მას შემდეგ, რაც კატალნიურმა “ბარსელონამ” ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია საშინაო ჩემპიონატში, ესპანურ ლა ლიგაში ინტრიგა კვლავ დაბრუნდა.
სულ რაღაც ერთი თვის წინ, ვინმესთვის რომ გეთქვა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონი მაისში გახდებოდა, დაგცინებდნენ და შენს მოსაზრებას სულელურს უწოდებდნენ.
არსაიდან, ესპანეთში კვლავ დაბრუნდა ინტრიგა, ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რამეთუ მადრიდული გრანდები მშიერი მტაცებლების მსგავსად ელოდებიან “ბარსელონას” ფეხის დაცდენას.
“ვალენსიასთან”, შინ გასამართი მატჩი საუკეთესო შესაძლებლობა იყო კატალონიელთათვის, რათა ყველასათვის დაევიწყებინათ და გადაეფარათ შუა კვირაში მომხდარი კრახი, თუმცა “ვალენსიას” ჭკვიანური თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება სწორედ “ღამურებს” დარჩათ. 1-2.
როგორი მნიშვნელობა აქვს დარჩენილ მატჩებს ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში? გთავაზობთ მოვლენათა შესაძლო განვითარებას, მაშინ როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი …
ამჟამინდელი მდგომარეობა
პოზიცია |
გუნდი |
მატჩი |
გოლების სხვაობა |
ქულა |
1 |
ბარსელონა |
33 |
59 |
76 |
2 |
ატლეტიკო |
33 |
41 |
76 |
3 |
რეალი |
33 |
68 |
75 |
ყველაფერი 20 მარტს, “ვილიარეალთან” გამართულ შეხვედრაში დაიწყო.5976მე-2ატლეტიკო3341კატალონიელები 45 წუთის შემდეგ ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თითქოს 3 ქულა მათი იყო.
თუმცა, ლუის ენრიკეს ბიჭებმა აღნიშნული უპირატესობა წყალს გაატანეს და იგივე შედეგი გაიმეორეს, რაც სახლში დაფიქსირდა.
რასაც მოჰყვა მადრიდელებთან, “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხი, რამაც კატალონიელთა ფსიქიკა სრულიად შეარყია – დასრულდა რა მათი 39-მატჩიანი წაუგებელი სერია.
შემდეგი კი გახლდათ “ანოეტაზე” განცდილი მარცხი, რომელიც მეოთხე იყო მიმდინარე სეზონში (ლა ლიგაში). “რეალ სოსიედადთან” განცდილ მარცხს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და “ვალენსიასთან” მარცხი მოჰყვა.
გვიან თებერვალში, მადრიდელების მიერ “ელ კლასიკოში” მოპოვებულმა გამარჯვებამ “რეალს” ახალი, უწყვეტი ენერგიის წყარო აპოვნინა. “რეალს” ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული. ზიდანის ბიჭებმა ამ 7 მატჩში 27 გოლის გატანა შეძლეს – მაშინ როცა ფრანგი სპეციალისტი “მადრიდისტებს” ჩემპიონთა ლიგის ქამბექით ანებივრებდა.
“ატლეტიკო” კი ამ დროის მანძილზე მაქსიმუმს აკეთებდა, რითიც ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარი მებრძოლი სულია. დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან 7-ის მოგება მოახერხეს და ამასთანავე უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს “ბარსას” წინააღმდეგ – გამოაგდეს რა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან.
დარჩენილი მატჩები
ბარსელონა |
ატლეტიკო |
რეალი |
დეპორტივო (გ) – 13th |
ატლეტიკი(გ) – 5th |
ვილიარეალი(ს) – 4th |
ხიხონი (ს) – 18th |
მალაგა (ს) – 8th |
რაიო ვალენკანო (გ) – 16th |
ბეტისი (გ) – 14th |
რაიო ვალენკანო (ს) – 16th |
რეალ სოსიედადი (გ) – 10th |
ესპანიოლი (ს) – 15th |
ლევანტე (გ) – 19th |
ვალენსია (ს) – 12th |
გრანადა (გ) – 17th |
სელტა (ს) – 6th |
დეპორტივო (გ) – 13th |
სინამდვილეში, თუ “ბარსელონა” ტიტულს წააგებს, ეს მხოლოდ მათი დიდი შეცდომის ბრალი იქნება, რამეთუ ამ სიტუაციაშიც კი, ისინი მთავარი ფავორიტები არიან. ფურცელზე, ყველაფრის მოგება შეიძლება.
გალისიაში, ოთხშაბათს, “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩი, რომელიც მე-13 პოზიციაზე იმყოფება, კატალონიელთათვის ყველაზე რთული მატჩია დარჩენილთა შორის.
“ბარსას” კიდევ ერთი ისეთი მეტოქე ჰყავს, რომელთანაც ფრთხილი თამაშია საჭირო – “ესპანიოლი”, რომელსაც ისინი 8 მაისს დაუპირისპირდებიან, შინ.
უნდა ვაღიაროთ, რომ მადრიდულ გრანდებს გაცილებით უფრო რთული კალენდარი აქვთ.
“ლოს ბლანკოსს” რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, როცა ოთხშაბათს შინ “ვილიარეალს” მიიღებენ, რომელთა ნერვებიც მეტალისგან არის დამზადებული, რასაც მეზობელ “რაიო ვალენკანოსთან” და “ბარსას” კოშმართან, “სოსიედადთან” გასამართი მატჩი მოსდევს. და ბოლოს, სეზონს ისინი “დეპორტივოსთან” მატჩით დაასრულებენ, ძნელი სათქმელია, რამდენად მოტივირებულები იქნებიან ისინი ამ დროისათვის.
მას შემდეგ, რაც სიმეონეს “ატლეტიკო” ურთულესს მატჩს ჩაატარებს ბასკური “ბილბაოს” წინააღმდეგ, მათ “მალაგასთან” მატჩში მოუწევთ მასპინძლის როლის თამაში. ამასთანავე მათ “ბაიერნთან” შეხვედრებზეც უნდა იზრუნონ. მებრძოლ გუნდს ურთულესი კალენდარი აქვს. ბოლო მატჩი, “სელტასთან” ადვილი არ უნდა გამოდგეს, მაგრამ თუ სიმეონეს გამარჯვება დასჭირდება, ამას აუცილებლად მიაღწევს.
ურთიერთშეხვედრების წესი
როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე გუნდს ერთნაირი რაოდენობის ქულები დაუგროვდება, ზემდგომ პოზიციაზე გადავა ის გუნდი, რომელსაც ურთიერთდაპირისპირებებში უპირატესობა აქვს.
“ბარსას” ამ მხრივ უდიდესი უპირატესობა აქვს თავის მეტოქეებთან შედარებით, რომელიც შესაძლოა სეზონის ბოლოს გამოადგეს კიდეც.
თუ “ბარსელონასა” და “რეალს”, ან “ატლეტიკოს” ერთნაირი ქულები დაუგროვდებათ, გამარჯვებული ურთიერთშეხვედრების წესის თანახმად “ბლაუგრანა” გამოვა.
პრემიერ ლიგისაგან განსხვავებით, სადაც ყურადღება გოლების სხვაობას ექცევა, ლა ლიგაში ორ გუნდს შორის გამართულ დაპირისპირებებში ანგარიშის ჯამს ექცევა.
მიუხედავად იმისა, რომ “რეალმა” “ელ კლასიკოს” მოგება მოახერხა (1-2), პირველ მატჩში განცდილი მარცხი უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, რადგანაც კატალონიელებმა 4 გოლი გაიტანეს. 4-2.
“ატლეტიკომ” კი ორივე მატჩი წააგო “ბარსელონასთან”. 4-2. რაც შეეხება “რეალსა” და “ატლეტიკოს”, თუ ისინი ერთნაირ ქულათა რაოდენობას მოაგროვებენ, გამარჯვებული “ატლეტიკო” გამოვა. 1-0 + 1-1 – 2-1.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებენ, გამარჯვება მაინც “ბარსელონას” უნდა დარჩეს. ეს მათთვის ლა ლიგის მე-6 ტიტული იქნება მე-8 სეზონში. მათი კალენდარი საკმაოდ ადვილი ჩანს.
სამაგიეროდ, ორივე მადრიდულ გრანდს შეუძლია სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევით გამოაცოცხლოს. რთული კალენდარი.
ამისდა მიუხედავად, “ბარსა” ძალზედ არეული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემტევი ტრიო მწყობრშია, მათი მოქმედებები მოსაწონად ნამდვილად არ ჩაითვლება – რაც “ვალენსიათანაც” გამოჩნდა.
“ატლეტიკო” ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, სიმეონე კი კვლავ ეცდება ჩვენს გაკვირვებას.
ჩვენს გაკვირვებას შეეცდება ზინედინ ზიდანიც, რომლის მთავარი იარაღიც, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს სახელით ვიცნობთ, სრულ მწყობრშია.
რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი …