ESPN-ის ანალიტიკოსთა აზრით, აღმოსავლეთ კონფერენციას „კლივლენდი“ მოიგებს

ლებრონ ჯეიმსის „კლივლენში“ დაბრუნების შემდეგ „კავალიერსი“, ESPN-ის ჟურნალისტთა აზრით, აღმოსავლეთ კონფერენციის მთავარი ფავორიტია. მათივე აზრით, ლებრონის ყოფილი გუნდი „მაიამი ჰიტი“ რეგულარულ ჩემპიონატს კონფერენციის მე-6 ადგილზე დაასრულებს, ხოლო „ინდიანა პეირსერსი“, რომლის ლიდერი პოლ ჯორჯი ტრავმის გამო მთელ სეზონს გამოტოვებს, პლეი-ოფში ვერც კი გავა.

დასავლეთში ESPN-ი ფავორიტად „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ აცხადებს. საინტერესოა, რომ ამ პროგნოზების მიხედვით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ ბოლოდან მეოთხე გუნდი გახდება. კონფერენციის აუტსაიდერად „მინესოტა ტიმბერვულვზი“ სახელდება, რომლის წამყვანი მოამაშე კევინ ლავი ცალი ფეხით „კლივლენდ კავალიერსშია“.

ლებრონ ჯეიმსი: „კლივლენდიდან“ მეორედ წასვლას არ ვაპირებ“

„კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებულმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ კლუბის მეორედ დატოვებას არ გეგმავს.

„არსად წასვლას აღარ ვაპირებ. ამის ძალა მეტი აღარ მაქვს“, – განაცხადა ლებრონმა.

გარდა ამისა, ჯეიმსი „კლივლენდში“ კევინ ლავის შესაძლო გადასვლასაც შეეხო:

„კევინს ყოველთვის ვუებნებოდი, რომ მასთან ერთად ოლიმპიური თამაშის ოქროს მედალს მოვიგებდი. მაშინ ნაკრებში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. გუნდში მას მოუთმენლად ველი. იმედია, ტრეიდი შედგება. იგი საჭირო მოთამაშეა“, – აღნიშნა ლებრონმა.

ირვინგის განვლილი სეზონის ათი საუკეთესო კროსოვერი

თქვენ წინაშეა „კლვილენდ კავალიერსის“ ლიდერის კაირი ირვინგის განვლილი სეზონის ათი საუკეთესო კროსოვერი.

რეი ალენის მომავალი კვლავ უცნობია

თავისუფალ აგენტ რეი ალენს მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 39 წლის ვეტერანს „კლივლენდ კავალიერსთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, რის შესახებაც „USA Today“-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი მოთამაშის წარმომადგენელთა სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გამოცდილ უკანახაზელს „კავალიერსში“ თამაშის სურვილი ჰქონდა, რადგან მის რიგებში ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბოლო ორი სეზონი რეიმ „მაიამი ჰიტში“ ლებრონის გვერდით ჩაატარა.

ლებრონ ჯეიმსმა მეზობლებს მოუბოდიშა და ნამცხვარი გაუგზავნა

ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აკრონში მეზობლებს თავისი გულშემატკივრების ქცევის გამო მოუბოდიშა და ამის ნიშნად ნამცხვარი გაუგზავნა, რომელსაც წერილიც დაურთო.

მოგეხსენებათ, ლებრონის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ მის სახლთან ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.

„ძვირფასო მეგობრებო. ვიცით, რომ ბოლო კვირა ჩვენი რაიონისთვის რთული აღმოჩნდა. ამ ქაოსისითვის, მსურს, ბოდიში მოგიხადოთ. მიხარია, რომ ოჯახთან ერთად ასეთი კარგი მეზობლების გვერდით ცხოვრება მომიწევს“, – ნათქვამია ლებრონის მიერ გაგზავნილ წერილში.

223
224

ლებრონის დაბრუნების წყალობით „კლივლენდი“ წელიწადში დამატებით 500 მილიონს მიიღებს

ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნება ოჰაიოს შტატის კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

როგორც „Bloomberg“-ი წერს, სუპერვარსკვლავის „კავალიერსის“ რიგებში დაბრუნება კლუბის ბიუჯეტს ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარით შეავსებს.

ასეთ მაღალ შემოსავალს „კლივლენდი“ ძირითადად მატჩებზე გაყიდული ბილეთებიდან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯეისმა „კავალიერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი წერს, რომ ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსთან“ ორწლიანი 42,1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარდა ამისა, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლთ გახანგრძლივების საშუალება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან სატელევიზიო არხებთან ახალი ხელშეკრულება ამოქმედდება, რომელიც ხელფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ლებრონ ჯეიმსის ათი საუკეთესო ეპიზოდი „კლივლენდის“ მაისურით

„მაიამი ჰიტში“ ოთხი წლის განმავლობაში ყონის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი მშობლიურ „კლივლენდში“ ბრუნდება. ახალ სეზონში მის პირველ მატჩს გულშემატკივრები კიდევ დიდი ხანი დაელოდებიან, მანამდე კი, გავიხსენოთ მისი „კავალიერსში“ თამაშის პერიოდი.

ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდში“ ბრუნდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ თავისუფალმა აგენტმა ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნება დაადასტურა.

„ოგაიო ჩემთვის კალათბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ოთხი წლის წინ მე ეს არ მესმოდა. სამაგიეროდ, ახლა ყველაფერს მივხვდი“, – განუცხადა ფორვარდმა „Sports Illustrated“-ს.

ცნობისთვის, ლებრონმა „კავალიერსში“ შვიდი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც „მაიმი ჰიტში“ გადაბარგდა, რომელთან ერთადაც ოთხ წელიწადში ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ოფიციალურად: „კლივლენდ კავალიერსს“ დევიდ ბლატი უთავკაცებს

„კლივლენდ კავალიერსმა“ თავისი ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ ბლატის დანიშვნა დაადასტურა.

ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა „Yahoo! Sports“-ის ინფორმაციით, ხმარეებმა 3-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ახალი მწვრთნელი ხელფასის სახით სეზონში 3,3 მილიონ დოლარს მიიღებს, ბონუსებთან ერთად კი, სპეციალისტის წლიურმა ანაზღაურებამ, შესაძლოა, ხუთ მილიონსაც კი მაიღწიოს.

შეგახსენებთ, რომ „კალავალიერსმა“ განვლილ სეზონში პლეიოფიშ მოხვედრა ვერ მაოხერხა, რეგულარულ ჩემპიონატში 82 ჩატარებული მატჩიდან გუნდმა 33 მოიგო და, შესაბამისად, 49 შეხვედრაში დამარცხდა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ მაიკ ბრაუნი გაათავისუფლა.

„კლივლენდი“ ლავით, ოლდრიჯით, ჰორფორდითა და ნოათი დაინტერესდა

„კლივლენდ კავალიერსი“ გაცვლის საშუალებით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე წამყვანი მოთამშის დამატებას შეეცდება.

ESPN-ის ჟურნალისტის ჩედ ფორდის თქმით, კლუბის ინტერესთა სფეროში კევინ ლავი („მინესოტა ტიმბერვულვზი“), ლამარკუს ოლდრიჯი („პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“), ელ ჰორფორდი („ატლანტა ჰოუქსი“) და ჟოაკიმ ნოა („ჩიკაგო ბულზი“) შედიან.

ფორის ვარაუდით, ამ ოთხ მოთამაშეს შორის კარიერის კლივლენდში გაგრძელების ყველაზე მეტი შანსი კევინ ლავს აქვს, რომელსაც სხვა კლუბში გადასვლის სურვილი აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაიკ ბრაუნი: „ვფიქრობ, „კლივლენდი“ ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებას გეგმავს“

„კლივლენდის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი თვლის, რომ „კავალიერსის“ ხელძღვანელობა ზაფხულს „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებაზე იფიქრებს.

„ვფიქრობ, „კლივლენდი“ ჯეიმსის დაბრუნებას ნამდვილად შეეცდება. იმის გათვალისწინებით, რომ ლებრონი ოგაიოში დაიბადა, „კავალიერსს“ სხვა კლუბებზე („ჰიტის“ გარდა) უფრო მეტი შანსი აქვს.

გადახედავს თუ არა ჯეიმსი დაბრუნების ვარიანტს? ვერ გეტყვით“, – განუცხადა ბრაუნმა cleveland.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი