23 აპრილს, ლიბერტადორესის თასზე “ატლეტიკო მინეირომ” საკუთარ მოედანზე “კოლო კოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი რაფაელ კარიოკამ გაიტანა, რომელმაც ჩილელების კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.
23 აპრილს, ლიბერტადორესის თასზე “ატლეტიკო მინეირომ” საკუთარ მოედანზე “კოლო კოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი რაფაელ კარიოკამ გაიტანა, რომელმაც ჩილელების კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.
22 აპრილს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, “კაშივა რეისოლსა” და “ჯეობუკ მოტორსს” შორის გამართულ მატჩში (3:2), სამხრეთ კორეელმა დონგ-გოკ ლიმ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
19 აპრილს, ისრაელის ჩემპიონატში, თელ ავივის “მაკაბმი” საკუთარ მოედანზე “ბეითარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი დორ მიჩამ გაიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა.
19 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების NASL-ში, “სან ანტონიო სკორპიონსმა” საკუთარ მოედანზე “ინდი ილევენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 89-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, სერხიო პენიამ გასაოცარი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
16 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე დივიზიონში, “საკრამენტოსა” და “ვაითქეფსს” შორის გამართულ მატჩში (2:0) ორივე გოლი როდრიგო ლოპესმა გაიტანა. მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
12 აპრილს, ჩინეთის ჩემპიონატში “გუანგჟოუმ” საკუთარ მოედანზე “ლიაოინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
შეხვედრის 24-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა ჟანგ ლინპენგმა მეტოქის კარში გოლი შორეული დარტყმით გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ლინპენგის შეძენა მილანის “ინტერს” სურს.
12 აპრილს იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.
შეხვდრაში ანგარიში “ატალანტას” თავდამსხმელმა ხერმან დენისმა გახსნა:
11 აპრილს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტაროსა” და “ტიხუანას” შორის გამართულ მატჩში (2:1), რონალდინიოს თანაგუნდელმა ორბელინ პინედამ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
11 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “დალასმა” საკუთარ მოედანზე “კოლორადო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გოლი დილონ სერნამ ძლიერი დარტყმით გაიტანა.
6 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “სან ხოსემ” საკუთარ მოედანზე “რელ სოლთ ლეიქი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე, ხავიერ მორალესმა გაიტანა.
5 აპრილს, თურქეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ქარაბიუქსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა უესლი სნეიდერმა, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.