“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერის ბოლომდე კატალონიურ გუნდში აპირებს თამაშს.
“ყოველთვის ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, რომ კარიერას სახლში, “ბარსელონაში” დავასრულებ.
გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოვიგეთ. იმავეს გაკეთებას ვგეგმავთ ამ სეზონშიც”, – ციტირებს მესის სიტყვებს “ლეკიპი”.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს არგენტინელმა ფეხბურთელმა “ოქროს ბურთი” მეხუთედ მოიგო.