ლებრონ ჯეიმსი: „მსურს, რომ „კლივლენდ კავალიერსმა“ ჩემი სათამაშო ნომერი გააუქმოს“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ „კლივლენდ კავალიერსი“ მის 23 ნომერს გააუქმებს.

„მსურს, რომ „კლივლენდში“ ამ ნომრით არავინ აღარ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი ამაზე ოცნებობს. ნომრის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ წარმატებული იყავი“, – განუცხადა ლებრონმა „Palm Beach Post“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაირი ირვინგმა კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი შეასრულა

„იუტა ჯაზთან“ შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა 21 ქულის დაგროვება, 10 მოხსნისა და 12 გადაცემის გაკეთება მოახერხა, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

ზემოხსენებული შეხვედრა „კავალიერსმა“ ანგარიშით 99:79 მოიგო.

ცნობისთვის, ირგვინგისთვის ეს კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი აღმოჩნდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ხელფასს მაინც მიიღებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელები ცენტრ ენდრიუ ბაინემს ხელფასს გადაუხდიან, თუმცა, მოთამაშე არც თანაგუნდელებთან ივარჯიშებს და არც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ბოსტონ სელტიკთან“ მატჩის წინ, კლუბმა ბაინემს გაურკვეველი პერიოდით თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში აუკრძალა, რისი მიზეზიც ენდრიუს აგრესიული ქცევა გახდა. კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული მატჩისთვის 26 წლის მოთამაშეს 111 ათასი დოლარი უნდა მიეღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი „კლიპერსში“ გადავა?

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ენდრიუ ბაინემი „კლივლენდ კავალიერსს“ დატოვებს, მასთან კონტრაქტი, შესაძლოა, „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ხელმძღვანელებმა გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსის“ მენეჯერებმა უცნობი პერიოდით 26 წლის მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აუკრძალეს. დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტს შვიდ იანვრამდე გაწყვიტავენ, როდესაც მოთამაშეს ხელფასის სახით 6 მილიონი დოლარი გარანტირებული ექნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კავალიერსმა“ მაიკლ ლი გაუშვა

ცნობილი გახდა, რომ „კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობამ ფორვარდის მაიკლ ლის გაშვება გადაწყვიტა.

აქედან გამომდინარე, ამჟამად კლუბში 19 მოთამაშე ირიცხება.

ცნობისთვის, ლიმ „კავალიერსის“ მაისურით სამი წინასასეზონო მატჩის ჩატარება მოასწრო. საშუალოდ ერთ შეხვედრაში, სათამაშო დროის 4,3 წუთში მისმა მონაგარმა 1,7 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეიტერსი: ”ერთ მშვენიერ დღეს საუკეთესო შემტევი მცველი გავხდები”

”კლივლენდ კავალიერსის” უკანახაზელმა დიონ უეიტერსმა თავის ამბიცურ გეგმებზე ისაუბრა.

”ვფიქრობ, ოდესმე საუკეთესო შემტევი მცველი გავხდები. მიმდინარე წელს საზოგადოებას რაღაც ახალი უნდა შევთავაზო. ბევრს ჩემში ეჭვი ახლაც ეპარება. არც მსურს, რომ ყველამ შემაქოს, უბრალოდ მინდა, რომ პატივს მცემდნენ. ეს ყველაფერია, რისი თქმაც შემიძლია. ახლა კიდევ უფრო დიდი შემართებით ვივარჯიშებ. ვგრძნობ, რომ დასამტკიცებელი კიდევ ბევრი რამ მაქვს. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით იყოთ”, – განუცხადა უეიტერსმა Hoopsworld-ს.

”ჩემი აზრით, შემტევი მცველების შემცვლელი უნდა გავხდე. შემტევ მცველებში კი პირველ რიგში კობი ბრაიანტს, დუენ უიეიდს და სხვა ცნობილ მოთამაშეებს ვგულისხმობ. მათ თავის დროზე სხვა კალათბურთელები შეცვალეს და უდიდესი გზა გაიარეს, რომელიც ნელ-ნელა მთავრდება კიდეც. მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს”, – დაასრულა 21 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი