„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ტორონტო რეპტორსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (105:101) 35 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მესამე მეოთხედში „რეპტორსი“ 14 ქულით იგებდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კანადელებს 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.
„როდესაც თქვენს მოედანზე 13-14 ქულით მარცხდებით, იმაზე ფიქრობთ, რისი კონტროლიც ჯერ კდიევ შეგიძლიათ. ამჯერად ბოლომდე ბრძოლის უნარს ვგულისხმობთ. თუ დაცვაში კარგად თამაშს იწყებ, ნელ-ნელა შეტევაც ძლიერდება“, – განაცხადა ლებრონმა.
ცნობისთვის, აღნიშნული გამარჯვება „კლვილენდისთვის“ ზედიზედ მერვე გამოდგა.
ბოლოს ლებრონმა 30 ან მეტი ქულა 15 ნოემბერს „ატლანტა ჰოპქუსთან“ თამაშში დააგროვა. ფორვარდმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 30 ქულას მიაღწია.