მოურინიო: “შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს”

ჟოზე მოურინიოს თქმით, შეუძლებელია მანჩესტერული კლუბი იმაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელშიც ახლა არის. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ევროპა ლიგაზე თამაში გუნდს პრემიერ ლიგაში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

“პრემიერლიგა გამონაკლისს არ დაუშვებს. არამგონია, ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე თამაშის შემდეგ, მათ ორშაბათს თამაშის უფლება მოგვცენ. ჩვენ კვირას მოგვიწევს თამაში, პირველი სწორედ ჩვენი მატჩი იქნება.

ასე რომ, შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს ყველაზე ცუდი სიტუაციაა იმ გუნდისთვის, ვისაც პრემიერ ლიგის მოგება უნდა.

გაცილებით უფრო ადვილად არის ყველაფერი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. გაცილებით უფრო ადვილია ისე თამაში, როგორც “ლივერპული” თამაშობდა ორი წლის წინ და როგორც “ჩელსი” ითამაშებს მომდევნო სეზონში.”

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ჯორჯინიო ვეინალდუმი გაიფორმა

ინგლისური “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ნიუკასლის” შემტევის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი დაადასტურა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც “წითლებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აშშ-ში უახლოეს მომავალში გაფრინდება, რათა იურგენ კლოპის გუნდს შეუერთდეს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იღებს მონაწილეობას.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის სანაცვლოდ “კაჭკაჭებს” 23 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რასაც შესაძლოა კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსის სახით.

“პსვ-ს” ექს-ფეხბურთელი იურგენ კლოპის რიგით მეექვსე შენაძენი გახდა მატიპის, ლორის კარიუსის, სადიო მაეს, რაგნარ კლავანისა და ალექს მანიგერის შემდეგ.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ვეინალდუმი “ლივერპულში” 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ლივერპული” 33,5 მილიონ ევროდ შეფასებული მაიერის გადაბირებას აპირებს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, მაკს მაიერი “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანული Bild-ის ცნობით, 20 წლის გერმანელი ფეხბურთელის გადაბირება პირადად იურგენ კლოპს სურს.

გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “შალკესთან”. ცნობილია ისიც, რომ გელზენკირხენული კლუბი მაიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ვინმე მის სანაცვლოდ 33.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ სეზონში, მაიერმა 39-ჯერ მოირგო “შალკეს” მაისური. ამ დროის მანძილზე, მან გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.

“გალათასარაი” ლუკას ლეივასადმი ინტერესის არსებობას ადასტურებს

თურქული “გალათასარაის” დირექტორი, ლევენტ ნაზიფოღლუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თურქები “ლივერპულის” ნახევარმცველის, ლუკას ლეივას გადაბირებას აპირებენ.

ცნობისათვის გეტყვით, რომ 29 წლის ლუკასის გადაბირების ინტერესი ინგლისურმა “ნიუკასლმაც” გამოთქვა, რომელიც 2016/17 წლების სეზონში “ჩემფიონშიპში” მოსინჯავს ძალებს.

“ლუკას ლეივა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა გადაბირებასაც ვაპირებთ. თუმცა, გვაქვს სხვა ვარიანტებიც. “- განაცხადა მან GSTV-სთან საუბრისას.

ოფიციალურად: რაგნარ კლავანი “ლივერპულის” ფეხბურთელია

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა რაგნარ კლავანის ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს.

30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “წითლებს” 4.2 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდათ, რასაც ემატება ბონუსებიც. ესტონელმა ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მამადუ სახოსა და ჯო გომესის არყოფნაში, გამოცდილ ცენტრალურ მცველს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე. დიდი ალბათობით, ის უახლოეს მომავალში შეუერთდება გუნდს.

უკვე ცნობილია ისიც, რომ რაგნარი 17-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე ფრანგი ფეხბურთელის განკარგულებაში იყო.

ესტონეთის ნაკრების კაპიტანი “ლივერპულის” რიგით მეხუთე შენაძენი გახდა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე – მესამე შენაძენი ბუნდესლიგიდან.

სიმეონეს დივოკ ორიჯის დამატება სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” მცდელობა, დიეგო კოშტას დაბრუნებისა სრული კრახით დამთავრდა. გამომდინარე აქიდან, მადრიდელები “ლივერპულის” ბელგიელ თავდამსხმელზე გადაერთნენ. ამ ინფორმაციას Bleacher Report ავრცელებს.

როგორც გაირკვა, დიეგო სიმეონეს სიაში, რომლის სათავეშიც ესპანელი დიეგო კოშტა იდგა, ორიჯის გარდა კიდევ რამოდენიმე ფორვარდია მოხსენიებული, თუმცა მათგან ყველაზე მეტად “როხიბლანკოს” სათამაშო სტილს სწორედ ბელგიელი ერგება.

თუმცა, “ლივერპულელთა” თავკაცი, იურგენ კლოპი ორიჯის ადვილად გაშვებას არ აპირებს. 21 წლის ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს “ენფილდს”, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები საკმაოდ დიდ თანხას ჩამოვლენ მის სანაცვლოდ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 ივლისი)

სიმონე ძაძა ტურინინიდან წასვლას აპირებს

სიმონე ძაძას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე მას “იუვენტუსში” აქვს. მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “ვოლფსბურგისთან” და აღნიშნა, რომ იტალიელი ფორვარდის გადაბირებით მხოლოდ გერმანლი კლუბი არ არის დაინტერესებული.

“სტოკს” ტურინიდან ლემინას წაყვანა სურს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო შესთავაზონ ტურინის “იუვენტუსს”. Goal-ის ცნობით, ლემინა, რომელმაც გასული სეზონი “მარსელში” გაატარა არენდის წესით, “ლესტერ სიტის” ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.

“ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას აკვირდება

კატალონიური გრანდის დირექტორი, რობერტ ფერნანდესი “სანტოსისა” და “ატლეტიკა პონტე პრეტას” მატჩს დაესწრო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გაბრიელ ბარბოსას გადაბირება სურს, რისთვისაც ესპანეთის ჩემპიონებს დაახლოებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კონტე კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბი კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს. “ჩემთვის, კონტა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს.”

ddddddddddddddddddddddddddddd

ვეინალდუმს “ლივერპულში” სურს თამაში

“ნიუკასლის” ფორვარდს, ჯორჯინიო ვეინალდუმს კარიერის გაგრძელება იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს. Daily Mirror-ის ცნობით, 25 წლის ვეინალდუმის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 25 მილიონ ფუნტს ითხოვს.

“ჩელსიმ” თვალი მარკო პაროლოს დაადგა

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ლაციოს” ნახევარმცველის, მარკო პაროლოს გადაბირებას აპირებს. იტალიაში გავრცელდა ჭორები, რომ 31 წლის იტალიელის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ახლახან გადაბარგდა “სტემფორდ ბრიჯზე”.

“რომა” შესნის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

Gazzeta dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კლუბი ვოიცეხ შესნიმ არ დატოვოს, რომელიც ლონდონის “არსენალის” მფლობელობაში იმყოფება.

”რეალი” ანდრე გომეშის გაფორმებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ანდრე გომეში კარიერას ”რეალში” გააგრძელებს. მადრიდული კლუბი პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს და დამატებით, ბონუსად 10 მილიონის გადახდას აპირებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივლისი)

“ვესტ ჰემი” ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს

როგორც ჩანს, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის სურვილმა ერთიანად “გააგიჟა” – “ჩაქუჩები” მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მადრიდული მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

The Sun-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 202 000 ფუნტს მიიღებს. სამშაბათს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“პალასი” მზადაა ბერაჰინოს სანაცვლოდ 20 მილიონი გაიღოს

“კრისტალ პალასის” თაოსნები გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი – საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომთან” მოლაპარაკებების წამოწყება. “ტოტენჰემის” ყოფილ სამიზნეში “არწივები” 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალმა ჩაიბაროს

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს. ბელგიური ფეხბურთის ასოციაციაში ლუი ვან გაალის ვარიანტით ძალიან ბევრი “ჩინოვნიკი” არის მოხიბლული.

ddddddddddddddddddddddddddddd

რობსონ-კანუსთვის ბრძოლაში “ჰალ სიტი” დაწინაურდა

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ უელსის ნაკრების ფორვარდის, ჰალ რობსონ-კანუს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული (“სუონსი”, “უოტფორდი”, “ევერტონი”, “მიდლსბრო”, “ჰალ სიტი” და “ბარნლი”). თუმცა, ევრო 2016-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი “ვეფხვებს” აქვთ, რომლებიც მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

“ბორუსიას” გიოტცეს გაფორმებამდე სულ ცოტა აკლია

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” მარიო გიოტცეს გადაბირებასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კლუბმა “ბაიერნთან” ფასი უკვე შეათანხმა (28 მლნ. ევრო). სავარაუდოდ, გერმანელი შემტევი მის ყოფილ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზელინსკის “ლივერპულში” უნდა გადასვლა … თუმცა, “მილანში” გადადის

Goal-ის ცნობით, პიოტრ ზელინსკი უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ “როსონერის”, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპის “ლივერპულმა” მის კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა – “ლივერპულის” მიერ შეთავაზებული 11 მილიონი ფუნტი იტალიელებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა.

სონგი “ბარსელონას” დატოვებს?

დიახ, არ გატყუებთ, ალექს სონგი ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. და დიახ, “ბარსელონასთან” არსებული 4-წლიანი კონტრაქტი საბოლოოდ ამოიწურა. ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი “ვესტ ჰემში” გაატარა, სავარაუდოდ რუსულ “რუბინს” შეუერთდება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)

“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება

კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

ალარდაისი თუ კლინსმანი?

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს

ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.

ddddddddddddddddddddddddddddd

გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?

Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.

დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?

დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.

“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს

მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

“სუონსის” ხელმძღვანელებმა მიზნად “უელსელი პირლოს” დაბრუნება დაისახეს

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უელსური “სუონსის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” ნახევარმცველის, ჯო ალენის დაბრუნებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ალენმა “სუონსი” 2012 წელს დატოვა, რისთვისაც “წითლებს” 15 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდათ. ალენის არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, ახალ კონტრაქტზე კი ჯერ არაფერი ისმის.

26 წლის “უელსელმა პირლომ” იურგენ კლოპის “ენფილდზე” მოსვლის შემდეგ, ძირითადში ადგილი ფაქტიურად დაკარგა. მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 8 მატჩი დაიწყო სასტარტოდან.

როგორც იცით, “ლივერპულმა” უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისათვის, თუმცა ალენი ჯერ “ლივერპულის” გუნდს არ შეერთებია. ევრო 2016-ის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მან საკმაოდ გრძელვადიანი შვებულება აიღო.

ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს იურგენ კლოპის “ლივერპული”?

იურგენ კლოპი მაქსიმალურად ცდილობს პრე-სეზონისათვის განკუთვნილი დროის პროდუქტიულად გამოყენებას. “ლივერპულმა” უკვე მოასწრო ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება – “ტრანმირთან” (0-1) და “ფლიტვუდთან” (0-5).

თუმცა, ინგლისელებისთვის ჯერ ყველაფერი წინ არის, “ლივერპულმა” კიდევ 7 ამხანაგური მატჩი უნდა ჩაატაროს 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე, მათ შორის ისეთ გუნდებთანაც, როგორიც “ჩელსი” და “ბარსელონაა”.


“ტრანმირი” 0-1 “ლივერპული” – პარასკევი, 8 ივლისი – Prenton Park – 22:00

“ფლიტვუდი” 0-5 “ლივერპული” – ოთხშაბათი, 13 ივლისი – Highbury – 22:00

“უიგანი” – “ლივერპული” – კვირა, 17 ივლისი – DW Stadium – 19:00

“ჰადერსფილდი” – “ლივერპული” – ოთხშაბათი, 20 ივლისი – John Smith’s Stadium – 22:45

“ლივერპული” – “ჩელსი” – ოთხშაბათი, 27 ივლისი – Rose Bowl, პასადენა – 07:00

“ლივერპული” – “მილანი” – შაბათი, 30 ივლისი – Levi’s Stadium, სანტა კლარა – 06:00

“ლივერპული” – “რომა” – ორშაბათი, 1 აგვისტო – Busch Stadium, სენტ ლუისი – 03:30

“ლივერპული” – “ბარსელონა” – შაბათი, 6 აგვისტო – Wembley – 20:15

“მაინცი” – “ლივერპული” -შაბათი, 7 აგვისტო – Opel Arena – 17:45


აღსანიშნავია ისიც, რომ “ლივერპულის” ოთხივე ახალწვეული ჩაერთო საქმეში.

კლუბის განრიგთან დაკავშირებით, კლოპმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმაოდ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. არასდროს ვამბობ – “ეს მხოლოდ ამხანაგურია”. არა ! ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.”

ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს კონტეს “ჩელსი”?

ანტონიოს კონტე პრე-სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. ლონდონური “ჩელსი” 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს 5 განსხვავებულ სასაათო სარტყელში. ექვსიდან 5 მატჩი ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ერთი – რუსეთში.

ანტონიო კონტეს გუნდი იქნება პირველი სტუმარი “ალიანს სტადიონზე”, რომელიც “რაპიდის” საშინაო სტადიონი გახლავთ და “ცსკას” ახალ “მოსკოვის სტადიონზე”.

რაც შეეხება “მილანსა” და ლონდონელებს შორის გასამართ მატჩს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ტარდება, ეს იქნება პირველი დიდი ღონისძიება U.S. Bank Stadium-ზე, სადაც 73,000 მაყურებელი ეტევა.


“რაპიდ ვენა” – “ჩელსი” – შაბათი, 16 ივლისი – Allianz Stadion – 20:00

“ვოლფსბერგერი” – “ჩელსი” – ოთხშაბათი, 20 ივლისი – Worthersee Stadion – 22:00

“ჩელსი” – “ლივერპული” – ოთხშაბათი, 28 ივლისი – Rose Bowl – 07:00

“ჩელსი” – “რეალ მადრიდი” – შაბათი, 30 ივლისი – Michigan Stadium – 23:00

“ჩელსი” – “მილანი” – ოთხშაბათი, 4 აგვისტო – U.S. Bank Stadium – 05:00

“ცსკა” – “ჩელსი” – კვირა, 7 აგვისტო – Moscow Stadium – დრო უცნობია


კონტეს პირველი სერიოზული გამოცდა “ლივერპულთან” მატჩში ელის. აღნიშნული შეხვედრა “როუზ ბოულის სტადიონზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა 1994 წლის მუნდიალის ფინალს.

ჯონ ტერი, დიეგო კოშტა და ვილიანი თავიდანვე გუნდთან ერთად იქნება. განსხვავებით იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ევრო 2016-ზე ითამაშეს – ისინი 1 კვირით დაისვენებენ. 1-კვირიანი შვებულებით სარგებლობს ხუან კვადრადოც, რომელმაც კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებში ითამაშა.

გასულ სეზონში ჟოზემ აღიარა, რომ 3-მატჩიანმა პრე-სეზონმა მის გუნდზე უარყოფითი გავლენა იქონია, რამეთუ გუნდმა შემდეგში მოუმზადებელის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, კონტე მსგავსი შეცდომის დაშვებას არ აპირებს.