ლებრონ ჯეიმსს ზურგი აწუხებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, სამწვრთნელო ბანაკის წინ მას ზურგის ტკივილი აწუხებს.

ამავდროულად, ლებრონი ვარჯიშს აგრძელებს და თანაგუნდელებთან ერთად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონისთვის სრულყოფილად ემზადება.

ლებრონ ჯეიმს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშოს თუ არა 2016 წლის ოლიმპიადაზე

„კლივლენდის“ ფორვარდს ლებრონ ჯეიმს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშოს თუ არა 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე.

„ამ კითხვისგან ჯერ ძალიან შორს ვარ. აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით არც კი მიფიქრია. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ მიმიღია“,- განაცხადა NBA-ს ოთხგზის MVP-მ.

ლებრონ ჯეიმსი 67 დღის განმავლობაში დიეტას იცავდა

გამოცემა „The Oregonian“-სმა „კლივლენდის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის დიეტის დეტალები აღწერა. 29 წლის კალათბურთელი 67 დღის განმავლობაში ნახშირების დიეტას იცავდა და თავის მენიუში მხოლოდ ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული დატოვა.

თავად მოთამაშე ამჟამად რამდენიმე კილოგრამით მომატებაზე ფიქრობს, რათა დიეტის შედეგმა მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე გავლენა არ იქონიოს.

ლებრონი ჯეიმსის ახალი ფეხსაცმლის მოდელი ორას დოლარად გაიყიდება

„კლივლენდის“ ვარკსვლავმა ლებრონ ჯეიმსმა თავისი ახალი სათამაშო ფეხსაცმელი წარადგინა.

LeBron 12 გაყიდვაში სულ მალე იქნება. როგორც ცნობილია, მისი ფასი 200 დოლარს შეადგენს.

LeBron 12

2010 წელს ბრაიანტმა ლებრონს ჩემპიონობის დავიწყება ურჩია

2010 წელს კობი ბრაიანტმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად მეხუთე საჩემპიონო ტიტული მოიგო, როდესაც მისმა გუნდმა ფინალში „ბოსტონ სელტიკსი“ დაამარხა. იმ სეზონში ფინალში გასასვლელად ბოსტონელებს „კლივლენდ კავალიერსის“ დამარცხება მოუწიათ, რომლის შემადგენლობაშიც ლებრონ ჯეიმსი გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ „შავმა მამბამ“ ლებრონს საინტერესო წერილით მიმართა: „გააგრძელე შენი გზა, თუ MVP-ს მორიგი ტიტულის მოგება გსურს. იპოვე ქალაქი, რომელშიც თავს კარგად იგრძნობ. თუმცა ჩემპიონატს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ამის შესახებ არც ინერვიულო“.

გამოვიდა ლებრონ ჯეიმსის ტელესერიალის პირველი თრეილერი

ამერიკულმა ტელეარხმა „Starz“-მა სერიალ „Survivor’s Remorse“-ს პირველი თრეილერი გამოუშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსია.

„Survivor’s Remorse“ ფილადელფიელი ამომავალი კალათბურთის ვარსკვლავის კემ კოლოუზის ცხოვრებას მოგვითხრობს. სერიალში მთავარ როლს ჯესი აშერი, რონრიკო ლი და ტეიონ პერისი ასრულებენ. თვითონ ლებრონ ჯეიმსის სერიალის ეპიზოდებში გამოჩემა ჯერჯერობით არ იგეგმება.

პირველი ექვსსერიანი სეზონი ოთხ ოქტომბერს დაიწყება.

ლებრონ ჯეიმსი: „კლივლენდიდან“ მეორედ წასვლას არ ვაპირებ“

„კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებულმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ კლუბის მეორედ დატოვებას არ გეგმავს.

„არსად წასვლას აღარ ვაპირებ. ამის ძალა მეტი აღარ მაქვს“, – განაცხადა ლებრონმა.

გარდა ამისა, ჯეიმსი „კლივლენდში“ კევინ ლავის შესაძლო გადასვლასაც შეეხო:

„კევინს ყოველთვის ვუებნებოდი, რომ მასთან ერთად ოლიმპიური თამაშის ოქროს მედალს მოვიგებდი. მაშინ ნაკრებში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. გუნდში მას მოუთმენლად ველი. იმედია, ტრეიდი შედგება. იგი საჭირო მოთამაშეა“, – აღნიშნა ლებრონმა.

რეი ალენის მომავალი კვლავ უცნობია

თავისუფალ აგენტ რეი ალენს მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 39 წლის ვეტერანს „კლივლენდ კავალიერსთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, რის შესახებაც „USA Today“-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი მოთამაშის წარმომადგენელთა სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გამოცდილ უკანახაზელს „კავალიერსში“ თამაშის სურვილი ჰქონდა, რადგან მის რიგებში ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბოლო ორი სეზონი რეიმ „მაიამი ჰიტში“ ლებრონის გვერდით ჩაატარა.

ლებრონ ჯეიმსმა მეზობლებს მოუბოდიშა და ნამცხვარი გაუგზავნა

ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აკრონში მეზობლებს თავისი გულშემატკივრების ქცევის გამო მოუბოდიშა და ამის ნიშნად ნამცხვარი გაუგზავნა, რომელსაც წერილიც დაურთო.

მოგეხსენებათ, ლებრონის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ მის სახლთან ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.

„ძვირფასო მეგობრებო. ვიცით, რომ ბოლო კვირა ჩვენი რაიონისთვის რთული აღმოჩნდა. ამ ქაოსისითვის, მსურს, ბოდიში მოგიხადოთ. მიხარია, რომ ოჯახთან ერთად ასეთი კარგი მეზობლების გვერდით ცხოვრება მომიწევს“, – ნათქვამია ლებრონის მიერ გაგზავნილ წერილში.

223
224

ლებრონის ბიზნესპარტნიორი: „ლებრონმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო“

ლებრონ ჯეიმსის ბიზნესპარტნიორის მავერიკ კარტერის თქმით, კალათბურთელმა „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„ლებრონმა ის გააკეთა, რაც მის გულს სურდა. მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა არავის მოგვიხდენია. თუ იგი აზრს გვეკითხება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვეუბნებით.

სხვათაშორის, ლებრონი უკვე 29 წლისაა. მას საკმარისი ფული აქვს, ჰყავს ცოლი, ორი შვილი და მალე მესამეს დაბადებასაც ელოდება. მას გადაწყვეტილების მიღება თვითონაც შეუძლია. ვინმეს ჩარევის საჭიროება არც კი არსებობს“, – განუცხადა კარტერმა ESPN-ს.

ლებრონ ჯეიმსმა ვაჟთა ტურნირზე შვილს უქომაგა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ლეკსინგტონში მიმდინარე ბავშვთა ტურნირზე 9 წლის შვილს ლებრონ ჯეიმს-უმცროსს უქომაგა.

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ს ყველაზე ცნობილ სპორტსმენად პირველად დასახელდა

„Harris Poll“-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებული ლებრინ ჯეიმსი პირველად აშშ-ს ყველაზე ცნობილი სპორტსმენი გახდა.

ჯეიმსმა, რომლის საუკეთესო შედეგიც აქამდე მეორე ადგილი იყო, ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. მესამე ადგილს ამ მაჩვენებლით ბეისბოლის მოთამაშე დერეკ ჯიტერი იკავებს, ხოლო მეოთხე საფეხურზე ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშე პეიტონ მენინგია. აღსანიშნავია, რომ მეხუთე ადგილს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი და „ნასკარის“ პილოტი დეილ ერნხარდტ-უმცროსი იყოფენ.

სათქმელია ისიც, რომ „მაიამი ჰიტში“ გადასვლის შემდეგ 2011 წელს ლებრონ ჯეიმსმა პოპულარული სპორტსმენების ათეულში ადგილი დაკარგა.