ესპანეთის პროკურატურამ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის გადასახადების გადაუხდელობის ბრალდება მოუხსნა.
“მარკას” ცნობით, ბრალი საკუთარ თავზე ლეოს მამამ, ხორხე ორასიო მესიმ აიღო, რომელსაც 18 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მესისა და მამამისს 2007-დან 2009 წლამდე პერიოდში 4,1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვის ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.