„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2014/15 წლები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი პრიმერას საუკეთესო მოთამაშედ აქამდეც აღიარებულა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2014/15 წლები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი პრიმერას საუკეთესო მოთამაშედ აქამდეც აღიარებულა.
ოფიციალურად დადგინდა სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი და დრო.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 (ადგილობრივი დროით 18:15) საათზე დაიწყება.
მეორე წრეში ამავე გუნდებს შორის “ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრა აპრილში უნდა ჩატარდეს.
ესპანური გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტნით, გურამ კაშიათი ლა ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება.
27 წლის მცველს, რომელსაც ჰოლანდიაში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, შესაძლოა, ზაფხულში ჩემპიონატი შეიცვალოს.
ლა ლიგის რამდენიმე საუკეთესო გუნდს დაცვის ხაზის გამყარება სურს, ხოლო ისინი სწორედ გამოცდილი მცველის დამატებას ეცდებიან, რომელიც 4 ივლისს 28-ის გახდება, იტყობინება საიტი.
ესპანური საიტი ასევე წერს, რომ ქართველი მცველი “ვიტესის” უკანა ხაზის ლიდერია და ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესოდ ხუთ სეზონში ორჯერ დასახელდა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
მეკარე: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”);
მცველები: ჟორდი ალბა, დანიელ ალვესი, ჟერარ პიკე (სამივე – “ბარსელონა”), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”);
ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”);
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე (“ბარსელონა”).
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის ბოლო ტურში გამართულ მატჩს იძიებს.
ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail ვარაუდობს, რომ “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” შორის გამართული მატჩი(2:2) კონტრაქტით შედგა. კატალონიურ გრანდს ჩემპიონობა გარანტირებული ჰქონდა და 2:0-ზე, ბოლო ათ წუთში მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება მისცა, რითაც “ეიბარი” სეგუნდა დივიზიონში გადაისროლეს.
ამ ფაქტს საეჭვო ხასიათს “დეპორტივოს” 35 წლის მცველი, ლაპა უმატებს. ის მიდის ხავისთან და ეუბნება, რომ არაა საკმარისი ეს ანგარიში, ორივე გუნდი გათამაშებაში რჩებაო.
მიუხედავად AS-თან ტებასის ინტერვიუსა, სადაც ამბობს, რომ ანაგრიში ბრძოლის ხარჯზე დაფიქსირდა, ძალიან უცნაური სიტუაციაა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქმეს იძიებს.
როგორც „Football Espana“ იტყობინება, ლიგამ პრიმერა დივიზიონის შემდეგი სეზონის გათამაშების დაწყება თხუთმეტი აგვისტოსთვის დაგეგმა. ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება უცნობია.
გარდა ამისა, გასარკვევი სატელევიზიო უფლებების საკითხიცაა. კლუბები პაკეტების გასაყიდად უკვე შემდეგი სეზონისთვის და არა 2016/17 წლების სეზონისთვის არიან მზად.
„მარკას“, „ტელეფონიკისა“ და „მედიაპროს“ ცნობით, კლუბებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრიმერას პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია აღბეჭდილი.
მადრიდის „რეალის“ მეკარემ იკერ კასილიასმა ის ტიტული დაასახელა, რომლის მოგებასაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად ისურვებდა.
„ჩემპიონატში „ბარსელონასგან“ ვართ დამოკიდებულები. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ. თუ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის პირველობას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი. ნახევარფინალში ყოველ გუნდს 25-პროცენტიანი შანსი აქვს.
წინ საინტერესო ნახევარფინალები გველის. გულშემატკივრებს ბუფონისა და პირლოს თამაშის ნახვის საშუალება ექნებათ. ეს ორი ფეხბურთელი „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული იყო“, – განაცხადა იკერმა.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურისა და მიმდინარე უიქენდის ცენტრალური მატჩი “კამპ ნოუზე”, სადაც ყველასთვის ცნობილ ელ კლასიკოში, “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტი, მადრიდის “რეალი” დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
“ბარსელონა” 2-1 “რეალი”
გოლი: მატიე 19; სუარესი ’56 – რონალდუ ’31
დასრულდა პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე, სადაც “ატლეტიკომ” “ხეტაფე” 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფერნანდო ტორესმა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, პირველი გოლი გაიტანა.
“ატლეტიკო მადრიდი” 2:0 “ხეტაფე”
გოლი: ტორესი ‘3, ტიაგუ ’44
ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIII ტური სან-სებასტიანში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალ სოსიედადმა” “ელჩე” მიიღო და კარლოს ველას ჰეთ-თრიკის წყალობით ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
ეს “სოსიედადის” თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად “დეპორტივოსთან” ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.
ამ მოგების წყალობით ბასკურმა გუნდმა აქტივში 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13-ადგილოსან “ეიბარს” გაუთანაბრდა. რაც შეეხება “ელჩეს”, გუნდს 10 ქულით მე-19 პოზიცია უკავია.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ელჩე” 3:0 (2:0)
გოლები: ველა 3′, 31′, 53′.
გაფრთხილებები: ანსოტეგი 5′, კანალესი 14′ — ადრიან გონსალესი 28′, გარი როდრიგესი 62′, ვიქტორ როდრიგესი 76′, სისმა 82′.
”ლა ლიგის” მე-13 ტურში, ”ვალენსია” მესტალიაზე კატალონიის ”ბარსელონას” მიიღებს. ”ვალენსიას” ფეხბურთელმა, ალვარო ნეგრედომ მატჩის წინ განცხადება გააკეთა.
”მე არ მეზიზღება ”ბარსელონა”, მიუხედავად იმისა, რომ ვთამშობდი მადრიდის ”რეალის” რიგებში. მე ვარ თავდამსხმელი და მოედანზე ჩემი საქმე კარგად ვიცი. მსურს, გოლის გატანა, როგორც ”ბარსელონას”, ასევე სხვა მეტოქის კარში. ვგრძნობ, გუნდისგან უდიდეს ნდობას, რომელიც ძალიან მახარებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მიზანებს მომავალში აუცილებლად მივაღწევ,” – განაცხადა ალვარო ნეგრედომ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო ნეგრედო ”ვალენსიაში” არენდის წესით თამაშობს. წელს ფეხბურთელმა ”ვალენსიას” რიგებში 4 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, ჯერ გუნდის შემადგენლობაში გოლი არ აქვს გატანილი.