მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ იაპონურ სატელევიზიო გადაცემაში მიიწვიეს.
ჭდე: კრიშტიანო რონალდუ
დაუჯერებელი ამბავი: 15 წლის ბრაზილიელი, რომელიც რონალდუს ოთახში შეიპარა
იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდუს დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული, მართლაც დაუჯერებელი რამ მოხდა.
ბრაზილიური Globo იტყობინება, რომ 15 წლის ბრაზილიელმა ბიჭმა იაგო ლეალმა პორტუგალიის ნაკრების სასტუმროში პოლიციელების მოტყუება და შემდეგ რონალდუს ოთახში შეღწევა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი “რეალის” ფეხბურთელის ოთახში აივნიდან მოხვდა.
როდესაც რონალდუ თავის ოთახში დაბრუნდა, ბიჭი მის ლოგინზე იწვა. პორტუგალიელმა ბრაზილიელს უთხრა, რომ ამ ამბავს პოლიციელებს არ შეატყობინებდა. უფრო მეტიც, კრიშტიანომ იაგო ლეალი თავისი ოთახიდან ისე გააპარა, რომ ეს ამბავი არავის გაუგია. სწორედ ამ დროს, ბიჭმა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ფოტო გადაუღო.
კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე ფინტები ამერიკელების წინააღმდეგ
23 ივნისს, პორტუგალიისა და ამერიკიის შეერთებული შტატების ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ ბრწყინვალე ფინტები გააკეთა.
კრიშტიანო რონალდუს მუნდიალის მიმდინარეობისას 50 პირადი მცველი იცავს
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე 50 პირადი მცველი იცავს.
ესპანური MARCA-ს ცნობით, ბრაზილიაში, როდესაც რონალდუ პორტუგალიის ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე იქნება, მის გარშემო 15 პოლიციელი უნდა იყოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როცა პორტუგალიის ნაკრები ერთი ადგილიდან მეორე ადგილის მიმართულებით გადაადგილდება, რონალდუს თან ორი ჯავშნიანი მანქანა, ცხრა მოტოციკლისგან შემდგარი ესკორტი, ერთი ვერტმფრენი და ასევე, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები უნდა ახლდეს.
კრიშტიანო რონალდუზე გაგიჟებული გულშემატკივრები
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ნიუ ჯერსიში ჩავიდა, სადაც კრიშტიანო რონალდუს გულშემატკივრები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.
პატიმრობა, სკოლიდან გარიცხვა და კიდევ ხუთი რამ, რაც რონალდუზე უნდა იცოდეთ
პოპულარული ადამიანების ცხოვრების დეტალები ბევრს აინტერესებს. ცხადია, გამონაკლისი არც მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუა. ცოტამ თუ იცის, რომ ის ბავშვობაში სკოლიდან გარიცხეს, 2007 წელს კი დააპატიმრეს.
სახელი რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ
რონალდუს სრული სახელი კრიშტიანო დოს სანტოს ავეიროა. კრიშტიანოს მამამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის საპატივცემულოდ თავისი შვილის სახელს კიდევ “რონალდუ” დაუმატა.
დაბადების დღე
კრიშტიანო რონალდუ 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა. მის გარდა, 5 თებერვალს კარლოს ტევესი, ადნან იანუზაი და ნეიმარი დაიბადნენ.
სკოლიდან გარიცხვა
როდესაც კრიშტიანო სკოლაში სწავლობდა, მასწავლებელმა მაიდერული აქცენტის გამო დაცინა, გაბრაზებულმა რონალდუმ კი მას სკამი ესროლა. საბოლოოდ, რონი სკოლიდან გარიცხეს.
გულის ოპერაცია 15 წლის ასაკში
როდესაც რონალდუ 15 წლის იყო, გულისცემის დარეგულირების მიზნით, მას ოპერაცია გაუკეთეს.
პირველი პორტუგალიელი “მანჩესტერ იუნაიტედში”
2003 წელს, კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ის გახდა პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამ კლუბში ჩაირიცხა.
მას 7-ნომრიანი მაისური არ სურდა
როდესაც ლისაბონის “სპორტინგიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, რონალდუმ 28-ნომრიანი მაისური მოითხოვა, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა მას 7-ნომრიანი მაისური ჩააცვა.
პატიმრობა
2007 წელს, ერთი თვის შემდეგ, რაც რონალდუს მამა გარდაეცვალა, ის ციხეში იმ ბრალდებით ჩასვეს, რომ მან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფრანგი ქალბატონი გააუპატიურა. თუმცა, საბოლოოდ, პორტუგალიელს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.
როგორ შეხვდნენ კრიშტიანო რონალდუს “სანტიაგო ბერნაბეუზე”
24 მაისს, მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მოგება პორტუგალიაში შეძლო. “სამეფო კლუბმა” დიდი გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზეც” აღნიშნა.
როგორ იქცევა “რეალის” ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხალისობს მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ.
კრიშტიანო რონალდუს 250 გოლი მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც კრიშტიანო რონალდუს მიერ, მადრიდის “რეალის” მაისურით გატანილი 250 გოლია აღბეჭდილი.
რონალდუმ “ოსასუნას” შესანიშნავი გოლი გაუტანა
26 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რეალსა” და “ოსასუნას” შორის გამართულ შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდუ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
როგორ იცვლებოდა კრიშტიანო რონალდუს სახე ბოლო 10 წლის განმავლობაში
“ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს” – “ატლეტიკოს” გულშემატკივრები რონალდუს აღიზიანებენ
როგორც იცით, 11 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. “სამეფო კლუბის” მხრიდან, ორივე გოლი (პენალტებით) კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.
ცხადია, “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს საკუთარ მოედანზე წაგება არ უხაროდათ, ამიტომ მათ “რეალის” ლიდერის გაღიზიანება სხვადასხვა ხერხებით ცადეს.
თავდაპირველად, მასპინძელთა ფანებმა რონალდუს თავში სანთებელა მოარტყეს, ამის შემდეგ კი, სტადიონზე ასეთი შეძახილები ისმოდა: “ირინა მეძავია”, “დედაშენს ულვაშები აქვს”, “დედაშენი მეძავია”.
რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ესპანეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში კი, სტადიონზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტები მიმოიხილეს.