ლებრონ ჯეიმსი და დერონ უილიამსი – გასული კვირის საუკეთესო ასისტენტები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გასულ კვირას ჩატარებული მატჩების საუკეთესო ასისტების ამსახველ ვიდეოს.

ლებრონ ჯეიმსი: „ვაშინგტონთან“ მატჩში ერთმანეთს არასწორი მაგალითი ვუჩვენეთ“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ვაშინგტონ უიზარდასთან“ (78:91) წაგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ხსენებულ მატჩში მისი პარტნიორები არასწორად მოქმედებდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჯეიმსმა რამდენიმე ჯერ დაცვაში ჩასვლა იუარა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი, უკანახაზელის დიონ უეიტერსის თამაშის მიმართ თავისი უკმაყოფილება ვერ დამალა.

„მე არ მომეწონა კონტაქტის ის საშუალება, რომლითაც თანაგუნდლებმა პარასკევს ითამაშებს. ეს არც ისე კარგი ნიშანია იმ გუნდისთვის, რომელიც პროგრესირებაც ცდილიბს. ამ კომპონენტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მე ყოველთვის ვცდილობ, თანაგუნდელებს სწორი მაგალითი ვუჩვენო“, – განუცხადა ლებრონმა „Akron Beacon Journal“-ს.

ტიმ დანკანი: „არც კი მეგონა, რომ ლებრონი „კლივლენდში“ დაბრუნდებოდა“

„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა „კლივლენდ კავალიერსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„არც კი მეგონა, რომ ლებრონ ჯეიმსის „კავალიერსში“ დაბრუნების ვარიანტი არსებობდა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იგი სახლში დაბრუნდა და ცდილობს საჩემპიონო გუნდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანოს.

კლივლენდში ძალიან ნიჭიერი გუნდი შეიკრიბა. არიან „ოლ სტარის“ დონის მოთამაშეები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. თუმცა, ვიმედოვნებ, ისინი უახლოეს მომავალში ვერ შეთამაშდებიან“, – განუცხადა ტიმმა „სან-ანტონიო ექსპერს ნიუსს“.

ლებრონ ჯეიმსი: „სათამაშო დროის შემცირებაზე თანახმა ვიქნები“

„კლივლენდ კავალეირსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში თავისი სათამაშო დროის შემცირებაზე უარს არ იტყოდა.

მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩის შემდეგ, მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, ჯეიმსი მესამე ადგილს იკავებს (39,1 წუთი).

„სათამაშო დროის შემცირება? მე წინააღმდეგი არ ვარ. ვფიქრობ, ამით სათადარიგოთა სკამზე მსხდომ ბიჭებს მეტი შანსი მიეცემათ. კაირი ირვინგთან და კევინ ლავთან ერთად ჩვენს შედეგებს ვუყურებთ, შევდივართ იმ ხუთეულში, რომელიც ამ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტ დროს ატარებს.

მთლიანი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში ასე თამაშს არც მე ვისურვებდი. სათქმელია, რომ სათამაშო დროის მკვეთრად შემცირება ადვილი არაა, როდესაც შეთამაშებასა და რითმის პოვნას ვცდილობთ. ახლა, თითქმის, ამისთვის სათანადო დრო არ არის, მაგრამ სიტუაციას სწორად უნდა მივუდგეთ. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, – იციტირებს ლებრონს ESPN-ი.

ლებრონ ჯეიმსმა ჰელოუინზე განსაკუთრებული კოსტუმი მოირგო

ლებროლნ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე თავისი ფოტოსურათი განათავსა, რომელზეც მან ერთ-ერთი ამერიკული სარეკლამო რგოლის „Progressive Insurance“-ს მონაწილის კოსტუმი მოირგო.

ამ კოსტიუმით „კლივლენდის“ ლიდერმა განვლილი ჰელოუინი აღნიშნა. საკუთარ თავს ლებრონმა „ფლობრონი“ უწოდა.

LeBron

ქალაქ კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის ახალი ბანერი გამოჩნდა

კლივლენდში „ნიუ-იორკ ნიქსთან“ „კავალიერსის“ სეზონის პირველი მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსის გამოსახულებით დიდი ბანერი დამონტაჟდა.

წინა ბილბორდი იმავე ადგილს 2010 წლამდე ლებრონის „მაიამი ჰიტში“ გადასვლამდე ამშვენებდა.

ცნობისთვის, „ნიქსთან“ სასტარტო მატჩი „კლივლენდმა“ ანგარიშით 90:95 წააგო.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩიკაგო“ ჩემს გუნდზე უფრო ძლიერია“

„ჩიკაგო ბულზთან“ წინასასეზონო მატჩის წინ „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მეტოქე მის გუდნზე უფრო ძლიერია.

„ამჟამად „ჩიკაგო ბულზი“ ჩვენზე ბევრად ძლიერია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შეთამაშებაა. ამ გუნდში მოთამაშე კალათბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. ჩვენ კი, კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს“, – ციტირებს ლებრონს ESPN.com-ი.

ლებრონ ჯეიმსი: „82 მატჩი ძალიან ბევრია“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თვლის, რომ მოთამაშეებზე ზეწოლის შესამცირებლად სეზონში გუნდები ნაკლებ მატჩს უნდა ატარებდნენ.

„საქმე არა წუთებშია, არამედ მატჩების რაოდენობაშია. წუთები ბევრ რამეს არ ცვლიან. თუ საჭირო იქნება, 50 წუთიც ვითამაშებთ.

კალათბურთელთა უმრავლესობის აზრით, სეზონში ძალიან ბევრი თამაში გვიწევს. 82 მართლაც ძალიან ბევრია.

მესმის, რომ მატჩების შემცირებით, ფინანსური შემოსავალიც შემცირდება. მაგრამ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი კალათბურთელთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. ლიგის განვითარებისთვის ყველა ჯანმრთელი უნდა იყოს“, – განაცხადა ლებრონმა.

ლებროინ ჯეიმსი ერთ წამით „მაიამიში“ „დაბრუნდა“

„კლივლენდის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა რეი-დე-ჟანეიროში „მაიამისთან“ წინასასეზონო მატჩის დროს ერთი წამით დაივიწყა, რომ იგი „ჰიტის“ მოთამაშე აღარ არის და ნორის კოულს მეტოქის გაჩერებაში დაეხმარა.

ლებრონ ჯეიმსის ბრენდი სპორტსმენებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „Forbes“-ის ძვირადღირებული სპორტსმენების ბრენდების რეიტინგში გოლფისტ ტაიგერ ვუდსს გადაუსწრო და პირველ პოზიციაზე დამკვიდრდა.

ჟურნალი 2014 წელს ლებრონის ბრენდის საფასურს სარეკლამო და სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე აფასებს. ჯამში ჯეიმსის ბრენდის ფასმა 37 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.

საინტერესოა, რომ ხსენებული რეიტინგის მერვე ადგილზე „ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი იმყოფება, რომლის ბრენდიც 2013 წელთან შედარებით 4 მილიონით გაიაფდა და ამჟამად 15 მილიონს შეადგენს.

ლუოლ დენგი: „აქ ლებრონის შესაცვლელად არ გადავსულვარ“

ფორვარდმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ ზაფხულს „მაიამიში“ ლებრონ ჯეიმსის შესაცვლელად არ გადასულა.

„არასდროს მითქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსის შეცვლა მსურს. ეს თავშიც კი არ მომსვლია. მე კლუბი იმ პრინციპით ავირჩე, რომ იგი ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის კარგი იქნებოდა. ახლა აქ ვარ და შევეცდები, კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო. ვიმეორებ, არავის შეცვლაზე არ ვცდილობ“, – განუცხადა დენგმა „The Sun-Sentinel“-ს.

ლებრონ ჯეიმსმა ახალი თანაგუნდელები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა (ვიდეო)

„კლივლენდის„ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ჯო ჰარისსა და ალექს კირკს გაეხუმრა. პირველ ოქტობერს, ვარჯიშის წინ, ჯეიმსმა ახალ თანაგუნდელებს მოედანზე გასვლა და გულშემატკივრების თანდასწრებით სირბილი სთხოვა, ხოლო თვითონ სხვა მოთამაშეებთან ერთად გასახდელში დარჩა.