მასკერანო: “აგუეროს და მესის ერთმანეთთან შედარება არამართებულია”

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო თვლის, რომ “მანცესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ლიონელ მესისთან შედარება არამართებულია.

“სერხიოც და ლეოც დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელები არიან. აგუეროს გოლების გატანა კარგად გამოსდის, თუმცა მესისთან მისი შედარება არამართებულია, რადგან ლეო საუკეთესოა. მისი დონის მოთამაშე არ მოიძებნება.

რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის” თავკაცს, მანუელ პელეგრინი დიდებული მწვრთნელია, მას დიდ გუნდებში უმუშავია. პელეგრინი მშვიდი სპეციალისტია, რომელსაც ფეხბურთელები იოლად უგებენ”, – მასკერანოს სიტყვები A Bola-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქე სწორედ “მანჩესტერ სიტია”. წყვილის პირველი მატჩი “ეტიჰადზე”, 24 თებერვალს გაიმართება.

 

მესი: “სიტის” მიზანი “ბარსელონას” ბარიერის დაძლევაა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” შეხვდება. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“გასული სეზონის მსგავსად, წელსაც “მანჩესტერ სიტის” ვხვდებით, რომელიც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ძალიან მძიმე დაპირისპირება იქნება. ინგლისელებს ჩვენი ბარიერის დაძლევა და მეოთხედფინალში თამაში სურთ. მათ ამ სტადიაზე დიდი ხანია არ უთამაშიათ. თანაბარი თამაში იქნება. ყველაფერს მცირე შეცდომები გადაწყვეტს. მეტოქე ძლიერია და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა”, – განუცხადა მესიმ “მუნდოს”.

წყვილის პირველი მატჩი “ეტიჰადზე”, 24 თებერვალს გაიმართება.

 

ლიონელ მესი: „ჩემი იმიჯის შეცვლა მსურს“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ გასულ სეზონში იგი სათანადო დონეზე ვერ თამაშობდა. კატალონიელებს, რომელთათვისაც მესის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შარშან ღირებული ტიტულები ვერ მოუგიათ. გარდა ამისა, ტიტულის მოგება ვერც არგენტინის ნაკრებმა შეძლო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან დამარცხდა.

„მიმდინარე სეზონში ყველაფერის თავიდან დაწყება ვცადე. ვიცოდი, რომ გასული სეზონს, რომლის დროსაც პრობლეები მქონდა, აქტივში ვერ ჩავწერდი. შარშანდელი ფეხბურთელის იმიჯის შეცვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მსურდა ის მოთამაშე გავხმდარიყავი, რომელიც წინა სეზონებში ვიყავი“, – ციტირებს მესის „Mundo Leo“.

მესიმ ფიგუს რეკორდი მოხსნა

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

კატალონიური გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემების რაოდენობით ლუიშ ფიგუს რეკორდი დაამხო.

პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:0) მესიმ ლა ლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა, 31-ე ესპანური ჰეთთრიკი გაიფორმა, რითაც ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა და 106-ე შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ფიგუს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 105 საგოლე პასი ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში მესამე ადგილი “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის უკავია, რომელსაც 92 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.

 

ნახატი, რომელზეც მესი არის გამოსახული, 428 000 ევროდ გაიყიდა (ფოტო)

ცნობილი იაპონელი მხატვრის ტაკაში მურაკამის ნახატი, რომელზედაც “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი არის გამოსახული, “სოთბის” აუქციონზე 428  ათას ევროდ გაიყიდა.

ნახატის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ – ბანგლადეშში, ინდონეზიასა და ნეპალში ბავშვთა განათლებას.

Messi

მესიმ გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გერდ მიულერის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა.

არგენტინელი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ მეშვიდე სეზონია, ჩემპიონატში 23 გოლზე ნაკლებს არ იტანს. სწორედ ასეთი შედეგი ჰქონდა მიულერს 1971/72-დან 1977/78 წლების სეზონამდე.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ლეო მესიმ კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.

 

მესი: “სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ მუნდიალის ფინალში დავმარცხდით”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინანებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მარცხს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში მარიო გიოტცემ დამატებით დროში გაიტანა გოლი და ასე გახდა გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი.

“ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ჩვენ ყველანი სიცოცხლის ბოლომდე ვინანებთ, რომ პირველებმა ვერ გავიტანეთ”, – ციტირებს მესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მესი რონალდუს მიუახლოვდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “დეპორტივო” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ სამი გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს კარიერის განმავლობაში გატანილი 33-ე ჰეთთრიკი გახლავთ, აქედან 22 ჰეთთრიკი მან ესპანეთის ჩემპიონატში შეასრულა.

ამ მაჩვენებლით მესი ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ თავდამსხმელ ტელმო სარას და მადრიდის “რეალის” ყოფილ ფორვარდ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

ლეო მესი პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 23 ჰეთთრიკი აქვს შესრულებული.

 

“ბარსამ” “დეპორტივო” გაანადგურა, მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “დეპორტივო” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ ჰეთთრიკი შეასრულა, მატჩის მიწურულს მასპინძელთა მცველმა სიდნეიმ ავტოგოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” აქტივში 44 ქულა მოაგროვა და ახლა ლიდერ მადრიდის “რეალთან” მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა “სამეფო კლუბს” ერთი მატჩი აქვს რეზერვში.”დეპორტივო” 17 ქულით მე-15 პოზიციაზე გახლავთ.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIX ტური
“დეპორტივო” — “ბარსელონა” 0:4 (0:2)

გოლები: მესი 10′, 33′ 62′, სიდნეი 83′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: რიერა 59′, ტოჩე 64′ — ბარტრა 68′, ალვესი 78′.

 

Transfermarkt: ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული

სპეციალიზებულმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება:

10. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, საფრანგეთი) — 50 მლნ ევრო;
9-8. ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია) — 55 მლნ ევრო;
9-8. რადამელ ფალკაო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, კოლუმბია) — 55 მლნ ევრო;
7-6. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი) — 60 მლნ ევრო;
7-6. ხამეს როდრიგესი (“რეალი”, კოლუმბია) — 60 მლნ ევრო;
5. ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, არგენტინა) — 65 მლნ ევრო;
4. ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია) — 70 მლნ ევრო;
3. გარეტ ბეილი (“რეალი”, უელსი) — 80 მლნ ევრო;
1-2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) — 120 მლნ ევრო;
1-2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) — 120 მლნ ევრო.

 

CIES: ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ოცეული

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპის წამყვან ხუთ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სია შეადგინა.

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 220 მლნ ევრო
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 133
3. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 99
4. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) – 84
5. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 72
6. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 65
7. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”) – 63
8. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”) – 62
9. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) – 61
10. გარეტ ბეილი (“რეალი”) – 60
11. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 58
12. ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 57
13. მარიო გიოტცე (“ბაიერნი”) – 52
14. ხამეს როდრიგესი (“რეალი”) – 50
15. ოსკარი (“ჩელსი”) – 50
16. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – 48
17. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) – 45
18. ისკო (“რეალი”) – 45
19. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 44
20. კოკე (“ატლეტიკო”) – 44.

 

მესიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინათ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა.

მოგვიანებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიბო კურტუა, ფილიპე ლუისი და სესკ ფაბრეგასიც დაიმატა.

გარდა ამისა, “ჩელსის” ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” ლეო მესის გელფრენდიც გახდა.

Messi - instagram