიყურებოდა, რის გამოც, 2017 წლის თებერვალში რანიერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

“ნანტმა” კი ლიგა 1-ის გასულ სეზონში 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

რანიერი ფრანგულ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“ლესტერ სიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი ფრანგული “ნანტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას Football Italia ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 65 წლის იტალიელი სპეციალისტი უკვე იმყოფება საფრანგეთში, სადაც ის “ნანტის” პრეზიდენტთან, ვალდემარ კიტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

“ნანტის” მთავარი მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატად კი “საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი, კლოდ პუელი მოისაზრება.

ფრანგულმა კლუბმა გასული სეზონი სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაასრულა, მათი ყოფილი თავკაცი, სერჟიუ კონსეისაუ კი კარიერას “პორტუში” აგრძელებს.

კლაუდიო რანიერი პრემიერ ლიგაში ბრუნდება?

დღეს “უოტფორდის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უოლტერ მაცარი კლუბში დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები კი უოლტერ მაცარის მთავარ ჩამნაცვლებლად კლაუდიო რანიერის მოისაზრებენ, რომელსაც პრემიერ ლიგაში მუშაობის ბრწყინვალე გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა “ლესტერ სიტის” გასულ სეზონში ჩემპიონის გვირგვინი მოუტანა, თუმცა ის მალევე გაუშვეს კლუბიდან არასახარბიელო შედეგების გამო.

რანიერის გარდა, მაცარის სავარაუდო ჩამნაცვლებლებად მოისაზრებენ: ალან პარდიუს, სილვას, გარი მონკს, მაიკლ პირსონსა და რობერტო მანჩინის.

კლაუდიო რანიერი: “ბარსელონას” დომინირების ერას ბოლო მოეღო”

“ლესტერ სიტის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “იუვენტუსს” დაუპირისპირდნენ და ორმატჩიანი დუელი ანგარიშით 3-0 დათმეს.

“ისტორიას კარგად ახსოვს “მანჩესტერ იუნაიტედის”, “აიაქსის,”, “იუვენტუსის”, “მილანისა” და “ინტერის” დომინირების ეპოქები.

შემდეგ კი იყო “ბარსელონასა” და “რეალის” ერები. თუმცა, “ბარსელონას” ჰეგემონიას უკვე მოეღო ბოლო,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“ლესტერი” ჯეიმი ვარდისა და მის ოჯახს გაძლიერებულ დაცვას სთავაზობს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ლესტერ სიტი” ჯეიმი ვარდისა და მის ოჯახს გაძლიერებულ დაცვას სთავაზობს.

როგორც ცნობილი ხდება, კლაუდიო რანიერის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ინგლისელ ფეხბურთელსა და მის ოჯახს არაერთხელ დაემუქრნენ უცხო პირები, რომლებიც მათ სიკვდილითაც კი აშინებდნენ.

ინგლისელი ფორვარდი თვლის, რომ ეს ყველაფერი პრესაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამოძახილია, რომლის მიხედვითაც, მან და “ლესტერის” რამდენიმე სხვა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს რანიერის გაგდება მოსთხოვა.

“როგორც ჩანს, ფანებს დიდად არ ვუყვარვართ. საშინელებაა, როდესაც ისინი ჩემი ცოლის დაშინებას ცდილობენ და მანქანაში უვარდებიან, რომლის უკანა სავარძელზეც ჩემი შვილი ზის. ეს რამდენჯერმე განმეორდა.

მაქსიმუმი რასაც ისინი იღებენ, სოციალურ ქსელში დაბლოკვაა და თუ ირგვლივ კამერები არ არის, შენი საქმე წასულია,” – აცხადებს ინგლისელი.

ჩეზარე პრანდელი: “ლესტერს” უარი იმის გამო ვუთხარი, რაც მათ რანიერის გაუკეთეს”

ჩეზარე პრანდელი აღიარებს, რომ ბრიტანული “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.

“მათი მხრიდან რაღაც მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ მე უარი განვაცხადე, მაშინვე, წამითაც კი არ მიფიქრია. შეუძლებელია ასეთ ადგილას წახვიდე მას შემდეგ, რაც მათ რანიერის გაუკეთეს. იქ ვერ წახვალ. წერტილი.

საფეხბურთო მენეჯმენტი წარმოუდგენლად რთული რამ არის, მაგრამ ამავდროულად მშვენიერიც. ბოლო დროს, მწვრთნელებსა, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შორის არსებულ ურთიერთობებში რაღაცები შეიცვალა.

რანიერიმ წარმოუდგენელი რამ შეძლო, ის, რისი გამეორებაც შეუძლებელია. თუმცა, შემდეგ ის რამდენიმე თვეში უბრალოდ მოიშორეს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

მწვრთნელს თავისი საქმის კეთება უნდა აცადო. მწვრთნელი მწვრთნელი უნდა იყოს, ” – აცხადებს პრანდელი.

კლაუდიო რანიერი ფლორენციაში დაბრუნდა

კლაუდიო რანიერი ფლორენციაში დაბრუნდა.

“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელთა მიერ რამდენიმე დღის წინ განთავისუფლებული სპეციალისტი, რომელიც ადრე “ფიორენტინასაც” წვრთნიდა, კვირას, “იებსა” და “კალიარის” გუნდებს შორის გასამართ მატჩს დაესწრება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 65 წლის კლაუდიო “ფიორენტინაში” 1993-97 წლებში მუშაობდა. მან პირველივე სეზონში მოახერხა გუნდის სერია ბ-დან სერია ა-ში გადაყვანა.

შემდეგში, გაბრიელ ბატისტუტასა და მანუელ რუი კოშტას წყალობით, მან კოპა იტალიასა და იტალიის სუპერთასის მოგებაც მოახერხა.

ასე რომ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “მელიების” ყოფილმა ბოსმა პაულო სოუზა ჩაანაცვლოს, რომელსაც სეზონის ბოლოს გაანთავისუფლებენ.

რანიერი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს

იტალიელ სპეციალისტს, კლაუდიო რანიერის, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას ინგლისში აპირებს.

Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამ დღეებში კლაუდიომ არაერთი შემოთავაზება მიიღო იტალიური და ჩინური კლუბებისგან, თუმცა ის ინგლისის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 65 წლის კლაუდიო რანიერი გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად იქნა დასახელებული მას შემდეგ, რაც “ლესტერს” ისტორიაში პირველად მოაგებინა პრემიერ ლიგის ტიტული.

თბილი სიტყვების მიუხედავად, ფანებმა მარეზს “გველის იარლიყი” მაინც მიაკრეს

პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, რიად მარეზის მიერ წარმოთქმულმა თბილმა სიტყვებმა გულშემატკივრებს გული ვერ მოულბეს.

როგორც იცით, “სევილიასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდიდან კლაუდიო რანიერი გაუშვეს. როგორც შემდეგში გამჟღავნდა, “ლესტერის” ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელებთან შეხვედრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც გუნდიდან იტალიელის სპეციალისტის დათხოვნას ითხოვდნენ.


მარეზი რანიერის: “მადლობა, შენ პირველივე დღიდან გჯეროდა ჩემი”

ბრიტანული “ლესტერ სიტის” ალჟირელი ლიდერი, რიად მარეზი გუნდიდან კლაუდიო რანიერის წასვლას გამოეხმაურა, რომელმაც გასულ სეზონში შეუძლებელი შეძლო და “მელიებს” პრემიერ ლიგა მოაგებინა.

“რანიერი დიდებული ადამიანია, მისი დახმარებითაც ახალი ისტორია დავწერეთ.

მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ის საჭირო დროს ყოველთვის ჩემთან იყო, ყოველთვის იმას მაძლევდა, რაც მჭირდებოდა.

ჩემი პირველივე დღიდან გჯეროდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. წარმატებებს გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს,” – ვკითხულობთ მარეზის მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში.