ირვინგმა 55 ქულა დააგროვა და ახალი რეკორდი დაამყარა

„კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ დღევანდელ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 99:94 მოიგო, 55 ქულა დააგროვა. ამით კალათბურთელმა შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, მან გამოყენებული სამქულიანების ახალ საკლუბო რეკორდსაც მიაღწია. ირვინმა ჯამში 11 სამქულიანი ჩააგდო.

„კლივლენდმა“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო

„კლივლენდ კავალიერსმა“ დღეს „შარლოტ ბობკეტსს“ უმასპინძლა და 39 ქულით – 129:90 დაამარცხა. როგორც ESPN.com-ი წერს, აღნიშნული მატჩში ოჰაიოს შტატის წარმომადგენელმა ისტორიაში დიდი ანგარიშით მეექვსედ მოიგო.

ცნობისთვის, ყველაზე დიდი სხვაობით „კავალიერსმა“ 1991 წლის დეკემბერში მოიგო, როდესაც „მაიამი ჰიტი“ 68 ქულით გაანადგურა.

ამჯამად „კკავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

NBA-ს ოლ სტარი: ლებრონ ჯეიმსი (ვიდეო)

მოგეხსენებათ, გუშინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი ოლ სტარის სასტარტო ხუთეულები დასახელდა. აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის რიგებში, რა თქმა უნდა, „კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსიც მოხვდა. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ლებრონის მიმდინარე სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.

„კლივლენდი“ ირვინგის შემცვლელს ეძებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობა გამოცდილ გამთამაშებელს ეძებს. კლუბს, კაირი ირვინგის ტრავმის შემთხვევაში, მისთვის სათანადო შემცვლელის პოვნა სურს.

ამ მომენტისთვის ირვინგის ერთადერთი რეზერვისტი მეთიუ დელავედოვაა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ მეორე წელი თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ირვინგის საშუალო მონაგარმა 21,2 ქულა, 5,2 გადაცემა და 3,1 მოხსნა შეადგინა. დელავედოვას მაჩვენებელი კი 4,7 ქულა, 3,2 ასისტი და 1,9 მოხსნაა.

ლებრონმა, შესაძლოა „ფინიქსთან“ ითამაშოს

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, დიდი ალბათობით, დღეს სრულყოფილად ივარჯიშებს. გარდა ამისა, ლებრონი „ფინიქს სანსთან“ სამშაბათს ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „იაჰუ სპორტსის“ ჟურნალისტები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსს ზურგისა და მუხლის ტრავმები აწუხებდა. მის გარეშე „კავალიერსს“ ცუდი სერია ჰქონდა, ბოლო ათ მატჩში გუნდი რვაჯერ დამარცხდა.

გრიფინი: „ბლატი „კლივლენდის“ მწვრთნელად რჩება“

„კლივლენდის“ გენერალურმა მენეჯერმა დევიდ გრიფინმა განაცხადა, რომ დევიდ ბლატი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი თავკაცის გაშევბას გეგმავდა. გრიფინის თქმით, ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მწვრთნელთან დაკავშირებული ინფორმაცია უბრალოდ სასაცილოა. სინამდვილეში არაფერზე გვისაუბრია. ბლატი ჩვენი გუნდის მწვრთნელად რჩება. ამჟამად ცვლილებებს არ ვგეგმავთ“, – ციტირებს გრიფინს ESPN.com-ი.

ლებრონი მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს

მარცხენა მუხლის ტკიბილის გამო 30 წლის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდ კავალიერსს“ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აქედან გამომდინარე, ჯეიმსი თავის კარიერაში რეგულარულ ჩემპიონატში მატჩების რეკორდულ რაოდენობას გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ლებრონმა სამი მატჩი გამოტოვა, მისი ანტირეკორდი კი შვიდ გამოტოვებულ შეხვედრას შეადგენს (2007/08 წლების სეზონში).

საშუალოდ ერთ შეხვედრაში ჯეიმსის მონაგარი მიმდინარე სეზონში 25,2 ქულას, 5,3 მოხსნასა და 7,6 ასისტს შეადგენს.

ლებრონის გუნდის სასირცხვილო მარცხი, „სან-ანტონიოსა“ და „დალასის“ მოგებები

ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

საინტერესო შედეგით დასრულდა კლივლენდში გამართული მატჩი, რომელშიც „კავალიერსმა“ „დეტროიტ პისტონსი“ მიიღო და მოულოდნელად 23 ქულით დამარცხდა.

„კლივლენდი“ – „დეტროიტი“ – 80:103 (28:17, 19:33, 14:27, 19:26)

„კლივლენდი“: ლაცი (20 ქ. 10 მ.), ტომპსონი (18 ქ. 11 მ.), ჯეიმსი (17 ქ. 10 მ. 7 ა. 7 დ.)
„დეტროიტი“: ჯენინგსი (25 ქ. 5 მ. 6 ა.), დრამონდი (16 ქ. 17 მ. 5 ბ.), მიკსი (14 ქ.), კალდუელ-პოუპი (13 ქ.), ჟერებკო (10 ქ. 7 მ.), მონტრო (10 ქ. 6 მ.), სინგლერი (7 ქ. 3 ჩ.)

სან-ანტონიოში „სპურსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და საინტერესო დაპირისპირებაში მეტოქეს 4 ქულით აჯობა. საუკეთესო პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან დენი გრინი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. „ჰიუსტონიდან“ 28 ქულითა და 5 ასისტით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

„სან-ანტონიო“ – „ჰიუსტონი“ – 110:106 (28:33, 28:22, 29:29, 25:22)

„სან-ანტონიო“: გრინი (24 ქ. 5 ჩ.), დანკანი (16 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჯინობილი (15 ქ. 5 მ.), ჯოზეფი (14 ქ. 6 მ.), მილსი (8 ქ. 5 დ.), ბელინელი (8 ქ.), ბეინსი (8 ქ.), დიაო (8 ქ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (28 ქ. 5 გ. 9 დ.), ბრიუერი (25 ქ.), ჰოვარდი (24 ქ. 17 მ.), მოტეიუნასი (11 ქ. 5 მ.), არიზა (7 ქ. 3 ჩ.), სმიტი (5 ქ. 8 მ. 3 ჩ.)

საინტერესო შეხვედრა „დალასსა“ და „ოკლაჰომა-სიტის“ შორისაც გაიმართა, რომელიც „მავერიკსის“ 5-ქულიანი გამარჯვებით, 112:107 დასრულდა. არადა, ბოლო მეოთხედის წინ „თანდერი“ 7 ქულით უგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა.

საუკეთესო „დალასიდან“ 30 ქულითა და 5 მოხსნით დირკ ნოვიცკი იყო, ხოლო „ოკლაჰომადან“ 26 ქულითა და 10 მოხსნით სერჟ იბაკა გამოირჩა.

„დალასი“ – „ოკლაჰომა-სიტი“ – 112:107 (33:26, 31:32, 17:30, 31:19)

„დალასი“: ნოვიცკი (30 ქ. 5 მ.), პარსონსი (26 ქ. 5 მ.), ელისი (18 ქ. 5 ა.), რონდო (15 ქ. 6 მ. 7 ა.), ბარეა (9 ქ.), სმიტი (4 ქ. 8 მ.)
„ოკლაჰომა“: იბაკა (26 ქ. 10 მ.), ჯექსონი (21 ქ. 6 დ.), უესტბრუკი (18 ქ. 9 მ. 9 ა. 5 ჩ.), ადამსი (11 ქ. 6 მ.), ჯონსი (10)

 

სხვა შედეგები:

„დენვერ ნაგეტსი“ 102-116 „ტორონტო რეპტორსი”
„პორტლენდ ტრეილბლეიზერსი“ 101-79 „ნიუ-იორკ ნიქსი“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 107-116 „ფინიქს სანსი“

ლებრონ ჯეიმსის კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები (ვიდეო)

ორ დღეში ლებრონ ჯეიმსს 30 წელი შეუსურლდება. წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კალათბურთელის კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

 

 

ლებრონ ჯეიმსისა და „მაიამი ჰიტის“ თბილი შეხვედრა (ვიდეო)

ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ფარგლებში ერთმანეთს „მაიამი ჰიტი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ დაუპირისპირდნენ.

პირველ რიგში, ეს შეხვედრა საინტერესო იმით იყო, რომ ლებრონ ჯეიმსი თავიყი ყოფილი გუნდის სათამაშო არენაზე დაბრუნდა.

აქვე წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ხსენებულ შეხვედრაში ლებრონისა და მისი ყოფილი გუნდის თბილი შეხვედრაა ასახული.

აშშ-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული „კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელ კაირი ირვინგს გადასცა.

ირვინგმა აშშ-ს ნაკრებს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა – პლანეტის პირველობაზე 22 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა 12,1 ქულა, 2,6 მოხსნა, 3,6 გადაცემა და 1,9 ჩაჭრა შეადგინა. გარდა ამისა, საკალათბურთო მუნდიალის ორგანიზატორებმა კაირი ტურნირის MVP-დ დაასახელეს.

ბოლო ხუთ წელიწადში აშშ-ს წლის კალათბურთელის წოდება ასევე ჯეიმ მაკადმა, კევინ დურანტმა, ჯაბარი პარმერმა და აარონ გორდონმა მიიღეს.

ლებრონ ჯეიმსის დანკი და დღის სხვა საუკეთესო ეპიზოდები (ვოდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.