ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

ლაშა ტალახაძემ, საერთო ჩათვლის გარდა, აკვრასა და ატაცშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ატაცში 182 და 190-კილოგრამიანი წონა დაძლია; აკვრაში კი 415 კილოგრამი მოაგროვა და ევროპის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.