ბრაიანტი: „ფიშერს „ლეიკერსში“ კვლავ სიამოვნებით ვიხილავდი“

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ თავის გუნდში დიდი სიამოვნებით ყოფილ თანაგუნდელს დერეკ ფიშერს იხილავდა.

„ჩემს საყვარელ თანაგუნდელებს შორის ყოველთვის დერეკ ფიშერიც იყო. „ლეიკერსის“ მაისურში მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. მეტიც, კარგი იქნება, თუ კარიერას ერთად დავასრულებთ“, – განუცხადა ბრაიანტმა maktoob.omg.yahoo.com-ს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ კალათბურთელი „ლეიკერსში“ 2007 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპჩაკი: ”კობის კარიერის დასრულება ”ლეიკერსში” სურს”

”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გენერალურმა დირექტომა მიტჩ კაპჩაკმა ტრავმირებული კობი ბრაინტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2013/14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

”ბრაიანტთან კონტრაქტის შესაძლო გახანგძლივებაზე ჯერ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, ამ საკითხს სეზონის მიმდინარეობისას დავუბრუნდებით. დათანხმდება თუ არა იგი ხელფასის შემცირებაზე? საჯაროდ ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. კობი კარიერის დასრულებას ”ლეიკერსში” აპირებს, კლუბს – იგივე სურვილი აქვს. რაც შეეხება მის ტრავმას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს იგი პარკეტზე დაბრუნებას”, – განაცხადა კაპჩაკმა ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტთან დეივ მაკმენამინთან საუბრისას.

ალექსანდრე მატევოსოვი

”ლეიკერსმა” კელი დაიმატა

”ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, კალიფორნიელთა მენეჯერებმა 22 წლის რაიან კელისთან გააფორმეს კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ კელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო დრაფტზე 48-ე ნომრად აირჩიეს.

ცნობისთვის, ბოლო ოთხი სეზონის განმალობაში ახალგაზრდა ფორვარდი NCAA-ში მოასპარეზე ”დიუკ ბლუ დევილსის” ღირსებას იცავდა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 7,5 ქულა და 3,7 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხავიერ ჰენრი ”ლეიკერსში”?

22 წლის უკანახაზელი ხავიერ ჰენრი ”ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” მენეჯერთა ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN Los Angeles-ის კორესპონდენტი რამონ შელბერტნი ავრცელებს.

ამჟამად თავისუფალი აგენტი, გასულ სეზონში ”ნიუ-ორლეან პელიკანსის” ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს მოთამაშე 2010 წლის დრაფტზე მე-12 ნომრად იქნა არჩეული.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეიმისონი: ”ბრაიანტი მეექვსე ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს”

”ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ექს-მოთამაშემ ანტუან ჯეიმისონმა კობი ბრაიანტის თაობაზე ისაუბრა.

”ბრაიანტი არავის უნდა დავიწყდეს. მე არაერთი ძლიერი კალათბურთელის თანაგუნდელი ვყოფილვარ. არინასის, ჯეიმსის და შაკის გახსენებაც საკმარისია. თუმცა, დამიჯერეთ, კობისნაირად საქმეზე არავინ ფიქრობს. მას ტყუილად არ უთქვამს, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებას მეექვსედ შეეცდება. ასე რომ, მზად ყველაფრისთვის უნდა იყოთ”, – განაცხადა ჯეიმისონმა.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს 35 წლის კალათბურთელი პარკეტზე დაბრუნებას. შეგახსენებთ იმასაც, რომ მძიმე ტრავმა მან გასული სეზონის პლეი-ოფის მიმდინარეობისას მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიკელს NBA-ში დაბრუნება სურს

გამოცდილი ფორვარდი, პიტ მიკელი, რომელიც ბოლოს კატალონიის ”ბარსელინას” ღირსებას იცავდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებაზე დაფიქრდა.

35 წლის კალათბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტით, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ”ლოს-ანჯელს ლეიკერსისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” ხელმძღვანელები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოხსენებული კლუბი ვეტერანს გარანტირებულ კონტრაქტს შესთავაზებს, იგი ”ბარსელონასთან” ახალი შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვის.

2000 წლის დრაფტის მეორე რაუნდში მიკელი ”ნიუ-იორკ ნიქსის” მიერ იქნა არჩეული. ამის მიუხედავად, პლანეტის უძლიერეს საკალთბურთო ლიგაში ადგილის დამკვირდება მან ვერაფრით ვერ მოახერხა. სხვადასხვა დროს იგი როგორც ”ნიქსთან”, ასევე ”დალას მავერიკსთან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა შანსი არცერთისგან არ მიუღია. მოგვიანებით, პიტი სხვა კონტინენტზე გადაბარგდა. თავიდან იგი ფილიპინებშიც კი თამაშობდა, სადაც ადგილობრივი ”პერისტერის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ”დინამოს”, ”მაკედონიკოსისა” და რამოდენიმე ესპანური კლუბის რიგებშიც გამოდიოდა. 2010 წელს ”ბარსელონასთან” ერთად მიკელი ევროლიგის გამარჯვებული გახდა. ჯამში, ”ბლაუგრანასში” იგი ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი