6 დეკემბერს, მადრიდის “რეალსა” და “სელტას” შორის გამართულ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდუმ მეტოქის კარის დალაშქვრა მაკრატელათი სცადა.
ჭდე: კრიშტიანო რონალდუ
ვარჯიშზე გატანილი გოლი, რომელმაც კრიშტიანო რონალდუ ძალიან გაახარა (ვიდეო)
პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუმ პენალტი გაიტანა, გატანილი გოლი კი თავის სტილში აღნიშნა.
20 წლის ალვარო მედრანმა რონალდუს ხელი არ ჩამოართვა, კრიშტიანო თანაგუნდელს გაუბრაზდა (ვიდეო)
8 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის “რეალსა” და “რაიო ვალეკანოს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე, კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ იქამდე, სანამ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდოდნენ, კრიშტიანო რონალდუმ “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა მოთამაშეს ალვარო მედრანს ხელი გაუწოდა, ეპიზოდი კი ისე დასრულდა, რომ 20 წლის ნახევარმცველს პორტუგალიელისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.
84-ე წუთზე, ალვარო მედრანი კარლო ანჩელოტიმ თამაშში ჩართო. შეხვედრის ბოლო წუთებზე კრიშტიანო რონალდუმ მედრანს კარგი პასი გაუკეთა, ახალგაზრდამ კი პორტუგალიელს ბურთი აღარ დაუბრუნა, ხოლო მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
რას აკეთებს რონალდუ იმისათვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს?
კრიშტიანო რონალდუს ჟურნალისტმა ყველაზე უცნაური კითხვა დაუსვა (ვიდეო)
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდუს ძალიან უცნაური კითხვა დაუსვეს.
ჟურნალისტმა 29 წლის თავდამსხმელს ჰკითხა, დაიჭრის თუ არა ის ფრჩხილებს, რაზეც რონალდუმ ხუმრობით უპასუხა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ათი ვარსკვლავი სერ ალექს ფერგიუსონის ერაში
“მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია. სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ კლუბში ძალიან დიდი დრო გაატარა და ცხადია, მის გუნდში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია.
Daily Mail-მა ფერგიუსონის ერაში ათი საუკეთესო ვარსვკლავი დაასახელა.
10. ბრაიან რობსონი
9. გარი ნევილი
8. პეტერ შმეიხელი
7. უეინ რუნი
6. დევიდ ბექჰემი
5. როი კინი
4. პოლ სქოულზი
3. კრიშტიანო რონალდუ
2. ერიკ კანტონა
1. რაიან გიგზი
ჟოზე მოურინიო: ”რონალდუსთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს”
ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებთან კრიშტიანუ რონალდუსთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
”რონალდუსთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რასაც ამბობენ სიცრუეა. ის ”რეალში” თამაშობს, მე კი ”ჩელსის” ვწვრთნი. ასე რომ ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა შეუძლებელია.”
”ურთიერთობა არ მაქვს, სამაგიეროდ გამაჩნია მოგონებები. მე მახსენდება კაცი, რომელიც იყო გოლის მანქანა, რომელიც დამეხმარა, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი და მომეგო ესპანეთის თასი და პრიმერა დივიზიონი.”
”კრიშტიანუსთან, მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. მას, კლუბშიც და ნაკრებშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.” – განაცხადა მოურინიომ.
რას შესთავაზებს “მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანო რონალდუს?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორცხული, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ, რომელიც ადრე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, ისევ ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
Mail-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ მანჩესტერულ კლუბში დაბრუნდება, ის ხელფასის სახით კვირაში 300 000 ფუნტს მიიღებს.
Mail-ის საწინააღმდეგოდ, Independent-ი იტყობინება, რომ მალე მადრიდის “რეალი” განცხადებას გაავრცელებს, რომლის საშუალებითაც დადასტურდება, რომ რონალდუ სხვა გუნდში არ გადავა.
პატარა ბიჭუნამ კრიშტიანო რონალდუ გააბრაზა
“რეალის” სავარჯიშო ცენტრისაკენ მიმავალ კრიშტიანო რონალდუს გზად გულშემატკივრები შეხვდნენ.
რონალდუ ტრანსფერებზე: “ჩემი ნება რომ იყოს, სხვაგვარად მოვიქცეოდი”
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ “სამეფო კლუბის” სატრანსფერო პოლიტაკს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ნება რომ იყოს, ის სხვაგვარად მოიქცეოდა.
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, კეილორ ნავასი და ხავიერ ერნანდესი შეიძინა, კლუბიდან კი ჩაბი ალონსო, ანხელ დი მარია და ალვარო მორატა წავიდნენ.
“არ მინდა, ყველაფერი, რასაც ვფიქრობ საჯაროდ ვთქვა. ჩემი ნება რომ იყოს, ალბათ, სხვაგვარად მოვიქცეოდი. ყველაფერი რომ ვთქვა, პრესის მთავარ ფურცლებზე მოვხვდები, მე კი ეს არ მინდა”, – ამბობს რონალდუ.
ცეცხლოვანი კრიშტიანო რონალდუ
ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “ნაიკმა” ახალი რეკლამა გამოუშვა.
კრიშტიანო რონალდუმ დიეგო გოდინს სახეში ხელი ჩაარტყა
ესპანეთის სუპერთასზე, “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის განმეორებით შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდუმ დიეგო გოდინს სახეში ხელი ჩაარტყა.