სახალისო ვიდეო: ბალოტელი კრისტანტეს წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც „მილანის“ ვარჯიშზე მომხდარი სახალისო მომენტია აღბეჭდილი.

გალიანი: “კრისტანტეს მომავალი “მილანია”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის, ბრაიან კრისტანტეს მომავალი “როსონერის” უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა “სან სიროზე” სადებიუტო შეხვედრა 6 იანვარს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართა. კრისტანტემ კარგად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

“კრისტანტეს მომავალი მხოლოდ “მილანს” უკავშირდება. ბრაიანმა დაამტკიცა, რომ მასზე იმედებს ტყუილად არ ვამყარებდით. ვფიქრობ, ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელი გამოვა”, – ამბობს გალიანი.

კრისტანტე: “ბალოტელიმ მითხრა, რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი”

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბრაიან კრისტანტე აცხადებს, რომ ის “როსონერის” მაისურით პირველი გატანილი გოლით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

18 წლის კრისტანტე “სან სიროზე” პირველ მატჩს ატარებდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მთელი მატჩი კარგად ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

“ჩემთვის, ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან “სან სიროზე” პირველ მატჩს ვატარებდი. თამაშის დაწყების წინ, ბალოტელიმ მითხრა, რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი. “მილანში” მაშინ მოვედი, როდესაც 14 წლის ვიყავი და პირველ გუნდში გადმოსვლამდე ჩემი გზა გამოვიარე”, – ამბობს კრისტანტე.

“მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელის სუპერგოლი “ბარსელონას” კარში

5 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრაში, “როსონერის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ კატალონიელთა კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო.