ლაკაზეტისთვის “ლივერპული” და “ევერტონი” იბრძოლებენ

მერსესაიდული კლუბები ერთმანეთს “ლიონის” თავდამსხმელის, ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირებისთვის შეებრძოლებიან. ამ ინფორმაციას Sunday People ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი ბოლო ორი სეზონია კარგად გამოიყურება, ლიგა 1-ის გასულ სეზონში მან საუკეთესო ბომბარდირის სტატუსიც მოიპოვა.

ამავდროულად, რომელუ ლუკაკუ და კრისტიან ბენტეკე “გუდისონ პარკისა” და “ენფილდის” მიტოვებას აპირებენ, ამიტომაც მათი ჩამნაცვლებლის პოვნა მერსესაიდელთათვის აუცილებელია. ლაკაზეტის კანდიდატურით კი ორივე კლუბი მოხიბლულია.

მარიო გიოტცესთვის დორტმუნდის “ბორუსიას” კარი კვლავ ღიაა

დორტმუნდის “ბორუსიას” აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე იუწყება, რომ კლუბი მარიო გიოტცეს დიდი სიამოვნებით მიიღებს უკან.

“მარიო ამჟამად “ბაიერნის” ფეხბურთლია. მას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. არც მისგან და არც კლუბისგან არაფერი არ მსმენია თანამშრომლობის დასრულების შესახებ.

ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს თემა ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ყოველი იმ ფეხბურთელისთვის, რომელთაც “ბორუსიას” წინაშე დიდი დამსახურება აქვს, კლუბის კარი კვლავ ღიაა.”

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა “ბორუსია” 2013 წელს დატოვა, რისთვისაც “ბავარიელებმა” 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“ლივერპულის” ბოსები დარწმუნებულები არიან, რომ გიოტცეს შეძენას 20 მილიონად შეძლებენ

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს შეძენას სულ რაღაც 20 მილიონ ფუნტად აპირებენ.

როგორც უკვე იცით, მსოფლიო ჩემპიონი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მის ყოფილ თავკაცთან, იურგენ კლოპთან აპირებს გადასვლას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი იოაჰიმ ლიოვმაც გააკეთა, რომელმაც გიოტცეს ანჩელოტისთან გასაუბრება ურჩია.

“ბაიერნი” გიოტცეს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი 1 წელიწადში იწურება, გერმანელებს იძულებულებს ხდის ფასი დაუკლონ.

ლიოვი გიოტცეს: “დაფიქრდი, სანამ რამეს გადაწყვეტ და კარლოს შეხვდი”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა მარიო გიოტცეს ურჩია დაფიქრებულიყო, სანამ “ლივერპულის” წინადადებას დათანხმდებოდა და კარლო ანჩელოტისთან ესაუბრა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი პოტენციალის მიუხედავად სასტარტოში ადგილის მოპოვებას კვლავ ვერ ახერხებს, მეტიც მას პეპ გვარდიოლა საერთოდ არ ენდობა.

ამას ემატება ისიც, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, რომელთან ერთადაც ის დორტმუნდში ყოფნისას მუშაობდა, მას “ლივერპულში” გადმობარგება შესთავაზა.

მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არ ქონისა, იოაჰიმ ლიოვმა აღიარა, რომ ის იტალიასთან გასამართ მატჩს სასტარტოში დაიწყებს:”გუშინ მე მას “ბაიერნში” არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის იტალიასთან მატჩს სასტარტოდან დაიწყებს.

ჩვენ საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა. “ბაიერნს” მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება, ამიტომაც სანამ რამეს გადაწყვეტს, პირველ რიგში გიოტცე კარლოს უნდა გაესაუბროს.” – განაცხადა ლიოვმა.

ბიძინა ივანიშვილმა “ლივერპულის” აქციები შეიძინა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “ლივერპულის” აქციები შეიძინა. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ქართველი მილიარდელი “ლივერპულის” აქციათა 7 პროცენტის მფლობელი გახდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი გადაიხადა ივანიშვილმა მასში.

ბოლო მონაცემებით, ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.8 მილიარდ დოლარს აღწევს.

პარიზელებმა თვალი “ლივერპულის” 50 მილიონად შეფასებულ თავდამსხმელს დაადგეს

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” თავდამსხმელის, დანიელ სტარიჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანახმანი არიან.

The Sun-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ჩემპიონები ედინსონ კავანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩამნაცვლებლებს ეძებენ, რომლებიც დიდი ალბათობით კარიერას ინგლისში გააგრძელებენ.

პარიზული გრანდის ხელმძღვანელები ლონდონში სპეციალური დელეგაციის გაგზავნას აპირებენ, რათა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიელების თამაშში ინგლისელ ფორვარდს დააკვირდნენ.

შეგახსენებთ, რომ “წითლების” შემტევმა გასულ სეზონში 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დანიელი სეზონის დასაწყისში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა ტრავმებმა ის შეაფერხეს, რის გამოც იურგენ კლოპი ხშირად ამწესებს მას სათადარიგოთა სკამზე.

მარკ ბარტრასთვის ბრძოლაში ინგლისური “ლივერპული” ლიდერობს

El Confidencial ირწმუნება, რომ “ბარსელონას” ესპანელი მცველის, მარკ ბარტრას გადაბირებით რამოდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა “ბლაუგრანაში” მეხუთე რიგის ცენტრალური მცველის სტატუსი მიიღო.

25 წლის ფეხბურთელის არსებული კონტრაქტი კატალონიელებთან 2017 წელს იწურება, კლუბის ხელმძღვანელობა კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. რისი მიზეზიც არის ის, რომ ლუის ენრიკეს უკვე ყავს საკმარისი მცველები: ხავიერ მაშერანო, ჟერემი მატიე, ჟერარდ პიკე და ტომას ვერმალაენი.

ბოლო დროს მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე 25 წლის მცველის ფასი 12 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა, რისი გადახდაც “ლივერპულს” ნამდვილად არ გაუჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კატალონიურ კლუბში არსებული მდგომარეობისა ვისენტე დელ ბოსკემ ბარტრა მაინც გამოიძახა ნაკრებში.

კრისტიან ბენტეკეს 3 პოტენციური ჩამნაცვლებელი “ლივერპულში”

ფაქტი, რომ კრისტიან ბენტეკეს მომავალი “ლივერპულისაგან” საკმაოდ შორსაა კიდევ ერთხელ დამტკიცდა კვირას გამართულ მატჩში, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა 3-2 დათმო.

კრისტიან ბენტეკე მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში 1-2 იყო. მას ერთი გოლის გატანა და მატჩის დასრულება ევალებოდა, ნაცვლად ამისა მან ერთი 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, რაც 32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფეხბურთელს ნამდვილად არ ეპატიება.

კლოპის გუნდმა ამით ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზაფხულში კლუბში რევოლუციის მოხდენის შანსებს, რასაც პირველ რიგში კრისტიან ბენტეკე შეეწირება.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კრისტიანი? გთავაზობთ სამ შესაძლო კანდიდატურას …

new+sparkle

მიში ბატშუაი (მარსელი)

ფრანგული “მარსელის” ამჟამინდელი თავდამსხმელი, მიში ბატშუაი სრულად აკმაყოფილებს იურგენ კლოპის მოთხოვნებს. 22 წლის შემტევმა “მარსელის” მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 18-ჯერ შესძლო გოლის გატანა.

ბელგიელი შემტევით “ვესტ ჰემიც” ინტერესდება. თუმცა შესაძლოა, რომ “წითლები” და “ჩაქუჩები” შემდეგნაირად შეთანხმდნენ: მიში “ლივერპულში” გადავა, ბენტეკე – “ვესტ ჰემში”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიში ბატშუაი ღირსეულ კონკურენციას უწევს ნაკრებში ადგილის მოპოვებისთვის რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ბენტეკეს. ბელგიელთა თავკაცს ჯერაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის ჩააბარებს ევრო-2016-ზე ნაკრების შეტევის ხაზს.

new+sparkle

ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-შემტევის “ლივერპულში” გადაბარგების ალბათობა არც ისე დიდია, თუცმა თუ იურგენი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია.

ESPN-ს ჟურნალისტები ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდნენ, რომ ჩიჩარიტო ზაფხულში “ლივერპულის” პრიორიტეტული სამიზნე იქნებოდა. აღნიშნული სპეკულაციების მიზეზი მექსიკელის ბრწყინვალე ასპარეზობა გახლავთ გერმანიაში.

ხავიერ ჰერნანდესი მშრომელი ფეხბურთელია, რომელიც ღმერთმა ჯანითა და თანაგუნდელებთან უსიტყვო კონტაქტის უნარით დაასაჩუქრა. ის და სტარიჯი მართლაც რომ შესანიშნავ დუეტს შექმნიან.

ჰერნანდესმა, რომელიც “ლევერკუზენმა” 12 მილიონ ფუნტად შეიძინა, წლევანდელ სეზონში გერმანული გუნდის მაისურით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლის გატანა მოახერხა.

new+sparkle

ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ლაკაზეტი გასულ ზაფხულს არაერთი ინგლისური გრანდის ინტერესთა სფეროში მოხვდა სენსაციური სეზონის შემდგომ (27 გოლი 33 მატჩში), თუმცა მან ლიგა 1-ში დარჩენა ისურვა.

ლაკაზეტი გუნდში დარჩა, დარჩა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მისი იმედის კოშკები დაიმსხვრა.

გარდა ამისა ლაკაზეტი წლევანდელ სეზონში ფეკირის გარეშე არც ისე კარგად გამოიყურება, მან მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლო 27 მატჩში.

თუ მას დიდ ფეხბურთში გადაბარგება და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევა შესძლოს, ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არც მიეცეს.

იურგენ კლოპის გუნდს ზაფხულში “ჩელსის”, “ბარსელონასა” და “მილანის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში

იურგენ კლოპის პირველი პრე-სეზონი “ლივერპულთან” ერთად საკმაოდ საინტერესოდ უნდა ჩატარდეს – “წითლები” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2016 წლის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“ლივერპული” ერთ-ერთია იმ 10 გუნდს შორის, რომლებიც გინესის თასის ჩრდილოეთ ამერიკის ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისელები “ჩელსის” (27 ივლისი), “მილანსა” (30 ივლისი) და “ბარსელონას” (6 აგვისტო) დაუპირისპირდებიან.

“ლივერპულის”, “ჩელსის”, “მილანისა” და “ბარსელონას” გარდა აღნიშნულ ჯგუფში იმყოფებიან:”რეალი”, “ბაიერნი”, “პსჟ”, “ინტერი”, “სელტიკი” და “ლესტერი”.

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდერულმა კლუბმა გინესის თასის 2014 წლის გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის “ოლიმპიაკოსს”, “მანჩესტერ სიტის”, “მილანსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა.

“ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯეს

ინგლისური “ლივერპულის” ყოფილი მცველი, რომელიც ამჟამად “სანდერლენდის” კუთვნილებაში იმყოფება “სპორტინგის” ხელმძღვანელობამ წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯა.

Football Leaks-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელის კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას მოედანზე წითელი ბუცებით გამოჩენა ეკრძალება, რადგანაც წითელი ფერი “სპორტინგის” მოსისხლე მტერთან, “ბენფიკასთან” ასოცირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სებასტიან კოატესს, რომელიც პორტუგალიაში იჯარის წესით იმყოფება, ლურჯი ფერის ბუცების ჩაცმაც ეკრძალება – ლურჯი ფერი “პორტოსთან” ასოცირდება.

კლოპი: “ჩვენ “ბორუსიას” ფეხბურთელებს კარგად ვიცნობთ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში “ლივერპული” კლოპის ყოფილ გუნდს, დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება.

“ვთქვი, რომ ტურნირის ტურნირის ყველაზე ძლიერ გუნდთან შეხვედრა არ მსურდა, მაგრამ თუ ევროპის ლიგის მოგება გინდა, მაშინ ნებისმიერი მეტოქე უნდა დაამარცხო. მიხარია, რომ დორტმუნდში ჩემს ახალ გუნდს წარვადგენ. ასევე, ისიც მიხარია, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები შესანიშნავ სტადიონსა და ქალაქს ნახავენ.

ფეხბურთში, დორტმუნდში ჩასვლა და იქ თამაში, ერთ-ერთი საუკეთესო რამაა. ჩვენ “ბორუსიას” ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობთ, ყველას არა, მაგრამ დაახლოებით 98 პროცენტს. ვფიქრობ, გახსნილი თამაშები გველის“, – ციტირებს კლოპის სიტყვებს ESPN.

ევროპის ლიგა: “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” წყვილში გამარჯვებული მერსისაიდული კლუბი დარჩა. იურგენ კლოპის გუნდმა პირველი შეხვედრა, რომელიც “ენფილდზე” გაიმართა, ანგარიშით 2:0 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში “წითელმა ეშმაკებმა” გახსნეს. მატჩის 32-ე წუთზე მერსისაიდელთა მარჯვენაფლანგელმა მცველმა ნათანიელ კლაინმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ანტონი მარსიალი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ერთი ბურთი გაქვითა. ამით მასპინძლებს ნახევარი საქმე მოთავებული ჰქონდათ, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე ფილიპე კოუტინიო შეტევის მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გილერმო ვარელას გვერდი უპრობლემოდ აუარა, დავიდ დე ხეას ახლო კუთხეში დაურტყა და გაუტანა. სტუმრად გატანილი გოლით მერსისაიდელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურად. შეხვედრის მეორე ნახევარი უგოლოდ მიილია. ამრიგად, “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპის ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 1:1 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 1:3)
გოლები: მარსიალი 32′ (პენ) — კოუტინიო 45′.
გაფრთხილებები: ბლინდი 33′, ფელაინი 50′, შვაინშტაიგერი 80′ — კოუტინიო 42′, კლაინი 51′, რობერტო ფირმინო 83′.