მესი: „წინ კიდევ გრძელი გზა გველის“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ალმერიასთან“ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში მცირე პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ „ალმერია“ დავამარცხეთ, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზა გველის. ყოველი შეხვედრის მოგება უნდა გავაგრძელოთ“, – დაწერა არგენტინელმა.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ლიონელ მესიმ მსაჯს შეაგინა? (ვიდეო)

5 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სელტასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში, კატალონიელთა თავდამსხმელი ლიონელ მესი შეხვედრის მთავარ არბიტრს გაუბრაზდა.

ჯონ ტერი: „რონალდუსთან და მესისთან აზარი ერთ დონეზეა“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ „სტოკ სიტისთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო.

„აზარი ჩინებული იყო, წელს ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია.

ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს რაღაც განსაკუთრებული სჭირდება, საკუთარ თავზე თამაშს სწორედ აზარი იღებს.

მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ედენი ერთ დონეზეა. მას შეუძლია, რომ კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს“, – განაცხადა „არისტოკრატების“ კაპიტანმა.

მესიმ ნაკრების ვარჯიში ტრავმის გამო გააცდინა

არგენტინის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ლიონელ მესიმ ეროვნული გუნდის უკანასკნელი ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო.

მესის მარჯვენა ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მან მადრიდის “რეალთან” მოგებულ შეხვედრაში მიიღო. არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება ბარსელონაში გაიარა, სადაც დადგინდა, რომ სერიოზული არაფერია. თუმცა, როგორც გაირკვა ტრავმას, შესაძლოა, გართულება მოჰყვეს.

29 მარტს აშშ-ში სალვადორთან გასამართ ამხანაგურ მატჩში ლიონელ მესის თამაში საეჭვოა.

ჰარტი: „აგუერო მესის მირჩევნია“

„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ჯო ჰარტმა თანაგუნდელ სერხიო აგუეროს შესაძლებლობები შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ლიონელ მესისაც კი ურჩევნია.

„საუკეთესო ფორვარდი, რომელიც ოდესმე მინახავს? მიმდინარე სეზონში ნანახის გათვალისწინებით, ეს აგუეროა. მასთან ყოველდღე ვმუშაობ, მან გოლების გატანის საუკეთესო ხერხები იცის. მას ხუთი მცველის მოტყუება ადვილად შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მესი ფენომენალური ფეხბურთელია, მას მაინც აგუერო მირჩევნია“, – ციტირებს ჰარტს Goal.com-ი.

როგორ უძვრენს მესი ფეხებს შორის ბურთს მეტოქეებს (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უძვრენს ლიონელ მესი ფეხებს შორის ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს.

პიკე: „მესი „ბარსელონაში“ ბედნიერია“

„ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე თვლის, რომ ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში ბედნიერია.

„მესის წასვლა? არასდროს თქვა არასდროს, თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენ. მან ქალაქისადმი და კლუბისადმი სიყვარული არაერთხელ გამოავლინა.

სეზონის მიმდნარეობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მომატების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. რაც მთავარია, სეზონის გადამწყვეტ ნაწილს აკრგ ფორმაში შევხვდეთ“, – განაცხადა პიკემ.

მესი ტრავმას გადაურჩა

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მისვლისთანავე, ლეო მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა დაზიანება არ აღმოაჩნდა.

მადრიდის “რეალთან” მატჩში(2:1), ლეო მესი ერთ-ერთი შეჯახებისას დაშავდა. ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ, არგენტინელი ნაკრებში ტკივილებით გაემგზავრა, თუმცა შემდეგ დაზიანების საშიშროება თანდათან გაქრა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლეო მესის ტრავმის საშიშროება არაა და იგი დაზიანებას გადაურჩა.

მატიე: „მესი პსჟ-ში? ეს შეუძლებელია“

„ბარსელონას“ ფრანგი მცველი ჟერემი მატიე ევროპულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ლიონელ მესი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდეს.

„მესი პსჟ-ში? ეს შეუძლიაბელია. „ბარსელონას“ გარდა, ლიონელს სხვა კლუბის მაისურით ვერც კი წარმოვიდგენ“, – განაცხადა მატიემ.

მესის წარმატების საიდუმლო – უარის თქმა პიცაზე

ესპანელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც ლეო მესიმ 2015 წელი ბრწყინვალედ დაიწყო.

მხოლოდ ზარმაცი ადამიანი ვერ შეამჩნევდა, რომ არგენტინელმა მცირე ჩავარდნა აღმოფხვრა და მიმდინარე წელს თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება. ლეომ მოაწყო შოუები და დაჩრდილა “ოქროს ბურთის” მფლობელი.

ბევრს დააინტერესა, თუ როგორ მოახერხა 27 წლის ფეხბურთელმა ჩავარდნის შემდეგ გენიალურ ფორმაში ჩადგომა. ყველაფერი ძალიან მარტივია.

ფაქტია, რომ გასულ სეზონში ხშირი დაზიანებების გამო, მესიმ წონაში საგრძნობლად მოიმატა. იმ დროს, პიცა არგენტინელის მთავარი საჭმელი გახლდათ.

messi

ფიზიოთერაპევტმა მესის იტალიურ საჭმელებთან გამომშვიდობება ურჩია, იმ მიზნით, რომ იგი სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩამდგარიყო. ამის შემდეგ, მესიმ 3.5 კილოგრამი დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 11 მატჩში მესიმ 17 გოლი და ბევრი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩავი: “მესი მხოლოდ საკუთარ თავს ებრძვის”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავიმ თანაგუნდელ ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ჩემთვის მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ამ დონეს მან 22 წლის ასაკიდან მიაღია. ლეო მხოლოდ საკუთა თავს ებრძვის, რადგან მას მოწინააღმდეგეები უბრალოდ არ ჰყავს. ის, რომ ჩვენი მისი თამაშების და ვარჯიშების ხილვის საშუალება გვაქვს, ჩვენთვის პრივილეგიაა” – განაცხადა კატალონიელთა ნახევარმცველმა.

 

ლიონელ მესიმ “მანჩესტერ სიტის” საჯარიმოში უცნაური რამ გააკეთა (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:0) კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.