მესიმ რონალდუს ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით გაუთანაბრდა

„დინამო არენაზე“ „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.

აქედან გამომდინარე, ევროტურნირებზე მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობე ოთხმოცს გაუთანაბრდა. ამ მაჩვენებლით მესი მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გაუთაბარდა. ასათქმელია, რომ ევროტურნირებზე პორტუგალიელის ანგარიშზე 122 მატჩია, ხოლო არგენტინელის – 103 შეხვედრა.

 

მესიმ თბილისური სუპერთასის პირველ ტაიმში ორი ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

„დინამო არენაზე“ „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩის პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ მეტოქეს ორი ულამაზესი ჯარიმა გაუტანა. არგენტინელმა მეკარე ბეტოს კარი მე-7 და მე-16 წუთებზე აიღო.

პირველი გოლი:

მეორე გოლი:

რაკიტიჩმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

თბილისში „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩის წინ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელი ლიონელ მესი, რომელიც „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლოელია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.

„მესი? ყველამ ვიცით, თუ ვინ არის ის. ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა“, – განაცხადა ხორვატიის ნაკრების წევრმა.

ლიონელ მესის 50 საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის კარიერის ორმოცდაათი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

„ლივერპულში“ ჯერარდის შეცვლა მესისაც არ შეუძლია“

„ლივერპულის“ ახალწვეული ჯეიმს მილნერი თვლის, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასული სტივენ ჯერარდის შეცვლა მერსესაიდულ კლუბში ლიონელ მესისაც ვერ გამოუვიდოდა.

„დედამიწაზე არ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ჯერარდის შეცვლას მოახერხებდა. მისი დაკარგვა გუნდური თამაშით უნდა ავანაზღაუროთ. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. ყველამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს.

იქედან გამომდიანრე, თუ რა გააკეთა ბოლო წლებში „ლივერპულისთვის“ სტივმა, მას მესიც კი ვერ შეცვლიდა. როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, გუნდის განვითარებაში მან დიდი წვლილი შეიტანა. ჯერარდის წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა“, – განაცხადა მილნერმა.

სუარესმა მესის კრიტიკის შესახებ ისაუბრა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაგუნდელ ლიონელ მესის მიმართ კრიტიკის შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, მესის „კოპა ამერიკას“ ფინალური მატჩის შემდეგ აკრიტიკებენ, რომელშიც მისი ნაკრები ჩილესთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მესი იმაში დაადანაშაულეს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ აჩვენა.

„მესის მიმართ კრიტიკა გაუგებარია. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გაკრიტიკება არ შეიძლება. ის ფინალში დამარცხდა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეს დიდი დარტყმაა. ის ადამიანია და ადვილი პერიოდი არ უდგას. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად ამ ტურნირის მოგება სწორედ ლეოს სურდა“, – განაცხადა სუარესმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი არგენტინის ნაკრებში თამაშის დასრულებზე დაფიქრდა.

„იბრაჰიმოვიჩი მესიზე უკეთესი იქნებოდა“

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესი შეადარა.

„პრეზიდენტ ბერლუსკონისთან და ვიცე-პრეზიდენტ გალიანისთან  საკმაოდ ახლოს ვმეგობრობ, იმისთვის, რომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ობიექტურად შევაფასო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული მოთამაშეა. თუ ფეხბურთი სპორტის ინდივიდუალური სახეობა იქნებოდა, მაშინ ზლატანი ლეოს აჯობებდა. რა თქმა უნდა, ეს ნიჭია, მაგრამ ამავდროულად ასეთი უნარი ცუდიცაა, რადგან იბრაჰიმოვიჩს გუნდურ თამაშში უჭირს“, – განუცხადა საკიმ „რადიო 2“-ს.

მესიმ საიუბილეო მატჩი ჩაატარა

როგორც მოგახსენეთ, არგენტინის ნაკრები „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში იამაიკას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი მატჩის მე-11 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა.

ეს შეხვედრა არგენტინელთა ლიდერისთვის ლიონელ მესისთვის საიუბილეო გამოდგა – „ბარსას“ მოთამაშემ თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

ცნობისთვის, ლეოს სანაკრებო დებიუტი 2005 წლის აგვისტოში, უნგრეთთან ამხანაგურ მატჩი შედგა, რომლის 64-ე წუთზე მან ლისანდრო ლოპესი შეცვალა, მოედანზე შემოსვლის შემდეგ 45 წამში კი გოლის გატანა შეძლო.

ლიონელ მესის 10 საუკეთესო გოლი 2014-15 წლების სეზონში (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის მიერ 2014-15 წლების სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვესმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როგორც ამბობენ, ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. ერთ მომენტში ეჭვი შემეპატარა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ აქ უნდა დავრჩე.

გულმა მიკარნახა, რომ არ უნდა წავიდე და ჩემი პარტნიორების დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. ასეთი მეგობრული თანაგუნდელები ჯერ არ შემხვედრია. ჩვენ ძალიან მჭირდო კავშირი გვაქვს. ჩემს გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.

ლიონელ მესიმ მითხრა: „დანი, აქ უნდა დარჩე. უკეთესად თავს სად იგრძნობ?“

სეზონის დასაწყისში ლუის ენრიკე იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის იყო, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. მაშინ მან მითხრა, რომ სეზონის ბოლოს გამარჯვებას ერთად აღვნიშნავდით. ეს სიტყვები კარგად დამამხსოვრდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

21 წლის მესი 27 წლის მესის წინააღმდეგ

“ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა 6 წლიანი ინტერვალით ორი ერთნაირი გოლი გაიტანა. 2009 წელს მესიმ “ბილბაოს” კარი დალაშქრა, ხოლო 2015-ში არგენტინელის სოლო რეიდისა და ეფექტური პარაშუტის შემდეგ ბურთი “ბაიერნის” კარში აღმოჩნდა.