ლებრონის დაბრუნების წყალობით „კლივლენდი“ წელიწადში დამატებით 500 მილიონს მიიღებს

ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნება ოჰაიოს შტატის კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

როგორც „Bloomberg“-ი წერს, სუპერვარსკვლავის „კავალიერსის“ რიგებში დაბრუნება კლუბის ბიუჯეტს ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარით შეავსებს.

ასეთ მაღალ შემოსავალს „კლივლენდი“ ძირითადად მატჩებზე გაყიდული ბილეთებიდან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯეისმა „კავალიერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორ დაიჭირეს მუნდიალის ფინალურ მატჩში მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი

კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იჭერენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში, გერმანიასა და არგენტინას შორის გამართულ შეხვედრაში მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს.

ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი წერს, რომ ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსთან“ ორწლიანი 42,1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარდა ამისა, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლთ გახანგრძლივების საშუალება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან სატელევიზიო არხებთან ახალი ხელშეკრულება ამოქმედდება, რომელიც ხელფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ლებრონ ჯეიმსი მაიკ მილერს „კლივლენდში“ იწვევს

ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თავისუფალ აგენტ მაიკ მილერს დაუკავშირდა, რათა იგი „კლივლენდ კავალიერსში“ გადასვლაში დაარწმუნოს, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლებრონი „კავალიერსში“ ბრუნდება.

აქამდე მილერი „დენვერ ნაგეტსში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ჯეიმსის წინადადების შემდეგ კოლორადოელებთან მოლაპარაკება დროებით შეწყვიტა, რათა კარიერის გაგრძელების ახალ ვარიანტს გადახედოს.

ჯეიმსმა და მილერმა „მაიამიში“ ერთად 3 სეზონის განმავლობაში ითამაშეს და ამ პერიოდში დამეგობრებაც მოასწრეს. 34 წლის მცველი „ჰიტში“ თამაშისას ხშირად ტრავმებს იღებდა, რის გამოც ფლორიდელებმა იგი ამნისტიის წესით გაუშვეს.

განვლილი სეზონი მილერმა „მემფის გრიზლისში“ ჩაატარა და რეგულარული ჩემპიონატის ყველა 82 მატჩში ითამაშა. მისმა საშუალო მონაგარმა კი, 7,1 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ვეტერანის 3-ქულიანი სროლების სიზუსტის მაჩვენებელმა 46% შეადგინა.

ლებრონ ჯეიმსის ათი საუკეთესო ეპიზოდი „კლივლენდის“ მაისურით

„მაიამი ჰიტში“ ოთხი წლის განმავლობაში ყონის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი მშობლიურ „კლივლენდში“ ბრუნდება. ახალ სეზონში მის პირველ მატჩს გულშემატკივრები კიდევ დიდი ხანი დაელოდებიან, მანამდე კი, გავიხსენოთ მისი „კავალიერსში“ თამაშის პერიოდი.

სნუპ დოგი: „ლებრონი? კობი ბრაიანტი „ლეიკერსიდან“ არასდროს წასულა“

ცნობილი რეპერი სნუპ დოგი ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, მუსიკოსი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ გულშემატკივრობს და სწორედ ამიტომ, მაგალითად მან კობი ბრიანტი მოიყვანა, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობს. სნუპ დოგმა „ინსტაგრამზე“ კობის სურათი ატვირთა, რომელზეც შემდეგი ტექსტი წერია: „მე „ლეიკერსი“ არასდროს დამიტოვებია“

Bryant24 I NEVER LEFT LA LAKERS

ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდში“ ბრუნდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ თავისუფალმა აგენტმა ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნება დაადასტურა.

„ოგაიო ჩემთვის კალათბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ოთხი წლის წინ მე ეს არ მესმოდა. სამაგიეროდ, ახლა ყველაფერს მივხვდი“, – განუცხადა ფორვარდმა „Sports Illustrated“-ს.

ცნობისთვის, ლებრონმა „კავალიერსში“ შვიდი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც „მაიმი ჰიტში“ გადაბარგდა, რომელთან ერთადაც ოთხ წელიწადში ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ლებრონის წასვლის შემთხვევაში, ბოში „ჰიუსტონში“ გადავა

ESPN.com-ის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ წასვლის შემთხვევაში, კრის ბოში „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი გახდება.

ბოშს ჯეიმსთან თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს, თუმცა ამავე დროს იგი „როკეტსის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც მას 4-წლიან კონტრაქტსა და 88 მილიონ დოლარს სთავაზობს. რაც შეეხება ჯეიმსს, როგორც ცნობილია, იგი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან მის დაბრუნებას „კლივლენდ კავალიერსიც“ ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ „ჰიუსტონის“ მდგომარეობა ოთხშაბათს გაუარესდა, როდესაც ჩენდლერ პარსონსმა „დალას მავერიკსთან“ 3-წლიანი 45-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ „როკეტსი“ „მავერიკსის“ წინადადებას გაიმეორებს, რაზეც მხოლოდ 3 დღე აქვს, კლუბს ბოშის დამატების შანსი აღარ ექნება.

გარდა ამისა, ადგილის გათავისულებისთვის და კრისისთვის ხელფასის გადახდისთვის „ჰიუსტონს“ ომერ აშიკისა და ჯერემი ლინის გაშვება მოუწევს.

ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდის“ პოტენციალს აფასებს

ლებრონ ჯეიმსის აგენტმა რიჩ პოლმა „კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობას უამბო, რომ მისი კლიენტი კლუბის მუშაობას დადებითად აფასებს და მისი აზრით, ოგაიოს შტატის წარმომადგენელს შემდგომ გაძლიერების კარგი შანსი აქვს.

პირველ ივლისს ლებრონი თავისუფალი აგენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ „კავალიერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის MVP-ს დაბრუნებას ცდილობს, რომელიც კლუბში 2003 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა.

„ლეიკერსი“ ლებრონ ჯეიმსის აგენტს შეხვდა

„Turner Sports“-ს თუ დავუჯერებთ, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელები ლებრონ ჯეიმსის აგენტს რიჩ პოლს შეხვდნენ. ამის შესახებ ცნობილი წყარო სიტუაციასთან დაახლოებული ანონიმური პირის სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ამრიგად, კალიორნიული კლუბი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე მეხუთეა, რომელმაც მიმდინარე ზაფხულს ლებრონის შეძენის სურვილი გამოთქვა. აქამდე კალათბურთელის აგენტი „ფინიქს სანსის“, „კლივლენდ კავალიერსის“, „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „დალას მავერიკსის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მაისური, რომლითაც ლებრონმა ფინალური სერიის პირველ მატჩში ითამაშა, 50 ათას დოლარად გაიყიდა

ESPN.com-ის ცნობით, მაისური, რომლითაც „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალური სერიის პირველი მატჩის დასაწყისში ითამაშა, აუქციონზე 50 ათას დოლარად გაიყიდა.

აღნიშნულ შეხვედრაში „სპურსის“ არენაზე ჰაერის კონდიცირების სისტემა არ მუშაობდა, რის გამოც დიდი შესვენების დროს კალათბურთელებმა მაისურები გამოიცვალეს.

აღსანიშნავია, რომ მყიდველმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლებრონის მაისურის გარდა, ასევე ტიმ დანკანის (20 770 დოლარი), კავაი ლენარდის (14 020), ტონი პარკერის (11 020), დუეინ უეიდის (10 770), რეი ალენის (5 770), კრის ბოშის (5 770), შეინ ბატიესა (2 820) და კრის ანდერსენის (1 851) მაისურებიც შეიძინა.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი ლებრონ ჯეიმსის მონაწილეობით

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის მონაწილეობით 2013/14 წლების სეზონში ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.