კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მეტოქეობა კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლება – არგენტინელმა რონალდოს რეკორდი მოხსნა და ახლა სწორედ მას ყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა.
ინფორმაციას ამის შესახებ ალესანდრო პროტო ავრცელებს, რომლის ორგანიზაციამაც (Proto) 1957 წელს გამოშვებული ფერარი (1957 Ferrari 335 S Spider Scaglietti) პარიზში, დაახლოებით 32 მილიონ ევროდ გაყიდა.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია მანქანის მყიდველის შესახებ უცნობია, ამ საქმეში მონაწილეობას თავად მესიც უარყოფს, თუმცა იტალიური ფირმა სულ სხვა აზრზეა.