კროოსი “ბაიერნიდან” წასვლას არ გამორიცხავს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, ტონი კროოსი რამდენიმე წელიწადში გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ის სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ძალებს დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.

“ვერ გეტყვით, რომ “ბაიერნში” კიდევ ათი წელი დავრჩები. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვაც სასიამოვნოა, მაგალითად, მიროსლავ კლოზე სწორედ ასე მოიქცა. ამრიგად, არ გამოვრიცხავ, რომ როდესმე ბუნდესლიგა დავტოვო”, – ამბობს კროოსი.

დიტო ჭიჭინაძე