ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ რონალდუს შედეგიანობა “ბარსელონას” ლიდერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.
“როცა მესი ხედავს, რომ რონალდუ მასზე მეტ გოლს იტანს, ეს არგენტინელის ფსიქოლოგიურ განწყობილებაზე მოქმედებს. ლეოს ფლანგზე ათამაშებენ და ასე მას არ შეუიძლია სტატისტიკის გამოსწორება. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. თუ მასსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობაა, მესის შეუძლია გუნდის თავკაცის სამუშაოს გაუმჯობესება. თუ ლეო ამ სათამაშო პოზიციაზე შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს, შესაძლოა, ამან მთლიანი “ბარსელონა” დაასუსტოს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com-ი.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს 25 გოლი აქვს გატანილი, მესის აქტივში კი 11 გატანილი ბურთია.