მესი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2014/15 წლები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი პრიმერას საუკეთესო მოთამაშედ აქამდეც აღიარებულა.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ფიფა-მ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის „ბარსელონას“ ლიდერები ლიონელ მესი და ნეიმარი არიან. ასევე, „ოქროს ბურთისთვის“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 11 იანვარს, ციურიხში შედგება.

მესიმ კარიერაში მე-600 მატჩი ჩაატარა

„ბარსელონას“ თავდამსხმელსითვის ლიონელ მესისთვის „რეალ სოსიედეადთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის მატჩი საიუბილეო, მე-600 გამოდგა.

ცნობისთვის, ხსენებული შეხვედრა „ბარსამ“ ანგარიშით 4:0 მოიგო. სათქმელია, რომ 90-ე წუთზე ბოლო გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა.

ჯამში, სანაკრებო და საკლუბო დოენზე, ლეოს მონაგარი 470 გოლს შეადგენს.

ოლივერ კანი: „ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ რონალდუ მოიგებს“

ლეგენდარული გერმანელი მეკარის ოლივერ კანის აზრით, 2015 წლის „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს.

„ცალსახაა, რომ მესისა და რონალდუს შორის ახალი დუელი გველის. ლიონელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, კრიშტიანუმ კი კვლავ ბევრი გოლი გაიტანა. ვფიქრობ, რონალდუ გაიმარჯვებს, რომელიც თვითონაც ამბობს, რომ საუკეთესოა“, – ციტირებს კანს „მარკა“.

მესიმ „რომას“ ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ტრავმის შემდგომ მეოდანზე დაბრუნების შემდეგ ლიონელ მესიმ პირველი გოლი გაიტანა. „რომასთან“ მიმდინარე შეხვედრაში არგენტინელმა თავისი გუნდის ლამაზი შეტევა გოლით დააგვირგვინა.

მესიმ განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩინებული „კლასიკო“ მოვიგეთ. კარგია, რომ მოედანზე დავბრუნდი. წინ ბევრი თამაში გველის, მაგრამ მოგებისთვის ყოველ მატჩში ვიბრძოლებთ“, – დაწერა მესიმ თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე.

ლაპორტა: „ნეიმარი და რონალდუ ერთი დონის ფეხბურთელები არიან“

„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის თემაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ის კრიშტიანუ რონალდუს მომავალსაც შეეხო.

„რონალდუ იმ ასაკშია, როდესაც ყველა ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო. ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში „რეალშია“ და სატრანსფერო ბაზარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ კრიშტიანუმ ახალი გამოწმევევა უნდა იპოვოს. კლუბის შესაცვლელად ეს კარგი ასაკია.

მეორე მესის შემდეგ? რა თქმა უნდა, ლეო საუკეთესოა, მის შემდეგ კი ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის ნეიმარიც არის. რონალდუსთან ერთად ბრაზილიელი ერთი დონის ფეხბურთელია“, – განაცხადა ლაპორტამ.

რონალდუ: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შანსებზე ისუაბრა. მისი თქმით, წლევანდელ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს.

“ამ ტიტულის მფლობელის ვინაობა გამოკითხვის შედეგად ვლინდება და გამარჯვებული მესი იქნება. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

ინდივიდუალური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე.

მე და მესი ამ ტიტულს უკვე მერვე წელია ვინაწილებთ. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ მოვიგებ “ოქროს ბურთს”. მინდა, რომ კიდევ ვითამაშო ექვსი-შვიდი წელი და ვფიქრობ, გუნდური ტიტულების მოგება კვლავ შემიძლია. გუნდური ტიტულების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოებს ვერ მოიგებ”, – რონალდუს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

მესიმ ბურთთან ვარჯიში დაიწყო და „რეალთან“ თამაშს იმედოვნებს

„ბარსელოანას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ძალებს არ იშურებს, რათა მადრიდის „რეალთან“ ესპანეთს პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში ითამაშოს. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლოს ბურთთანაც ივარჯიშა.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ იმედოვნებს, რომ არგენტინელი კლუბისთვის პრინციპულ მატჩში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, მესი თავის გუნდს ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა, რადგან გამოჯანმრთელებას ვერ მაოსწრებდა, თუმცა, ბოლო სიახლეებით, როგორც ჩანს, მას თამაშის შანსი გაუჩნდა. ლიონელმა ტრავმა „ლას-პალმასთან“ პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩში მიიღო.

ლაპორტა: „ნეიმართან შედარებით მესი „ბარსელონას“ არასდროს დატოვებს“

„ბარსლეონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლიონელ მესისა და ნეიმარის სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მესი „ბარსას“ არასდროს დატოვებს. ის, თითქოს, ჩვენი სიმბოლოსა და გულის ნაწილია. ლიონელის თაობაზე თავის დროზე არაერთი წინადადება მიმიღია. ასე, „ინტერი“ ძალიან დიდ თანხას გვთავაზობდა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი.

რაც შეეხება ნეიმარს, აქ სხვა სიტუაციაა. კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად საუკეთესო არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ბიუჯეტის გასაუმჯობესებლად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა იქნებოდა. თანაც, ნეიმარის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ“, – განაცხადა ლაპორტამ.

„იბრაჰიმოვიჩი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ცნობილი საფეხბურთ აგენტი მინო რაიოლა თვლის, რომ მისი ერთ-ერთ კლიენტი, პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია.

„ჩემთვის ზლატანი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ფეხბურთელად რჩება. მისი დამატება ყველა კლუბს სურს.

ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავი კლუბისგან საინტერესო წინადადება მაქვს. იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს სჯობს“, – ციტირებს რაიოლას Goal.com-ი.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელებუყლი ცნობით, იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, სათამაშოდ აშშ-ში გადავიდეს.

ნეიმარი „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ფავორიტს მესის თვლის

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი თვლის, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი პრაქტიკულად „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

„მესი ფავორიტია. წელს „ოქროს ბურთი“მისთვის უკლვე გამზადებულია, ის მსოფლიოს მსაუკეთესო ფეხბურთელია. ლეომ ფეხბურთში თავისი მიღწევით ეს წარმატება დაიმსახურა.

იმედია, მესის გვერდით თამაშით მეც გავიზრდები. ის ჩემი იდეალია. შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს „ოქროს ბურთი“ მეც მოვიგო. რა თქმა უნდა, საუკეთესოთა სამეულში მოხვედრა მსურს, ეს ჩინებული იქნებოდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.