ინგლისური პრემიერ ლიგის 38-ე ტურში “ლივერპული” “სტოკ სიტის” ესტუმდა და ანგარიშით 6:1 განადგურდა.
ბრენდან როჯერსის გუნდისთვის კოშმარული შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა რომელშიც მერსისაიდელებმა 5 უპასუხო გოლი გაუშვეს. დიუფის დუბლს მასპინძლებმა უოლტერსის, ადამის და ნზოზის გოლები დაუამატეს და შესვენებაზე უდიდესი უპირატესობით გავიდნენ.
მატჩის 70-ე წუთზე სხვაობის შემცირება სტივენ ჯერარდმა შეძლო, რომელიც “ლივერპულის” შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს ატარებდა. თუმცა, 5 ბურთიანი სხვაობისგან სტუმრები ვერც გამოცდილმა კაპიტანამ იხსნა. 86-ე წუთზე ყოფილმა “ლივერპულელმა”, პიტერ კრაუჩმა საბოლოო 6:1 დააფიქსირა.
“ლივერპულმა” 62 ქულით სეზონის მე-6 საფეხურზე დაასრულა, ხოლო “სტოკ სიტი” 54 ქულით მეცხრეა.