მაიკ ბრაუნი: „ვფიქრობ, „კლივლენდი“ ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებას გეგმავს“

„კლივლენდის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი თვლის, რომ „კავალიერსის“ ხელძღვანელობა ზაფხულს „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებაზე იფიქრებს.

„ვფიქრობ, „კლივლენდი“ ჯეიმსის დაბრუნებას ნამდვილად შეეცდება. იმის გათვალისწინებით, რომ ლებრონი ოგაიოში დაიბადა, „კავალიერსს“ სხვა კლუბებზე („ჰიტის“ გარდა) უფრო მეტი შანსი აქვს.

გადახედავს თუ არა ჯეიმსი დაბრუნების ვარიანტს? ვერ გეტყვით“, – განუცხადა ბრაუნმა cleveland.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსის ბლოკი და „მაიამის“ ლამაზი კონტრშეტევა (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „მაიამი ჰიტისა“ და „ინდიანა პეისერსის“ სერიის მეხუთე მატჩის საუკეთესო ხუთი ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი „პეისერსის“ გამარჯვებით 93:90 დასრულდა, რითაც ინდიანაპოლისელებმა სერიაში ანგარიში 2:3-მდე შეამცირეს და დიდ ფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნეს.

ლებრონ ჯეიმსი „ბრუკლინთან“ მატჩის შესვენებისას ჯეი-ზისა და ბიონსეს გაესაუბრა (ვიდეო)

„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი „ბრუკლინ ნეტსთან“ სერიის მეოთხე მატჩის შესვენებისას დროს ცნობილ მუსიკოსებს ჯეი-ზისა და ბიონსეს გაესაუბრა.

წყვილი მატჩზე დაგვიანებით მივიდა და შეხვედრის საყურებლად ადგილები მხოლოდ მეორე მეოთდხედში დაიკავა. მოგვივანებით მათთან ლებრონიც მივიდა. აღსანიშნავია, რომ ჯეი-ზი „ნეტსის“ გულშემატკვიარი გახლავთ, ამავე დროს, იგი ფლორიდული კლუბის ფორვარდის მეგობარიცაა.

საუბრის შემდგომ სულ მალე ლებრონმა 49 ქულა დააგროვა, რითაც პლეიოფში თავისი შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, ხოლო მისმა გუნდმა ანგარიშით 102:96 მოიგო.

ლებრონ ჯეიმსისა და დემიან ლილარდის დანკები (დღის საუკეთესო ეპიზოდები)

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი პლეიოფის დღის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

პოლ პირსი: „ლებრონ ჯეიმსის შეჩერება შემიძლია“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „მაიამი ჰიტთან“ სერიის მეორე მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცს მისი დაცვაში დაყენება სთხოვა, რამაც გაამართლა და „ჰიტის“ ლიდერმა მესამე შეხვედრის ბოლო სამ მეოთედში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა.

„ახლა თავდასხმაში ასე ხშირად არ ვიტვირთღები, ამიტომაც ლებრონ ჯეიმსის შეჩერებას შევძლებ. როდესაც დრო მოვა, ქულების დაგროვებას შევძლებ“, – განუცხადა პირსმა „The South Florida SunSentinel“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „დურანტმა MVP-ს წოდება დაიმსახურა“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ბოლო ხუთ სეზონში MVP-ს ოთხი წუდება მოიპოვა, კევინ დურანტს მიმდინარე სეზონში ამ პრიზის მოგება მიულოცა.

„დურანტმა ეს წოდება დაიმსახურა, ისევე, როგორც პატივისცემა. იგი ბრწყინვალე სეზონს ატარებს“, – განუცხადა ჯეიმსმა ESPN.com-ს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად „თანდერის“ ფორვარდი ამ პრიზს მიმდინარე კვირას მიიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოლ პირსი: „ლებრონ ჯეიმსი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია“

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა პოლ პირსმა „მაიმი ჰიტთან“ წაგებული სერიის გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ფლორიდელთა წამყვანი მოთამაშის ლებრონ ჯეიმსის თამაში აღნიშნა და იგი მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენია.

„ლებრონ ჯეიმსს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ვთვლი. იგი სერიოზული მოწინააღმდეგეა“, – განუცხადა პირსმა „The Bleacher Report“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის ადგილი NBA-ში არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეიზდენტს დონალდ სტერლინგს, რომელსაც რასიზმში სდებენ ბრალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არაფერი ესაქმება.

„დონალდ სტერლინგის ადგილი აქ არ არის. თუ გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია, ლიგისთვის მსგავსი ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი რასის წარმომადგენელი ხარ – მსგავსი სიტყვები ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩვენი ლიგის კომისიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება უნდა გამოაქვეყნოს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მსგავსი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მთელი მსოფლიოსთვის ჩვენ სამაგალითო სპორტსმენები და პიროვნებები ვართ. მსგავსი სიტყვები შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია“, – განუცხადა ლებრონმა NBA.com-ს.

ლებრონ ჯეიმსმა პლეი-ოფის ბომბარდირთა სიაში ლერი ბერდს აჯობა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ბომბარდირთა სიაში „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარულ ფორვარდ ლერი ბერდს გაუსწრო, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს. ახლა ფლორიდელთა ფორვარდი პლეი-ოფის ყველა დროს ბომბარდირთა შორის თავისი მაჩვენებლით მე-8 ადგილს იკავებს.

„შარლოტ ბობკეტსთან“ შეხვედაში ლებრონმა 27 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც მისმა მაჩვენებელმა 3898 ქულას მიაღწია. რაც შეეხება ბერდს, მისი მაჩვენებელი 3897 ქულას შეადგენდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში „ფილადელფია სიქსერსთან“ არ იქნებიან

მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „მაიამი ჰიტი“ თავისი ლიდერების ლებრონ ჯეიმსისა და კრის ბოშის გარეშე ჩაატარებს, რის შესახებაც ფლორიდელთა ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.

კლუბის სამწვრთნელო შთაბმა ორივე მოთამაშეს პლეი-ოფის დაწყების წინ დასვენების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰიტის“ მეტოქე ან „შარლოტ ბობკეტსი“ ან „ვაშინგტონ უიზარდსი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „MVP-ს წოდებას ყველაზე მეტად დურანტი იმსახურებს“

„მაიამი ჰიტის“ ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ კევინ დურანტი მიმდინარე სეზონში ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულს იმსახურებს.

„ვფიქრობ, კეი დის ძალიან კარგი სეზონი აქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ MVP-ს წოდებას წელს სწორედ იგი მოიპოვებს. მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს სასიხარულო სიახლე იქნება. მიმდინარე სეზონში ამ ტიტულს ყველაზე მეტად იგი იმსახურებს. მისი სტატისტიკა, უბრალოდ, შთამბეჭდავია“, – განუცხადა ჯეიმსმა The Miami Herald-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსის დანკი და სტეფ კარის სროლა – გასული კვირის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

გთავაზობთ გასულ კვირას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული მატჩების ათ საუკეთესო ეპიზოდს.