ბუნდესლიგის ოფიციალურმა არხმა ლამს მადლობა გადაუხადა

Youtube-ში ბუნდესლიგის ოფიციალურმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც მადლობა ფილიპ ლამს გადაუხადეს.

ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა.

30 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა ჩაატარა. ლამმა მონაწილეობა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მიიღო. 2014 წელს, გუნდის კაპიტნის რანგში, ის მუნდიალის გამარჯვებული გახდა.

“ვფიქრობ, დროა სანაკრებო კარიერა დავასრულო. გასულ სეზონში გადავწყვიტე, რომ ბრაზილიაში ჩასატარებელი მუნდიალის შემდეგ ნაკრებს დავტოვებდი. მიხარია, რომ ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ მივდივარ”, – ამბობს ლამი.

შეგახსნებთ, რომ ლამი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, თუმცა “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა.

ლამი: “ახლა იღბალი გვჭირდება”

გერმანიის ნაკრების კაპიტნის, ფილიპ ლამის აზრით, იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრებმა მომდევნო წლებში ლიდერობა არ დაკარგოს, იღბალია საჭირო.

“ბოლო რვა წლის განმავლობაში, გერმანიის ნაკრებმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენ ყველა ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ვიყავით და საბოლოოდ, საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ყოველთვის ვხვდებოდით. დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი გუნდი გვყავს. იმისათვის, რომ მომდევნო წლებში ლიდერობა არ დავკარგოთ, იღბალი გვიჭრდება”, – ამბობს ლამი.

ლამი: “მეტოქეს ვაჯობეთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ბავარიელებმა მადრიდის “რეალზე” უკეთ ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალმა” “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ბენზემას გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“ყველამ ნახა, რომ ჩვენ მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით. თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა და ვფიქრობ, ცოტათი იღბალი დაგვაკლდა. გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე გვქონდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ”, – ამბობს ლამი.

ლამი: “თავს ნახევარდაცვაში ვხედავ”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ის თავის თავს ნახევარდაცვის ხაზში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გერმანიის ნაკრების მოთამაშე დაცვის მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. თუმცა, “ბაიერნში” პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მას ნახევარდაცვაში თამაში ხშირად უწევს.

“ამ ეტაპზე, ჩემ თავს ნახევარდაცვის ხაზში ვხედავ. ვფიქრობ, ძალიან დიდი პლუსია, როცა ფეხბურთელს ორ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამ დროს, ნაკრებში მოხვედრის უფრო მეტი შანსიც გაქვს”, – ამბობს ლამი.

30 წლის ფეხბურთელმა, “შალკესთან” 1 მარტს გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, როცა ჩვენს წინააღმდეგ თამაშობენ, გუნდები ორმაგად იხარჯებიან. ვფიქრობ, ახლაც ასე იქნება. ამრიგად, თამაში ძალიან გაგვიჭირდება.”

დიტო ჭიჭინაძე

ლამი: “ყველანი “არსენალთან” გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ბავარიელთა ყველა მოთამაშე ლონდონის “არსენალთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ “არსენალი” და “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 19 თებერვალს, ლონდონში გაიმართება.

“ამჟამად, ყველანი მხოლოდ “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა გველის, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს”, – ამბობს ლამი.

ლამი: “არსენალთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენლთან” შეხვედრა არ სურდათ.

“ჩვენი შესაძლო მოწინააღმდეგეებიდან, “არსენალი” ყველაზე ძლიერი იყო, ამიტომ გვსურდა, მერვედფინალში “მეთოფეები” არ შეგვხვედროდნენ. ლონდონელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მშვენივრად იმუშავეს და შედეგიც სახეზეა. “არსენალში” თამაშობს მესუთ იოზილი, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმედი მაქვს, წარმატებას ჩვენ მივაღწევთ”, – ამბობს ლამი.

ლამი: “გერმანიის ნაკრებს იტალია უნდა დაემარცხებინა”

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” განაპირა მცველი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებს” იტალიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ქალაქ მილანში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

“შეგვეძლო, თამაში ადვიალდ მოგვეგო. მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, მეტოქეზე ძლიერი გუნდი ჩვენ გვყავდა. გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ”, – თქვა ლამმა.

ჩავიმ ფილიპ ლამზე ისაუბრა

ჩავი ერნანდესმა მიუნჰენის ,,ბაიერნის” კაპიტანზე ფილიპ ლამზე ისაუბრა და განაცხადა რომ, ფეხბურთელის ახალ პოზიციაზე თამაში სავსებით შესაძლებელია.

გასული “უიქენდის” შეხვედრებში ფილიპ ლამმა ნახევრმცველის ფუნქციები მოირგო და მოვალეობებსაც თავი პირნათლად გაართვა.

  • “ლამი შესანიშნავი ადამიანია, ის არა მარტო კარგი ფეხბურთელია,არამედ მას არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებიც გააჩნია. ჩვენი კაპიტანი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც მოედნის ნებისმიერ წეტრილში კარგად თამაში შეუძლიათ” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა “Build”-თან საუბრისას.
  • “ლამს შესწევს ძალა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.”