Fanebi.Com გთავაზობთ ქვიზს, სადაც თქვენი მიზანია კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ დასმულ კითხვებს სწორი პასუხები გასცეთ.
ჭდე: ლიონელ მესი
მესიმ „ფეიქსბუზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ დაწერა
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლეობული ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. თავისი „ფეისქბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არგენტინელმა დაწერა, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრას მოულოდნელად ელის.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 48 საათი დარჩა. მას მოუთმენლად ველი“, – დაწერა მესიმ.
“მანჩესტერმა” ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი დაიმატა
“პსვ ეინდჰოვენის” 21 წლის შემტევის ყველაზე კარგი პლიუსი ისაა, რომ საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებს.
თუ თქვენ გადაჰხედავთ ევროპის 6 საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი ჯარიმების რაოდენობას, ნახავთ, რომ მემფის დეპაი 7 გოლით ლიდერობს.
მეორე და მესამე ადგილს ბუნდესლიგის წარმომადგენლები, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ზლატკო იუნუზოვიჩი იკავებენ, რომლებსაც ხუთ-ხუთი გოლი აქვთ.
რაც შეეხებათ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ჰოლანდიელი მათაც საგრძნობლად უსწრებს.
რაკიტიჩი: „გაგვიმართლა, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს“
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მიუნხენის „ბაიერნთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ვიცით, რომ „ბაიერნი“ ძალიან ძლიერი გუნდია. პირველ მატჩში მარცხის შემდეგ მიუნხენელები წარმატებას აქამდე აღწევდნენ. ასე რომ, მათ მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
დღეს გოლის გატანის შესაძლებლობას ვეძებდით. შეტევაში ჩინებული მოთამაშეები გვყავს. მესის მსგავსი ფეხბურთელი პლანეტაზე არ არსებობს. მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენს რიგებში თამაშობს. მისი თამაშითა და გოლებთ ძალიან კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა ხორვატმა.
ტიაგო სილვამ თავისი ოცნების გუნდში რონალდუ და მესი არ შეიყვანა
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის რჩეულთა შორის მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არ აღმოჩნდნენ.
სილვას ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ლიორისი
მცველები: დაბო, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი
ნახევარმცველები: მატუიდი, პოგბა, დი მარია, რიბერი
თავდამსხმელები: ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი
ლიონელ მესიმ დრიბლინგის შემდეგ რონალდინიოს მსგავსად გაიღიმა (ვიდეო)
28 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის გამართულ მატჩში (6:0) ლიონელ მესიმ რამდენიმე მეტოქე მარტივად მოატყუა.
მარტინო: „მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესი უფრო გუნდური მოთამაშე გახდა“
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს აზრით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის შემდეგ ლიონელ მესი უფრო გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
„ახლა ჩვენ უკეთეს და უფრო გუნდურ მესის ვხედავთ. ამაში დიდი წვლილი ბოლო მუნდიალმაც შეიტანა. ლეო მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ დონეზე ვერ ბრწყინავდა, თუმცა გუნდის თამაშში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემთვის ეს პოზიტიური მოვლენაა, რადგან ინდივიდუალური მონაცემებით მესი ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა“, – ციტირებს მარტინოს AS-ი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულ პლანეტის პირველობაზე არგენტინელებმა მეორე ადგილი დაიკავეს – ფინალურ მატჩში სამხრეთ ამერიკელები გერმანიასთანდამატებით დროში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
მესის, სუარესისა და ნეიმარის ყველა გოლი მიმდინარე სეზონში (ვიდეო)
ფერგიუსონი: “რონალდუ ჰეთთრიკებს ნებისმიერ გუნდში გაიტანდა, მესი – არა მგონია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე ლიონელ მესი ერთმანეთთან შეადარა. შოტლანდიელის თქმით, მისი თავკაცობის პირობებში არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი, როგორიც – რონალდუს.
“იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში რონალდუმ დიდი პროგრესი განიცადა. ის ჩვენთან 17 წლის ასაკში მოვიდა, გამხდარი იყო. მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სიმულაციისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა როდესაც ვარჯიშებზე თანაგუნდელებმა მისი დახმარება დაიწყეს, რონალდუ საოცარი მოთამაშე გახდა. დიდი ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი და მუდმივი პროგრესი უმთავრესია.
ხალხი ბევრს კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ბევრი სრულიად სამართლიანად ასახელებს მესის. ძნელია, ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. რონალდუ “მილუოლში, “ქუინს პარკ რეინჯერსში”, “დონკასტერსა” და ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა, გაიტანდა ჰეთთრიკებს. არა მგონია, მესის იგივე შეეძლოს.
რონალდუ ორივე ფეხით თამაშობს, სწრაფია, გამბედავია, დიდებულად მოქმედებს მეორე სართულზე. ჩემი აზრით, მესი მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ”, – განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ს ეთერში.
10 საუკეთესო ათნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი
Fanebi.Com გთავაზობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც ათნომრიანი მაისურით თამაშობენ.
10. იულიან დრაქსლერი
9. არდა თურანი
8. ფრანჩესკო ტოტი
7. კარლოს ტევესი
6. ხამეს როდრიგესი
5. უეინ რუნი
4. ედენ აზარი
3. არიენ რობენი
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
1. ლიონელ მესი
მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში მე-400 გოლი გაიტანა
„ვალენსიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის 32-ე ტურის მოგებულ მატჩში „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ მოირიგი გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის „ბარსას“ მაისურით მე-400 აღმოჩნდა.
აქედან 278 გოლი ლეომ ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა. 75-ჯერ არგენტინელმა მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში აიღო, ესპანეთის თასზე კი ათჯერ გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ თავი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე (4 გოლი) და უეფას სუპერთასზეც (1 გოლი) გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ პირველ გუნდში მესი 2004 წლიდან თამაშობს.
პელე: „მესისა და რონალდუს შედარება არ შეიძლება, თუმცა გუნდისთვის მაინც ლიონელს ავირჩევდი“
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეადარა.
„ამ ორს შორის საუკეთესოს არჩევას როდესაც მთხოვენ, ყოეველთვის ვამბობ, რომ მათი შედარება არ შეიძლება. კრიშტიანუ დიდებული მოთამაშე და უფრო გამოკვეთილი თავდამსხმელია. ლიონელი კი ის ფეხბურთელია, რომელიც არამხოლოდ მეტოქის კარს უტევს, არამედ თანაგუნდელებსაც ეხმარება. ორივე მათგანი ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუმცა ერთ-ერთის არჩევისას, მაინც მესის ვამჯობინებდი“, – განაცხადა პელემ.
მესი: „გასულ სეზონში პრობლემები მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა“
„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია.
„მიმდინარე სეზონი ჩემთვის გასულის მსგავსად არ დაწყებულა. მაშინ მოედნის გარეთ არსებული პრობლემების გამო მიჭირდა. წელს ყველაფერი სხვაგვარად წავიდა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ ტრავმები წარსულშია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდი“, – განაცხადა არგენტინელმა.