წარმოგიდგენთ 15-წუთიან ვიდეოს, რომელიც დაწვრილებით ხსნის, თუ რატომ უნდა იბრძოლონ მიმდინარე ზაფხულს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბებმა ლებრონ ჯემისის შესაძენად, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა.
ჭდე: ლებრონ ჯეიმსი
ლებრონს ჩელიაბინსკის „დინამოშიც“ ელიან
რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ამ ქალაქში მცხოვრებმა კალათბურთის მოყვარულებმა ვებსაიტ change.org-ზე ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობას „მაიამი ჰიტის“ ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის დამატების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ცნობისთვის, აპრილში ჩელიაბინსკის საკალათბურთო კლუბი „დინამო“ აღორძინდა. აქამდე ქალაქის გუნდი სახელად „დინამო-ტეპლოსტროი“ რუსეთის სუპერლიგა ბ-ში გამოდიოდა და ფინანსური პრობლემების გამო 2010 წელს არსებობა შეწყვიტა.
ახალ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი მოთამაშეთა აღზრდაა, რათა მათ მომავალში „დინამო“ რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარადგინონ.
აღსანიშნავია, რომ ხელმომწერებმა თავის პეტიციაში შემდეგი რამ დაწერეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მოთამაშის ყოფნა ბავშთა, სტუდენტური, სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების საწინდარი იქნება“.
გეტყვით იმასაც, რომ ლებრონ ჯეიმსის შეძენის სურვილი ფრანგულმა „დიჟონმა“ გამოთქვა, რომელმაც ცნობილ კალათბურთელს წინადადებითაც კი მიმართა.
ფრანგულმა „დიჟონმა“ ლებრონ ჯეიმსს წინადადებით მიმართა
„ლეიკერსი“ ლებრონისა და მელოს შეძენას გეგმავს?
ESPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ორი ვარსკვლავის დამატების სანაცვლოდ მეშვიდე დრაფტ-პიკსა და სტივ ნეშის კონტრაქტზე უარი თქვას.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ეს გამოუვა, შესაძლოა, მის რიგებში ერთდროულად კარმელო ენტონი და ლებრონ ჯეიმსი გადავიდნენ და სეზონში ხელფასის სახით 16 მილიონი დოლარი მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „ნიქსისა“ და „ჰიტის“ ლიდერებმა თავიანთ კლუბებთან კონტრაქტების გაგრძელება იუარეს – ორივე მათგანი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
ლებრონ ჯეიმსი თავისუფალი აგენტი გახდება
აშშ-ს პრესას თუ დავუჯერებთ ლებრონ ჯეიმსის წარმომადგენელმა რილ პოლმა „მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობას დაუდასტურა, რომ მისი კლიენტი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს.
აქედან გამომდინარე, პირველი ივლისდან 29 წლის ლებრონი „ჰიტს“ დატოვებს და სრულყოფილი თავისუფალი აგენტი იქნება. ამის უფლება კი მას ფლორიდელებთან არსებული კონტრაქტის მიხედვით აქვს.
ცნობილმა ანალიტიკოსმა ენრიუ ვოინაროვსკიმ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და ისიც თქვა, რომ ლებრონი ამ ნაბიჯით კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლბოის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
განცვლილ სეზონში ლებრონმა „მაიამის“ მაისურით 77 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა 27,1 ქულა, 6,9 მოხსნა და 6,4 გადაცემა შეადგინა.
ლებრონ ჯეიმსის მეუღლემ „ინსტაგრამზე“ საინტერესო სურათი გამოაქვეყნა
ლებრონ ჯეიმსის მეუღემ სავანამ თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე საინტერესო სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი და ლებრონის მშობლიური ქალაქის აკრონის სახელწოდება წერია.
„სახლი ტკბილი სახლი“ – გამოქვეყნებულ სურათს სავანამ ეს კომენტარი დაურთო.
ბევრმა გულშემატკივარმა ეს ფაქტი ლებრონის „კლივლენდ კავალიერსში“ შესაძლო დაბრუნებად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულს ჯეიმსს „მაიამი ჰიტთან“ არსებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეუძლია.
ლებრონი: „სპურსმა“ გუნდური თამაში აჩვენა“
„მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „სან-ანტონიო სპურსთან“ წაგებული ფინალური სერიის შესახებ ისაუბრა.
„ის, რაც მე გავაკეთე, მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც გუნდი, „სპურსი“ ჩვენზე უკეთესი აღოჩნდა. ტეხასელებმა გუნდური კალათბურთი აჩვენეს. ყოველი მოთამაშე ერთმანეთს ეხმარებოდა. თითოეუილი კალატბურტელი მხოლოდ გუნდზე უნდა ფიქრობდეს, „სან-ანტონიომ“ კი ამის კარგი მაგალითი გვიცჩენა“, – განუცხადა ჯეიმსმა „USA Today“-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი
ჯეიმსი: „მეხუთე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ“
ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ სურს, „მაიამი ჰიტი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი გუნდი გახდეს, რომელიც ფინალურ სერიაში ანგარიშით 1:3 დამარცხების შემდეგ „ქამბექის“ გაკეთებას შეძლებს.
„რატომაც არა? ოდესმე ეს უდნა მოხდეს. რა თქმა უნდა, ბოლო ორი საჩემპიონო ტიტული მოტივაციას გვმატებს. დღევანდელი დღით უნდა ვცხოვრობდეთ. არ შემიძლია იმის შეცვლა, რაც უკვე მოხდა, მაგრამ შემიძლია მომავალზე მოვახდინო ზეგავლენა.
ჩვენ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ. ეს ყველაფერია, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ. არ ღირს ფიქრი მეშვიდე ან რომელიე სხვა თამაშზე, რადგან თუ წავაგებთ, სეზონი დასრულდება“, – განუცხადა ლებრონმა „იაჰუ სპროტსს“.
შეგახსენებთ, რომ „სან-ანტონიო სპურსისა“ და „მაიამი ჰიტის“ ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს, თბილისის ღამის ოთხ საათზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლებრონის 35 ქულამ „მაიამის“ ფინალური სერიის მეორე მატჩი მოაგებინა
დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩი, რომელიც „მაიამი ჰიტმა“ ანგარიშით 96:98 მოიგო.
საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში და ზოგადად მატჩში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 35 ქულა მიითვალა. რაც შეეხება „სან-ანტონიო სპურსს“, მის რიგებში საუკეთესო ტონი პარკერი იყო – მისმა მონაგარმა 21 ქულა შეადგინა.
აღნიშნული მოგებით ერიკ სპოელსტრას გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
„სან-ანტონიო“ – „მაიამი“ 96:98 (26:19, 17:24, 35:34, 18:21)
„სპურსი“: პარკერი (21 ქ. 7 პ.), დანკანი (18 ქ. 15 მ.), გრინი (9 ქ.), ლენარდი (9 ქ.), სპლიტერი (2 ქ.) – სტარტი; ჯინობილი (19 ქ.), მილსი (8 ქ.), დიო (7 ქ. 10 მ.), ბელინელი (3 ქ.), ბონერი (0 ქ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (35 ქ. 10 მ.), ბოში (18 ქ.), უეიდი (14 ქ. 7 მ. 5 დ.), ლუისი (14 ქ.), ჩალმერსი (5 ქ.) – სტარტი; ალენი (9 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 9 მ.), კოული (0 ქ.), ჯონსი (0 ქ.)
ანგარიში სერიაში: 1:1
სერიის მესამე მატჩი 11 ივნისს მაიამიში გაიმართება.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლებრონ ჯეიმსი „სან-ანტონიოსთან“ მეორე მატჩში თამაშს იმედოვნებს
„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩამდე გამოჯანმრთელდება, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.
ჯეიმსმა „სპურსთან“ პირველი მატჩი კუნთების პრობლემების გამო ვერ დაასრულა. მთელი მატჩის განმავლობაში არენაზე კონდიციონერის სისტემა არ მუშაობდა, რის გამოც, სავარაუდოდ, ლებრონმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
შემდგომ ფლორიდელთა ფორვარდს სამედიცინო შტაბმა საჭირო მედიკამენტები მისცა. ლებრონი სარეაბილიტაციო პროგრამას მეორე შეხვედრის წინ განაახლებს, რომელიც კვირას შედგება.
აქვე გეტყვით, რომ პარასკევს „AT&T Center“-ში კონდიციონერის სისტემა სრულიად აღადგინეს.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლებრონ ჯეიმსი: „არ ვეთანხმები იმას, რომ შარშან გაგვიმართლა“
გულშემატკივართა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გასულ სეზონში „მაიამი ჰიტს“ ძალიან გაუმართლა, როდესაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო. აღნიშნულ მოსაზრებას ფლორიდელთა ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი არ ეთანხმება.
„სერია შვიდი მატჩისგან შედგება. ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა მეტოქე სერიას 0:3-ს იგებდა, ჩვენ კი, ზედიზედ ოთხი თამაში მოვიგეთ. თუ სერიის მატჩების სტატისტიკურ მაჩვენებლებს დაათვალიერებთ, მაშინ თანაფარდობას აღმოაჩენთ“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN.com-ი.
ალექსანდრე მატევოსოვი
ლებრონ ჯეიმსი: „ტიმ დანკანის სიტყვები არ მადარდებს“
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი „სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრის ტიმ დანკანის სიტყვებს გამოეხმაურა. ცნობისთვის, 38 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში გასული წელს წაგებული ფინალური სერიისთვის რევანშის აღებას აპირებს.
„მათ ძალიან არ ვუყვარვართ. ეს ტიმის სიტყვებშიც იგრძნობა. მათ სურთ დაგვამარცხონ და ტიტული მოიგონ. ამ დაპირისპირებისთვის მზად ვიქნებით.
დანკანის სიტყვები არ მადარდებს. გუნდები მოედანზე გავლენ და ითამაშებენ. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. არავის არ გვეშინია. გვსურს, იგივე გავაკეთოთ, რისი გაკეთება მათაც სურთ“, – განუცხადა ჯეიმსმა ESPN.com-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი