“ზესტაფონის” ფანები ილია კოკაიას კლუბში დაბრუნებას სთხოვენ. მეცამეტე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც “ზესტაფონმა” ქუთაისის “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ზესაფონელი გულშემატკივრები საგანგებოდ დამზადებული ბანერით მივიდნენ. ფანებს ცენტრალური სტადიონზე ჰქონდათ გამოკრული ბანერი წარწერით – “ბატონო ილია, დაბრუნდით!”
შეგახსენებთ, რომ ილია კოკაიამ ზესტაფონი რამოდენიმე დღის წინ დატოვა, ზვიად სიჭინავასთან კონფლიქტის გამო. მორიგი უთანხმოება თორნიკე გორგიაშვილის ცნობილმა საქმემ გამოიწვია.